ელისაშვილმა, რომელსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, საკუთარი სასამართლო პროცესი, პროტესტის ნიშნად დატოვა
ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge
დღეს, 11 ივლისს, პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, მისი სასამართლო პროცესი, პროტესტის ნიშნად დატოვა.
"გული მერევა იმ შენობაში რომ ვარ, სადაც მურუსიძე ჰყავთ ლიდერი, ამ დუქანში რომ შემოვედი მაგაზეც გული მერევა. პროცესზე ვუთხარი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი, აბსურდის სპექტაკლში და გულისამრევ გაუგებრობაში ვარ და ამ ყველაფერში დიდად მონაწილეობას არ ვაპირებ, ჩემი სათქმელი ვუთხარი და წამოვედი", — განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანს ძალადობაში მონაწილე ყველა პირი, სამი თვის განმავლობაში არცერთი პირი არ არის დაკავებული და გამოძიებას მათი ვინაობა არ დაუდგენია:
"წარმოიდგინეთ, რამდენად აბსურდული ვითარებაა, სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პირდაპირ ეთერში ოცი კაცი ფიზიკურად მისწორდებოდა და სამი თვის თავზე არათუ არავინ დაუკავებიათ და ბრალი არ წაუყენებიათ, ისიც ვერ გავარკვიეთ ვინ არიან ის პოლიციელები".
ელისაშვილის განცხადებით, მის მიმართ არათუ განრიდების, არამედ დაკავების ოქმია შედგენილი: "ნებისმიერ დეპუტატს აქვს მაღალი იმუნიტეტი და მას კონსტიტუცია იცავს, დაფხრიწეს და გადაყარეს ის კონსტიტუცია, სადაც დეპუტატის იმუნიტეტზეა საუბარი. მთლად ჩემი დაკავების უფლება არ აქვთ, თუმცა დაკავების აბსურდული ოქმი ერთხელ უკვე აქვთ შედგენილი, ასევე არაკონსტიტუციური და საშინელი დარღვევით".
პარტია მოქალაქეების ლიდერი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები მის წინააღმდეგ იყო "აბსურდული", ხოლო ვიდეო ჩანაწერებიდან ის ეპიზოდებია ამოღებული, რომელიც შსს-ს აწყობდა.
"მხოლოდ ჩემს ცემაზე ხომ არაა საუბარი, ეს ხომ სამაგალითოდ გააკეთეს და ამას მოყვა ხაბეიშვილზე თავდასხმაც, მით უფრო, რომ იმუნიტეტი მიცავს და ფაქტობრივად, კონსტიტუცია გადაგვახიეს თავზე, ვეუბნებოდი, ნუ მაკავებთ, პარლამენტის წევრი ვარ მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ასევე, ნახეთ: ლევან ხაბეიშვილი, ძალადობიდან 23 დღის შემდეგ, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ელისაშვილის თქმით, ვაჟა სირაძის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროს დავალებით, პოლიცია მას გამეტებით ურტყამდა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები