ლევან დავითაშვილი: საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
"საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დინამიკურად ვითარდება და ამ ურთიერთობის მაღალ ნიშნულზე შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მხრიდან გამოხატული მკაფიო მხარდაჭერა, მათ შორის, სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებში თანამშრომლობის კუთხით", — ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ტინგ სუესიანგთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო თავისი ხელსაყრელი მდებარეობით არამხოლოდ რეგიონული კავშირის ბენეფიციარია, არამედ აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს აზიასა და ევროპას შორის უფრო ეფექტური კავშირის დამყარებას.
"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და გაძლიერებისათვის. შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია - ეს აისახება კონკრეტულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ამის ერთ-ერთი მაგალითია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება", — აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. მისი შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც სავაჭრო ბრუნვის, მათ შორის, ექსპორტის, ასევე საინვესტიციო ნაკადების ზრდას ორ ქვეყანას შორის და თანამშრომლობის გაღრმავებას ტელეკომუნიკაციების, ფინანსური მომსახურების, ტურიზმისა და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებში.
"2023 წელს ჩინეთიდან განხორციელდა 98 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რაც 125%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ასევე ხაზგასასმელია, რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის — გასულ წელს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით რეკორდულად გაიზარდა და ვფიქრობთ, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენების გაფართოება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურისტულ ნაკადებს და გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს", — განაცხადა მინისტრმა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები