ვენეციის კინოფესტივალი დასრულდა — მნიშვნელოვანი მომენტების შეჯამება
წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალი პოპკულტურისა და კინემატოგრაფიული სამყაროსათვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა. წელს ახალი სახეები და ძველი ვარსკვლავები, დიდებული ეკრანზე დაბრუნებები და დებიუტები ვიხილეთ. მოდით, ერთად შევაჯამოთ კინოს იტალიური დღესასწაული:
პირველ რიგში, ის უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის კინოფესტივალზე ჩვენმა ქვეყანამ გამორჩეულ წარმატებას მიაღწია — დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა აპრილი ჟიურის სპეციალიური ჯილდო დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლებს მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი ასრულებენ. ფილმში მეანი ქალის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც თანასოფლელებს ფეხმძიმობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება.
დეა კულუმბეგაშვილი დაჯილდოების დროს
ფოტო: Reuters
ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზის, ოქროს ლომის მფლობელი ცნობილი ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმოდოვარი გახდა ფილმისთვის მეზობელი ოთახი. ამ "ევთანაზიურ დრამაში" მთავარი როლებს ტილდა სუინტონი და ჯულიან მური ასრულებენ. სიუჟეტი ინგრიდსა და მართაზე გვიამბობს, ქალებზე, რომლებიც ახალგაზრდობაში ახლო მეგობრები იყვნენ და ერთად მუშაობდნენ ჟურნალში. წლების გასვლისა და ერთმანეთთან გაუცხოების შემდეგ ისინი ექსტერმალურ პირობებში კვლავ გადაიკვეთებიან. აღსანიშნავია, რომ მეზობელი ოთახი ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი ფილმია.
პედრო ალმოდოვარი ოქროს ლომთან ერთად
ფოტო: Getty Images
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორები გახდნენ, ასევე, მორა დელპეროს Vermiglio, ბრეიდი კორბეტის The Brutalist, ჰალინა რეინის Babygirl, ლუკა გუადანინოს Queer და პაბლო ლარენის Maria, რომელიც მარია კალასის ცხოვრების შესახებაა გადაღებული და
და ანჯელინა ჯოლიმ, რომელიც მთავარ როლს ასრულებს, 8 წუთიანი უწყვეტი ოვაციები დაიმსახურა.
ანჯელინა ჯოლი მარია კალასის როლში
ფოტო: Getty Images
ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის პრიზი ნიკოლ კიდმანმა მოიპოვა ფილმისთვის Babygirl, რომელიც ეროტიკული დრამაა. ფილმი ძლიერ აღმასრულებელ დირექტორზეა, რომელიც ახალგაზრდა სტაჟიორთან რომანის გამბით საფრთხეს უქმნის თავის კარიერასა და ოჯახურ ცხოვრებას. კიდმანს ფესტივალის მიმდინარეობისას დედა გარდაეცვალა, რის გამოც ვენეციის დატოვება მოუწია. მისი კუთვნილი ჯილდო ფილმის რეჟისორმა, ჰალინა რეინმა აიღო.
ნიკოლ კიდმანი და ჰარის დიკინსონი ფილმში Babygirl
ფოტო: A24
განსაკუთრებით აღსანიშნავია ტიმ ბარტონის ფილმი Beetlejuice, Beetlejuice, რომლის პრემიერაც რეჟისორის ვარსკვლავის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა ვენეციაში. ფილმი ბარტონის 1988 წლის ფილმის, Beetlejuice-ის სიქველია და მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები ფილმზე არც ისე სახარბიელო პროგნოზებს აკეთებდნენ, ფილმმა შესაშური შეფასებები და მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. მეტიც, Beetlejuice, Beetlejuice უკვე დიდ ეკრანებზე გამოვიდა და მისი დონე ფილმის შემოსავალზეც აისახა.
ტიმ ბარტონის გასამხნევებლად მისი შეყვარებული, იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩიც იყო მისული, რომლის სილამაზემ წითელი ხალიჩის ფოტოგრაფების ყურადღება მრავალი სხვადასხვა რაკურსიდან დაიმსახურა.
ტიმ ბარტონი და მონიკა ბელუჩი ვენეციის კინოფესტივალზე
ფოტო: Getty
ვენეციის კინოფესტივალზე მობილიზებული პაპარაცების განსაკუთრებული ყურადღება ჰოლივუდის "საუკეთესო მეგობრების" დუეტმა, ჯორჯ კლუნიმ და ბრედ პიტმა დაიმსახურეს, რომელთა საერთო ფილმის, ჯონ უოტსის Wolfs-ის პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში შედგა. ეს მათი მეშვიდე საერთო ფილმია.
ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი Wolfs-ის პრემიერაზე
ფოტო: Getty Images
მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ყურადღებით ელოდა ხოაკინ ფენიქსისა და ლედი გაგას ფილმს Joker: Folie à Deux, რომელმაც ჯოკერის პერსონაჟზე გადაღებული ფილმების კლასიკური სტილიდან გადაუხვია და ეს საკულტო ფიგურა მიუზიკლით წარმოაჩინა. როგორც ირკვევა, ფილმმა განსაკუთრებული აღფრთოვანება ვერ დაიმსახურა, თუმცა ხოაკინ ფენიქსს ამ როლის შესასრულებლად მნიშვნელოვანი ფიზიკური ტრანსფორმაცია და ხელოვნების გამო კომპრომისებზე წასვლა დასჭირდა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად თავდადებული და გენიალური მსახიობია.
ხოაკინ ფენიქსი დასთან, რეინ ფენიქსთან ერთად Joker-ის პრემიერაზე
ფოტო: Getty Images
ლედი გაგას პირად ცხოვრებაში დიდი სიახლეებია, რაზეც უამრავი ტაბლოიდი იწერება — ცნობილია, რომ ის ამერიკელ ტექნოლოგიურ ინვესტორზე, მაიკლ პოლანსკიზე დაინიშნა. ვენეციის კინოფესტივალზე გაგა საქმროსთან ერთად მოვიდა და თავისი ნიშნობის ბეჭედიც გამოაჩინა, რომელიც, როგორც ექსპერტები იუწყებიან, $578 000 ღირს.
ლედი გაგა და მაიკლ პოლანსკი ვენეციის კინოფესტივალზე
ფოტო: Getty Images
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა

კომენტარები