ვონკას ჩაშლილ წვეულებაზე, სადაც პოლიციაც კი იყო გამოძახებული, ჰორორს იღებენ
ფოტო: Maryanne McCormack / SWNS
გახსოვთ, წინა კვირას გლაზგოში ვილი ვონკას ჩაშლილ წვეულებაზე რომ მოგიყევით? როგორი იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა ეს ღონისძიება, რომ იქიდან ბავშვები ტირილით, მშობლები კი პოლიციაში რეკვით წამოვიდნენ... ინტერნეტში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალაც თუ ნახეთ, "რა შევუკვეთე — რა ჩამოვიდა" ტრენდი გაგახსენდებათ და იფიქრებთ, რომ მთელი ეს ღონისძიება ნამდვილი ჰორორი იყო.
სწორედ ასე ჩათვალეს შოტლანდიურ კინოკომპანია Kaledonia Pictures-შიც და ჩაშლილი წვეულებით შთაგონებულებმა საშინელებათა ჟანრის ახალი ფილმი დააანონსეს. კომპანიის ცნობით, ფილმს, რომელსაც მაყურებელი წლის მიწურულს იხილავს, უცნობი (The Unknown) ერქმევა ერქმევა. მისი მთავარი გმირი სწორედ ის "უცნობი" იქნება, რომლის ღონისძიებაზე გამოჩენისას ბავშვები ატირებულები გაიქცნენ.
"ფილმი გვიყვება ცნობილ ილუსტრატორსა და მის ცოლზე, რომლებიც თავიანთი შვილის, ჩარლის, ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ მოსვენებას კარგავენ. მწუხარებისგან მოშორების სურვილით, ისინი ყველაფერს უკან მოიტოვებენ და მიაშურებენ შოტლანდიის მთიანეთს, სადაც შეუცნობელი ბოროტება ელოდებათ", — ვკითხულობთ ფილმის ანოტაციაში.
ვილი ვონკას წვეულება გლაზგოში
თებერვლის ბოლოს, უქმეებზე, ორგანიზაციამ House of Illuminati 2023 წლის ფილმის, ვონკას, თემატიკის წვეულება დააანონსა. წვეულების ორგანიზატორები სტუმრებს ტკბილეულით სავსე ზეიმს ჰპირდებოდნენ: უზარმაზარ სოკოებს, კანფეტის ჯოხებს, შოკოლადის შადრევნებს... ეს ყველაფერი კი, არც მეტი, არც ნაკლები, მოცეკვავე უმპა-ლუმპებს უნდა გაეხმოვანებინათ — ვონკას დამხმარეებს.
///
თუმცა, ადგილზე მისულ სტუმრებს მხოლოდ ალაგ-ალაგ მიმოფანტული დეკორაციებით უხეიროდ გაფორმებული სივრცე დახვდათ. თითქოს ეს არ კმაროდაო, წვეულებაზე გაცოცხლებული პერსონაჟები ძმები გრიმების ზღაპრიდან გადმოსულ არსებებს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე დალისეულ გმირებს.
ღონისძიების პირველი სტუმრების პროტესტის შემდეგ, წვეულება ნაადრევად დასრულდა, ბავშვების მშობლებმა კი ბილეთების საფასურის დაბრუნებაც მოითხოვეს. მოგვიანებით, ორგანიზატორებმა სტუმრებს მოუბოდიშეს და თანხის სრულად დაბრუნებასაც დაჰპირდნენ.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
კომენტარები