აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
ბაქოში აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის, მუსავატის წევრი მოკლეს. მკვლელობაში მისი თანამშრომელია ბრალდებული.
9 მაისს ნათიგ მეჰდის გაუჩინარების შესახებ მისმა ძმიშვილმა განაცხადა, პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ 14 მაისს გაასაჯაროეს.
მეჰდი ორი დღის შემდეგ დაკრძალეს.
გენერალური პროკურორის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებულია მეჰდის კოლეგა, ელსევარ ისლამოვი. მუსავატის პარტიის წევრი მუშაობდა ბაქოს სკოლაში, დაცვის თანამშრომლად, ხოლო ისლამოვი — სკოლის ფინანსური დირექტორის მოადგილე იყო.
მუსავატის სპიკერმა, მუსტაფა ჰაჯიბეილიმ განუცხადა OC Media-ს, რომ შესაძლოა, ისლამოვი მმართველი პარტიის წევრი ყოფილიყო და კონფლიქტი მათ პოლიტიკურ პოზიციებს გამოეწვია.
"ოპოზიციური პარტიის წევრებს უჭირთ სამუშაოს შოვნა, რის გამოც საზღვარგარეთ განათლებამიღებული ადამიანი მუშაობდა სკოლაში დაცვის თანამშრომლად“, — ამბობს ჰაჯიბეილი. "ეს დისკრიმინაციაა, მაგრამ მას არჩევანი არ აქვს, თუ სურს ცხოვრების შოვნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი პარტიის წევრები მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ".
ჰაჯიბეილმა აღნიშნა, რომ მკვლელობის მოტივებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციაა საჭირო.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ განაცხადეს, რომ მკვლელობა კონფლიქტის გამო მოხდა. უცნობია, რაზე მოხდა კამათი. სამწუხაროდ, სამართალდამცავი ორგანოები, რომლებსაც არ ეშინიათ საგამოძიებო საიდუმლოების გამჟღავნება, ამ შემთხვევაში შემოიფარგლებიან მხოლოდ "კამათის" ხსენებით", — თქვა მან.
პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამნაშავეს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ასამართლებდნენ.
მუსავატის ადვოკატმა ნემატ კარიმლიმ OC Media-ს განუცხადა, რომ მკვლელობის დეტალები არ გახმაურებულა და მან არ იცოდა, თუ რა ფაქტორების გამო არის დანაშაული კლასიფიცირებული, როგორც "განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი".
მუსავატის თავმჯდომარემ ისა გამბარმა ოთხშაბათს გააზიარა განცხადება მეჰდის მკვლელობასთან დაკავშირებით.
"პარტია მუსავატი ვაცხადებთ, რომ აღშფოთებულები ვართ ნათიგ მეჰდის მკვლელობით და ველით, რომ მკვლელი (ან მკვლელები) სამართალდამცავი ორგანოების მიერ რაც შეიძლება მალე გამოვლინდება“, — წერს გამბარი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სალომე ზურაბიშვილი ექსმაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს "ტერორის სახელმწიფოს" ნიშნად აფასებს სალომე ზურაბიშვილი ექსმაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს "ტერორის სახელმწიფოს" ნიშნად აფასებს
გადახედვა
-
ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
კომენტარები