კიმ კარდაშიანის თქმით, The Crown-ს უყურა და ქვეყნის სამართავად მზადაა
ფოტო: Eric Liebowitz; Netflix
რა ამპლუაში არ გვყავს კიმ კარდაშიანი ნანახი: რეალითი შოუს ვარსკვლავი არაერთ წარმატებულ ბიზნესს ჩაუდგა სათავეში, იყო მოდელი, მოიწადინა ადვოკატობა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ ჩააბარა კიდეც იურისტის გამოცდა, შარშან კი მსახიობადაც მოგვევლინა რაიან მერფის სერიალში American Horror Story.
ახლა კი, კიმის აზრით, უკვე ქვეყნის სამართავადაც მზად არის და ამაში, არც მეტი, არც ნაკლები, სერიალ The Crown-ის ყურება დახმარებია.
"გულწრფელად გეტყვით, The Crown-ის სრულ სეზონს ვუყურე და სავსებით შემიძლია მთელი ქვეყნის მართვა", — გამოაცხადა ტელევარსკვლავმა თავისი ოჯახის რეალითი შოუს, კარდაშიანების, მე-5 სეზონის ბოლო ეპიზოდში.
კიმის თქმით, ახლა "მსახიობობის ერაში" შეაბიჯა. ეს მართალია: American Horror Story-ში მონაწილეობის გარდა, კარდაშიანმა Hulu-ის ახალ სერიალშიც მიიღო როლი. სერიალში კიმს ლოსანჯელესელი ადვოკატის როლში ვიხილავთ, პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი კი, რა გასაკვირია, რომ კარდაშიანების დედა, კრის ჯენერი, იქნება.
კიმი ასევე ითამაშებს ნეტფლიქსის ახალ კომედიურ ფილმში The Fifth Wheel, რომლის ერთ-ერთი პროდიუსერი თავადაც იქნება.
კარდაშიანების ბოლო სეზონში ასევე ვიხილეთ, რომ კიმი აგრძელებს სასჯელაღსრულების რეფორმის მხარდაჭერას და სწორედ ამ მიზნით შეხვდა ყოფილ პატიმარს, ჯიფსი როუზ ბლანჩარდსაც, რომელსაც, მისი უჩვეულო ისტორიის დამსახურებით, უკვე მთელ მსოფლიოში იცნობენ.
რაც შეეხება კიმ კარდაშიანის საყვარელ სერიალს, The Crown, ის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ისტორიული დრამაა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უახლეს ისტორიაზე დაფუძნებული სერიალი ორი ოქროს გლობუსის მფლობელიცაა საუკეთესო სატელევიზიო დრამის ნომინაციაში. შარშან დეკემბერში გამოვიდა The Crown-ის ბოლო, მეექვსე სეზონი, რომელიც მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებზე გვიყვება, მათ შორის, პრინცესა დაიანას სიკვდილზე, პრინცი ჩარლზის მეორე ქორწინებასა და პრინცი უილიამის ქეით მიდლტონთან ურთიერთობის დასაწყისზე.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები