პანელური დისკუსია “ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
15 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პანელური დისკუსია “ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“.
პანელის მონაწილეები დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობენ კლიმატის დაჩქარებული გლობალური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების შეფასებას, გაიმართება დისკუსია გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელი გზების თაობაზე, მათ შორის საერთაშორისო კოლაბორაციული პროექტებისა და ცენტრების აუცილებლობაზე.
მოდერატორი — დავით თარხნიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პანელის მონაწილეები:
- ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
- ბერნარდ მიზოფი, ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ცვლილების შემსწავლელი ინსტიტუტისა და კოენიგის მუზეუმის გენერალური დირექტორი (ბონი, გერმანია)
- კარლო ამირგულაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სასოფლო მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და ტყის დეპარტამენტის უფროსი
- მიხეილ ელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- ლევან ტიელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- ნილს ჰეინი, CaBol პროექტის კოორდინატორი
- ნინო პატარაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- მიხეილ ელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ანკა დანი, სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრი (CNRS), École Normale Supérieure (პარიზი, საფრანგეთი).
საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სასწავლო და კვლევით ქსელებში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან აქცენტს წარმოადგენს ქვეყნისთვის. განათლებისა და კვლევის სისტემების ევროპულ სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ქვეყანამ უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის ხელშეწყობისა და კვლევის შესაძლებლობათა გასაძლიერებლად სხვადასხვა რეფორმა განახორციელა. ქართულმა უნივერსიტეტებმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა ევროპელ კოლეგებთან დაამყარეს პარტნიორობა და თანამშრომლობა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაცვლას, ერთობლივ კვლევით საქმიანობასა და შესაძლებლობათა განვითარების ინიციატივებს.
ღონისძიებაზე ილიაუნის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა, ფოლკსვაგენისა და ლაიბნიცის ფონდები, ბონისა და ჰამბურგის ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ფართო საზოგადოებას წარუდგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნებულ ორ მნიშვნელოვან კვლევით ერთეულს:
კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა
ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ცვლილებების შემსწავლელი ქართულ-გერმანული სამეცნიერო ინსტიტუტი
2023 წლის 13 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებულ პანელურ დისკუსიაზე გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, დოქტორმა იენს ბრანდენბურგმა ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეკოლოგიური და ბიომრავალფეროვნების კვლევების მიმართულებით საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა შესაბამისი კვლევების გაძლიერების აუცილებლობას საქართველოში, როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილში.
ქართველ, ევროპელ და სამხრეთ კავკასიის რეგიონის კოლეგებთან ერთად ილიაუნის პროფესორები წარადგენენ იმ კოლაბორაციულ პროექტებს, რომლებიც წინ უძღოდა ორივე სტრუქტურული ერთეულის დაარსებას.
კერძოდ, კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტი (CaBol), რომელიც დაფინანსებული იყო გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) მიერ და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა 3 მილიონ ევროს. ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო პროექტები, განხორციელებული კიოლნის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტთან, გერმანიის არქეოლოგიურ ინსტიტუტთან, ლაიფციგის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.
პანელურ დისკუსიაში ასევე ჩაერთვება მეორე დიდი საერთაშორისო კონსორციუმი „კავკასიის გზაჯვარედინის ბირთვი — კლიმატის ცვლილება და კულტურული კავშირები“ (Caucasus Crossroads Core — Climate Change and Culture Connections (7C), რომელიც გეგმავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოში, გვიანი ჰოლოცენის პერიოდში დაცული კლიმატის, გარემოსდაცვითი, არქეოლოგიური და ისტორიული არქივებიდან რეკონსტრუირებული მონაცემების ინტეგრირებით განახორციელოს მაღალი იმპაქტის პირველი ინტერდისციპლინური ანალიზი, ცენტრალურ ევრაზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის წინაინსტრუმენტული ისტორიული კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის მაკროეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციების კვლევა.
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
კომენტარები