რა განასხვავებს "ოცნების" რუსულ კანონს საფრანგეთისა და ევროკავშირის კანონპროექტებისგან "უცხოური გავლენის შესახებ"
ფოტო: მითების დეტექტორი
რა ხდება: მითების დეტექტორის თანახმად, 9 აპრილს ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდმა — "პოლიტიკური აბსურდი", გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ საფრანგეთი "რუსულ" კანონს იღებს უცხოური ჩარევის პრევენციისათვის.
იმავე დღეს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომლის, საბა ბრაჭველის სატელევიზიო გამოსვლიდან არის ნაწყვეტები მოყვანილი და მის საპირწონედ ნათქვამია, რომ:
- ფრანგული საკანონმდებლო ინიციატივა უცხოურ ხელისუფლებად, რომლისგანაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისაგან თავის დაცვაა საჭირო, განიხილავს ისეთ ქვეყნებსაც, როგორებიცაა აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, შვეიცარია, ისრაელი, ლიხტენშტაინი, უკრაინა, მოლდოვა, ავსტრალია და ნებისმიერი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა;
- ქართული ოცნების კანონპროექტის მსგავსი დირექტივა ევროკავშირმაც დააინიციირა;
- ამერიკული FARA მხოლოდ ლობისტურ საქმიანობას არ ეხება, რომ ლობისტურ საქმიანობას "ლობისტური საქმიანობის გამოვლენის შესახებ" კანონი ეხება, ხოლო FARA მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასაც ეხება, რის მაგალითადაც მოყვანილია არასამთავრობოების მიერ აშშ-ის კონგრესისათვის მიწერილი წერილი, რომელშიც ისინი ითხოვდნენ, რომ კანონი მათზე არ გავრცელებულიყო.
როგორც მითების დეტექტორის მიერ მომზადებულ მასალაშია აღნიშნული, ეს ვიდეო მოგვიანებით ტელეკომპანია იმედის ფეისბუქ-გვერდზეც გამოქვეყნდა. ვიდეოს ნაწყვეტები 10 აპრილს გამოქვეყნდა ფეისბუქ-გვერდზე, სახელწოდებით — ქართული ოცნება ჩემი არჩევანია. ქართული ოცნების კანონპროექტი ფრანგულ კანონპროექტს ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამაც შეადარა.
ვიდეოში ხდება ფაქტებით მანიპულირება, თითქოს ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტი ფრანგული კანონპროექტის და ევროკავშირის დირექტივის მსგავსია, — აღნიშნავს მითების დეტექტორი, — რეალურად:
1) საფრანგეთისა და ევროკავშირის საკანონმდებლო შემოთავაზებებში, ქართული ოცნების კანონპროექტისგან განსხვავებით აქცენტი მხოლოდ დაფინანსების წყაროზე არ არის გაკეთებული და დაკონკრეტებულია თუ რა საქმიანობას უნდა ეწეოდეს სუბიექტი.
2) საფრანგეთი და ევროკავშირი ასევე აკონკრეტებენ, რომ ეს სუბიექტები უცხო ქვეყნების გავლენით ან მითითებით უნდა მოქმედებდნენ, რაც ქართული ოცნების კანონპროექტში არ გვხვდება.
3) ფრანგული კანონპროექტი ევროკავშირის არაწევრ ყველა სახელმწიფოს თანაბრად არ ეხება, რადგან მის ინიციირებას წინ უძღოდა საპარლამენტო ანგარიშების გამოქვეყნება, რომელშიც მთავარ საფრთხეებად რუსეთი და ჩინეთი არიან დასახელებული.
4) რაც შეეხება აშშ-ს, ვიდეოში მოყვანილი ინფორმაცია ასევე მანიპულაციურია, რადგან "ლობისტური საქმიანობის გამოვლენის შესახებ" კანონი ქვეყნის შიგნით მოქმედი სუბიექტების ლობიზმს შეეხება, ხოლო უცხო ძალების ლობისტებს სწორედ FARA არეგისტრირებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კონგრესისათვის მიწერილ წერილში კი ისინი აშშ-ს მთავრობას მოუწოდებდნენ კიდევ უფრო დაევიწროებინა და დაეკონკრეტებინა უცხო ქვეყნის აგენტის განმარტება.
ამ მასალით, On.ge მკითხველს სთავაზობს მითების დეტექტორის მიმოხილვას საკითხებზე:
- იღებს თუ არა საფრანგეთი “ქართული ოცნების” მსგავს კანონს, რომელიც ევროკავშირის ყველა არაწევრი ქვეყნისკენ არის მიმართული?
- იღებს თუ არა ევროკავშირი “ქართული ოცნების” კანონპროექტის მსგავს დირექტივას?
- რომელი კანონი ეხება ლობისტურ საქმიანობას და რას სთხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ის მთავრობას 2018 წელს?
იღებს თუ არა საფრანგეთი ქართული ოცნების მსგავს კანონს, რომელიც ევროკავშირის ყველა არაწევრი ქვეყნისკენ არის მიმართული?
საფრანგეთში უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ კანონპროექტის შემუშავებას წინ უძღოდა დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის (DPR) და ეროვნული ასამბლეის საგამოძიებო კომიტეტების ანგარიშების გამოქვეყნება, რომლის მიზანი იყო უცხო ძალების მიერ ქვეყანაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ ჩარევასთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენა. დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია სამი ტიპის საფრთხეზე: კლასიკური (ეკონომიკური შპიონაჟი ან პოლიტიკურ ელიტებთან დაახლოების მცდელობა), თანამედროვე (კიბერ სივრცის გამოყენება და სატელიტების მეშვეობით შპიონაჟი) და ჰიბრიდული (ინფორმაციის გავლენისა და მანიპულაციის ოპერაციები ქვეყნის პოლიტიკურ პოზიციაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით).
- მთავარ საფრთხეებად ანგარიშში დასახელებულია რუსეთი, ჩინეთი, ირანი და თურქეთი, რომელთაც ცალკე ქვეთავები ეთმობათ.
- ერთ-ერთ ქვეთავში საუბარია მოკავშირეების, მათ შორის აშშ-ის, ისრაელის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის და კანადის მიმართ ყურადღების გამოჩენაზე.
- ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ეხება შპიონაჟისთვის განკუთვნილ ტექნოლოგიებს და ეკონომიკურ შპიონაჟს და რომ მოკავშირეთა მხრიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, კორუფციის, არჩეული პოლიტიკოსების მოსყიდვის, მედიასა და სოციალურ ქსელებში ინფორმაციის მანიპულაციის საფრთხეები არ მომდინარეობს.
ეროვნული ასამბლეის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშში გამოკვეთილია განსხვავება უცხოურ ჩარევასა და უცხოურ გავლენას შორის და ნათქვამია, რომ უცხოური ჩარევის მახასიათებელია ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებზე თავდასხმა, კორუფციული და ჯაშუშური მეთოდების გამოყენება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, როგორებიცაა საინფორმაციო ომი და კიბერ თავდასხმები.
ანგარიში მთავარ საფრთხეებად რუსეთსა და ჩინეთს ასახელებს. ასევე დასახელებულია კიდევ რამდენიმე ქვეყანა, საიდანაც, შესაძლოა, საფრთხე მომდინარეობდეს. ესენია: ირანი, მაროკო, კატარი და თურქეთი.
არც ანგარიშებში და არც კანონპროექტში საფრთხის შემცველ ქვეყნებს შორის არ არის ნახსენები ანრი ოხანაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩამოთვლილი ქვეყნები – ნორვეგია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, უკრაინა და მოლდოვა. კანონპროექტში დაკონკრეტებულია, რომ უცხო ძალაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები იგულისხმება, თუმცა კონკრეტული ჩამონათვალი აქ არ გვხვდება. ის ფაქტი, რომ კანონპროექტის ინსპირაციას სწორედ ზემოთაღნიშნული ანგარიშები წარმოადგენს, მიუთითებს, რომ მისი ძირითადი სამიზნე სწორედ ანგარიშში მთავარ საფრთხედ დასახელებული ქვეყნებია.
კანონპროექტი საფრანგეთის არსებულ კანონებში, მათ შორის 2013 წლის საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის კანონში, რომელიც ძირითადად საჯარო მოხელეებს შეეხებათ, რამდენიმე ცვლილების შეტანას მოიაზრებს. მათ შორის არის მონეტარულ და ფინანსურ კოდექსში “ჩარევის” აქტის განმარტება, რომელიც შემდეგნაირადაა ფორმულირებული: “ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირ ან არაპირდაპირ უცხოური ძალის მოთხოვნით ან მის სასარგებლოდ, და მიზნად ისახავს ნებისმიერი გზით, მათ შორის ცრუ ან არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებით, ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების ან მდგრადობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების რეგულარული ფუნქციონირებისათვის ძირის გამოთხრას.”
კანონპროექტი უცხო ძალის სასარგებლოდ მოქმედ ინტერესთა წარმომადგენლად განიხილავს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ცდილობენ საკანონმდებლო და მარეგულირებელი აქტების შესახებ საზოგადოების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას. ამასთანავე ისინი პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდებიან უცხო (ევროკავშირის არაწევრი) ქვეყნის მიერ ან მათი ფინანსური რესურსების ნახევარზე მეტი ამ ქვეყნებიდან მომდინარეობს.
საკანონმდებლო ცვლილება ასევე შეეხება საგადასახადო კოდექსს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციებმა, რომლებიც ეროვნულ საჯარო პოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ანალიზს ახორციელებენ, უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია უცხო ძალისგან მიღებული დონაციის ან დაფინანსების შესახებ.
3 აპრილს ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტში კი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდებიან იურიდიული პირები რომლებიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოური ძალისგან იღებენ, თუმცა კანონპროექტი, ფრანგულისაგან განსხვავებით, არ აკონკრეტებს რომ მათი საქმიანობა უცხოური ძალის მითითებით ან მისი ინტერესების სასარგებლოდ უნდა ხორციელდებოდეს ან რაიმე კონკრეტული მიზანი გააჩნდეს, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის იქნება საზიანო. უცხოურ ძალად კლასიფიცირდება ყველა ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე ყველა პირი და ყველა ორგანიზაცია რომელიც საქართველოს გარეთაა რეგისტრირებული.
საფრანგეთისგან განსხვავებით, ქართული ოცნების კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის დაკონკრეტებული რომელი ქვეყნებიდან მომდინარე ან კონკრეტულად რა ტიპის საფრთხეებმა განაპირობა მისი ინიცირება.
იღებს თუ არა ევროკავშირი ქართული ოცნების კანონპროექტის მსგავს დირექტივას?
ინტერესების წარმომადგენელთა საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის დირექტივასა და ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს შორის მთავარი განსხვავება კვლავ ისაა, რომ ევროკავშირის დირექტივა ორიენტირებულია მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და პირებზე, რომელთა მიზანს ევროკავშირის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა წარმოადგენს არაწევრი ქვეყნების მთავრობების ან მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების ინტერესების გასატარებლად (მუხლი 2).
- დირექტივა ასევე ფოკუსირებულია უცხო ქვეყნის მთავრობებსა და მათთან დაკავშირებულ სუბიქტებზე და არ მოიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქე ყველა პირსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა ორგანიზაციას (მუხლი 2).
ასევე მნიშვნელოვანი განსხვავებებია რეგისტრაციის და ზედამხედველობის კუთხითაც:
- თუ ევროკავშირის შემთხვევაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რეესტრი ნეიტრალური უნდა იყოს, ხოლო ორგანო რომელიც მას ზედამხედველობას გაუწევს პოლიტიკური გავლენებისაგან დამოუკიდებელი და ხელისუფლების მითითებებისაგან თავისუფალი (მუხლები 9 და 15), ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით რეესტრს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობს (მუხლი 4).
- გარდა ამისა, მაშინ როდესაც ევროკავშირის დირექტივა აკონკრეტებს, რომ ზედამხედველ ორგანოს ორგანიზაციისაგან ლიმიტირებული ინფორმაციის გამოსათხოვად შესაბამისი დასაბუთების წარდგენა დასჭირდება (მუხლი 16), ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერი პირის მიერ წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შეეძლება ნებისმიერი ორგანიზაციის მოკვლევა განახორციელოს და თუ ჩათვლის, რომ ეს ორგანიზაცია კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ის უცხოური გავლენის აგენტად დაარეგისტრიროს (მუხლი 8).
რომელი კანონი ეხება ლობისტურ საქმიანობას და რას სთხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ის მთავრობას 2018 წელს?
რეალურად, "ლობისტური საქმიანობის გამოვლენის შესახებ" კანონი (LDA) ქვეყნის შიგნით მოქმედი ძალების ლობიზმს შეეხება, ხოლო უცხო ქვეყნის ლობისტებს “უცხო ქვეყნის აგენტთა რეგისტრაციის აქტი” (FARA) ფარავს.
- FARA-ს, ისევე როგორც ევროკავშირისა და საფრანგეთის ზემოთხსენებული დოკუმენტები, უცხო ქვეყნის აგენტის განსაზღვრებაში ბევრად მეტი კონკრეტიკა აქვს, ვიდრე ქართული ოცნების კანონპროექტს.
- შესაბამისად, FARA ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიღებაზე, არამედ იმაზეც, თუ ვისი მითითებით, ბრძანებით თუ თხოვნით მოქმედებს დაფინანსების მიმღები და რა საქმიანობას ეწევა ის.
იმის მტკიცებულებად, რომ აშშ-ში მოქმედი კანონი FARA ეხება არა მხოლოდ იმ პირებსა და ორგანიზაციებს ვინც ლობისტურ საქმიანობას ეწევა, არამედ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას, ანრი ოხანაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა აშშ-ის კონგრესს წერილით მიმართეს და სთხოვეს FARA-ს მოქმედება მათზე არ გავრცელებულიყო.
რეალურად, 2018 წლის აპრილში კონგრესისათვის მიწერილ წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ კონგრესს კიდევ უფრო დაავიწროვოს აგენტის განმარტება, რადგან კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტი შეიძლება იყოს ის, ვინც უცხო ქვეყნის პირდაპირი გავლენით ან თხოვნით მოქმედებს. ორგანიზაციები თვლიან, რომ განმარტებაში ტერმინი "თხოვნა" პრობლემურია.
ორგანიზაციების წერილში ნათქვამია არა ის, რომ კანონი ამჟამად ვრცელდება მათზე, არამედ ის, რომ მომავალში შესაძლოა კანონში არსებულმა განმარტებებმა ფართო ინტერპრეტაცია განაპირობოს და ამის გამო მათ საჭიროდ მიაჩნიათ განმარტების კიდევ უფრო დავიწროება.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება


კომენტარები