მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობისას მივხვდი, გეზი საითკენ უნდა ამეღო — გაიცანით ქარგე
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა როგორც საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობის, ისე ბიზნესსექტორის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის პარტნიორობით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას წელსაც აგრძელებს და მცირე თუ დიდ მეწარმე ქალებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილეები 2 თვის განმავლობაში ტრენინგებს ესწრებიან, სფეროს ექსპერტებს ხვდებიან და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასაც აქტიურად სწავლობენ. პროგრამა უკვე 100-ზე მეტ მეწარმე ქალს დაეხმარა იმაში, რომ იდეა ბიზნესად ექცია ან უკვე არსებული ბიზნესი განევითარებინა.
ბრენდ ქარგეს შემქმნელი ნინო ბართია მეწარმე ქალთა პროგრამის ერთი-ერთი წარმატებული მონაწილეა. ქარგე, რომელიც სულ რაღაც 1 წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა, დღეს 18 დიზაინის საქარგ ნაკრებს აერთიანებს. მომხმარებლებს მისი შეძენა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და ფოთის მასშტაბით 10-მდე ლოკაციაზე შეუძლიათ, რასაც ონლაინ გაყიდვებიც ემატება. ნინომ წარმატებულ ბიზნესად თავისი საყვარელი ხელსაქმე აქცია და წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს.
"ბავშვობიდან ვქარგავ და შეიძლება ითქვას, ხელსაქმე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მეგობრებისთვის, თანამშრომლებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის მათზე ინდივიდუალურად მორგებულ მინიატიურულ ნაქარგებს ვქარგავდი, ვჩუქნიდი და ისინიც მუდამ აღფრთოვანებულები იყვნენ. გაოცების შემდეგ მუდმივად მეკითხებოდნენ, თავადაც თუ შეძლებდნენ ასე მოქარგვას. ბევრმა ასეთმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა შემექმნა პროდუქტი, რომელიც დაეხმარებოდა ქარგვის მსურველებს შემდეგი მიმართულებებით: პირველი ნაბიჯი გადაედგათ ამ მიმართულებით — მოექარგათ საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის საჩუქრად; მალევე დაენახათ შედეგი, რამაც განაპირობა მინიატიურულ ნაქარგებზე კონცენტრაცია; და საბოლოო შედეგით ტკბობისთვის ჩარჩოზე სირბილი, შერჩევა, შეკვეთა აღარ დასჭირვებოდათ", — ამბობს ნინო ბართია.
როგორც ქარგეს შემქმნელი აღნიშნავს, მუდმივად თვალს ადევნებს და ერთვება სხვადასხვა ტიპის ტრენინგებსა თუ პროგრამებში, რომლებიც საქმიანობის სწორი მიმართულებით წაყვანაში დაეხმარება. ერთ-ერთი ასეთი კი სწორედ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა აღმოჩნდა, რომლის შესახებაც ნინომ სოციალური ქსელებიდან გაიგო. პროგრამის ბენეფიტებიდან გამომდინარე კი, დარეგისტრირებაც მალევე გადაწყვიტა.
“პერიოდულად, ყოველდღიური რუტინიდან გამოსვლა და საკუთარი საქმიანობის დიდ სურათში დანახვა ბიზნესის სწორი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამის შესაძლებლობა მომცა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამამ. გარკვეული პროცესები სხვა თვალით დავინახე და მივხვდი, გეზი საითკენ უნდა ამეღო. გარდა ამისა, გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანები: მენტორები, ორგანიზატორები და რაც მთავარია, მონაწილეები — ძლიერი ქალები ძლიერი იდეებით. მეწარმე ქალებს გვაქვს ხოლმე ერთმანეთის მხარდაჭერის უდიდესი სურვილი და ეს სულისკვეთება თითოეულ ჩვენგანს წარმატების მიღწევაში ჯამურად კიდევ უფრო გვეხმარება”, — აღნიშნა ნინო ბართიამ.
ასეთია ნინო ბართიას შთაბეჭდილებები მეწარმე ქალთა პროგრამის შესახებ, რომელიც თითოეულ მონაწილეს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს — იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. ამ მიზნის მისაღწევად, პროგრამა ოთხ ძირითად ღირებულებას ემყარება: ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას. 2-თვიანი პროგრამა უზრუნველყოფს, რომ მეწარმე ქალებმა ახალი უნარები ოთხივე მიმართულებით შეიძინონ, სამომავლოდ კი დაფინანსების მოპოვება თუ ახალი პარტნიორების შეძენა მარტივად შეძლონ. პროგრამის პერიოდში მიღებული ცოდნის, გამოცდილებისა და მხარდაჭერის შესახებ ნინო ბართიამაც გვესაუბრა.
"პროგრამა რამდენიმე ნაწილისგან შედგება: თავდაპირველად ჩვენ გავიარეთ რამდენიმე მინი კურსი ონლაინ, რომელსაც საქართველოს ბანკი მსურველებს სრულიად უფასოდ სთავაზობს (აქვე უდიდესი მადლობა აღნიშნული კურსების შექმნისთვის და ამ შესაძლებლობებისთვის). შემდგომ გვქონდა რამდენიმედღიანი ძალიან საინტერესო სესიები სხვადასხვა მიმართულებით, სადაც დარგის ექსპერტები გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. უშუალოდ ტრენინგების დასრულების შემდგომ კი, საჭიროების შემთხვევაში, მენტორებთან პირადი კონსულტაციის გავლა შეგვეძლო. პროგრამის ფარგლებში, მუდმივად იგრძნობოდა ჩვენი გაძლიერებისა და მხარდაჭერის უდიდესი სურვილი კომუნიკაციის თითოეულ ეტაპზე, რისიც განსაკუთრებით მადლობელი ვარ. ხშირად თუნდაც სიტყვიერი მხარდაჭერა და დადებითი უკუკავშირი გადამწყვეტ როლს თამაშობს იმაში, რომ ქალებმა ვირწმუნოთ ჩვენი ძალების და არ გავჩერდეთ", — ამბობს ნინო ბართია.
განვითარების მსგავსი შესაძლებლობები ახლა სხვა მეწარმე ქალებსაც აქვთ, რადგან პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პროფესიული ზრდის პირველი ნაბიჯები სწორედ ცოდნის შეძენითა და პროფესიონალებთან ურთიერთობით იწყება, ამიტომ თუ საკუთარი ბიზნეს იდეის ან უკვე არსებული წარმოების განვითარება გსურთ, პროგრამაზე დარეგისტრირება არ უნდა გადადოთ. ხოლო რატომ არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მეწარმე ქალისთვის პროგრამაში მონაწილეობა, ამის შესახებ ნინო ბართია თავის აზრს გვიზიარებს:
"მსგავსი პროგრამების არსებობა უმნიშვნელოვანესია ქალების ეკონომიური გაძლიერებისთვის და გენდერული ბალანსის აღსადგენად. მჯერა, რომ მეწარმე ქალების კომუნის შექმნის ხელშეწყობას იმაზე დიდი შედეგების მოტანა შეუძლია საზოგადო კეთილდღეობისთვის, ვიდრე ეს თავად წარმოგვიდგენია. სწორედ ამიტომ, პირადად მე უდიდეს რეკომენდაციას ვუწევ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას და ვცდილობ, დამწყებ მეწარმეებს გავუზიარო ინფორმაცია პროგრამის შესახებ, რათა მასში მონაწილეობის მიღების სურვილი და მოტივაცია მათაც გაუჩნდეთ", — განაცხადა ნინო ბართიამ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები