სომხეთი და აშშ ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ფოტო: Iravban
სომხეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერევანი და ვაშინგტონი "არსებით“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად.
ოთხშაბათს, უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა თქვა, რომ ორი ქვეყანა ახლა ელექტროსადგურის მშენებლობის სამართლებრივ ჩარჩოს განიხილავს.
"საკანონმდებლო ბაზის გარეშე, წინ ვერ წავალთ. ამ მომენტში შემიძლია ვთქვა, რომ ბურთი აშშ-ის მოედანზეა“, — თქვა მან და დასძინა, რომ ელექტროსადგურზე მუშაობა დაიწყება მას შემდეგ, რაც აშშ განახორციელებს თავის "შიდა პროცესებს“, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2021 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ერევანი აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან ახალი ობიექტის აშენებაზე, რომელიც ჩაანაცვლებს მოძველებულ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, ეს არის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური კავკასიაში.
2023 წლის დეკემბერში სომხეთმა კონტრაქტი გააფორმა რუსეთის სახელმწიფო ატომურ სააგენტოსთან, როსატომთან, მეწამორის მუშაობის 2036 წლამდე გახანგრძლივებაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოძველებულ ობიექტზე ახალი რეაქტორის აშენებაზე.
თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, სომხეთ-აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში ეწერა, რომ ვაშინგტონი აპირებდა დახმარებოდა სომხეთს ენერგეტიკული წარმოებისა და წყაროების დივერსიფიკაციაში და "სამოქალაქო ბირთვული ენერგიის ახალი შესაძლებლობების მიზანშეწონილობის შესწავლაში".
შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა მანამდე, 2022 წელს, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის შესახებ, სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების მიუხედავად, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას რამდენიმე თვის წინ განუცხადა, რომ ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს აშშ-სთან, რუსეთთან და სამხრეთ კორეასთან, ახალი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.
მეწამორი, რომლის ამჟამინდელი ერთადერთი მოქმედი რეაქტორი ჩაირთო 1980 წელს, 2021 წელს სომხეთის ელექტროენერგიის 26%-ს აწარმოებდა.
გარემოსდაცვითი კამპანიის მონაწილეებმა, თურქეთმა და ევროკავშირმა გამოთქვეს შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მოუწოდეს მთავრობას მისი დახურვისკენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები