გერმანულმა ქალაქმა ტეილორ სვიფტის კონცერტისთვის სახელი გადაირქვა
ფოტო: Bernd Thissen / dpa / AP
ტეილორ სვიფტის ფანების მრავალმილიონიან არმიას გერმანული ქალაქი გელზენკირხენიც შეუერთდა; უფრო სწორად — ამიერიდან უკვე სვიფტკირხენი. ჰო, ქალაქმა, არც მეტი, არც ნაკლები, სახელი შეიცვალა ამერიკელი პოპვარსკვლავის დასახვედრად. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სვიფტკირხენი სიტყვასიტყვით "სვიფტის ეკლესიად" ითარგმნება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ: ეს ქალაქი სულ მალე მუსიკოსის ყველაზე გულმხურვალე ფანებს გააერთიანებს...
ტეილორ სვიფტის მასშტაბური მსოფლიო ტურნეს კონცერტები სვიფტკირხენში 17, 18 და 19 ივლისს გაიმართება ფელტინს-არენაზე, რომელიც 70 ათასს მაყურებელს იტევს. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნად ქალაქისთვის სახელწოდების შეცვლის იდეა სვიფტის გერმანელ ფანს, ალეშანეე ვესტჰოფს, ეკუთვნის. ვესტჰოფმა წინადადებით ქალაქის მერს, კარინ ველგეს, რამდენიმე კვირის წინ მიმართა. დიდებული იდეააო, უპასუხა ველგემ ალეშანეეს და ქალაქის ახალი სახელის აღმნიშვნელი აბრის გახსნაზეც მიიწვია.
ალეშანეე (მარჯვნივ) და ყოფილი გელზენკირხენის ახალი აბრა
ფოტო: GGelsenkirchen / X
ყოფილ გელზენკირხენში კი კონცერტებისთვის მზადება გრძელდება. უახლოეს დღეებში ქალაქის ქუჩებში გამოჩნდება ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობების აღმნიშვნელი ბანერები და ტრამვაი ტეილორ სვიფტის გამოსახულებით. ამასთან, სვიფტს ვარსკვლავს გაუხსნიან გელზენკირხენის დიდების ხეივანშიც, კონცერტების პერიოდში კი ღია ცის ქვეშ გაიმართება მასშტაბური კარაოკე წვეულებები. ქალაქის ხელისუფლება პოპვარსკვლავის ფანებს სხვა სიურპრიზებსაც ჰპირდება.
ფოტო: Ethan Miller / TAS23 / Getty Images
სვიფტის რიგით მეექვსე ტურნე, The Eras Tour, შარშან მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე გასტანს. იმის მიუხედავად, რომ ჯერ არც კი დასრულებულა, ის ისტორიაში უკვე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნეა; ამასთან, ისტორიაში პირველი, რომლის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა. დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად ტურნეზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმსაც, რომლის შემოსავალმა $260 მილიონზე მეტი შეადგინა.
ბოლო ერთი წელი სვიფტისთვის ნამდვილად კარიერის პიკი აღმოჩნდა: მუსიკოსმა გამოუშვა ორი განახლებული ალბომი, წამოიწყო უპრეცედენტო მასშტაბის საკონცერტო ტურნე და რეკორდი რეკორდზე მოხსნა. მაგალითად, სვიფტი Spotify-ზე პირველი ქალი მუსიკოსი გახდა ყოველთვიური 100 მილიონი მსმენელით, 2023-ის ბოლოს კი იგი ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად დაასახელა.
ტეილორ სვიფტის გავლენა ახლა იმდენად დიდია, რომ წლის დასაწყისში ევროკომისიამ პოპმუსიკოსს ახალგაზრდების საარჩევნოდ მობილიზებაში დახმარებაც სთხოვა. მედია იმაზეც ალაპარაკდა, რომ მუსიკოსს 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზეც შეუძლია გავლენის მოხდენა.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები