უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წლისთავზე ზელენსკი პირობას დებს, რომ მისი ქვეყანა გაიმარჯვებს
ფოტო: SHUTTERSTOCK
მოკლედ: ომის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა ომში გაიმარჯვებს.
- რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
დეტალები: "ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინის დასრულებას“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, საზოგადოებისადმი მიმართვის დროს.
სოლიდარობის ნიშნად, მას დასავლელი ლიდერებიც შეუერთდნენ.
- ზელენსკიმ, ასევე, თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ყველა ნორმალურ ადამიანს სურს ომის დასრულება", თუმცა ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ უკრაინის პირობებით.
- "ჩვენ ვიბრძვით ამისთვის. ვიბრძვით უკვე 730 დღეა. გავიმარჯვებთ და ეს იქნება ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღე", — თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკისთან ერთად გუშინ, 24 თებერვალს კიევში იყვნენ იტალიის, ბელგიისა და კანადის ლიდერები, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
- მათ ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.
ფოტო: AP
უკრაინაში, ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით, არ ჩასულან აშშ-ის ოფიციალური პირები. გასულ წელს, კიევში ჯო ბაიდენი ჩავიდა.
- თუმცა, ზელენსკი 23 თებერვალს შეხვდა დემოკრატი სენატორების ჯგუფს, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ეს იყო იმის ნიშანი, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინას.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეაქო უკრაინის ჯარი, რომელიც ქვეყანას ომის პირველივე დღიდან იცავს:
- "თქვენ შეძელით, შეგეჩერებინათ რუსეთის თავდასხმა უკრაინის შუაგულში. თქვენ გადაარჩინეთ ქვეყანა, გადაარჩინეთ მთელი ევროპა", — თქვა მან.
- იტალიამ და კანადამ, ომიდან 2 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადეს, რომ კიევთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს მოწერეს ხელი, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის დაახლოებას ნატოს სამხედრო ალიანსის წევრობასთან.
- მოგვიანებით, დიდი შვიდეულის წევრებმა — მათ შორის, კანადამ, იტალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა, ონლაინ შეხვედრაზე უკრაინისთვის მხარდაჭერის პირობა დადეს და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ.
ასევე, ნახეთ: როგორ ცდილობს რუსეთი დაგაჯეროთ, რომ უკრაინას "ათავისუფლებს"
24 თებერვალი ევროპაში: უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ევროპის მასშტაბით, მათ შორის — საქართველოშიც, მსვლელობებიც გაიმართა.
- მონაწილეები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან ომის დასრულებას მოითხოვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე ოთხი ადამიანი დააკავეს მოსკოვში გუშინ, 24 თებერვალს, ომის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ორგანიზებული იყო ჯარისკაცების ცოლების მიერ.
- ასეთი დემონსტრაციები რუსეთში ძალიან იშვიათია, რადგან ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე კანონი, რომელიც სჯის განსხვავებული აზრის ქონას.
მსგავსი: პუტინზე მეტი რეპრესირებული მხოლოდ სტალინს ჰყავდა — "პროექტი"
ვითარება ფრონტის ხაზზე, ომის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ: უკრაინა ამ დღეს მძიმე მდგომარეობაში შეხვდა. ერთი კვირის წინ განაცხადეს, რომ ჯარები გამოიყვანეს ქალაქ ავდიივკადან.
- დიდი მარცხი იყო, ასევე, უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობა და აშშ-ის მიერ ფინანსური დახმარების საკითხში პრობლემებიც.
ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად გრძელდება. სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ბოლო თავდასხმების დროს.
- კიევმა განაცხადა, რომ შაბათს დილით დრონებით დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ფოლადის ქარხანას.
- უკრაინას ომში გარკვეული წარმატებებიც აქვს — ჩაძირა რუსული ხომალდები და ჩამოაგდო ჯაშუშური თვითმფრინავები, თუმცა, როგორც BBC წერს, პრეზიდენტი ზელენსკის მიერ დაპირებული გამარჯვება ჯერ კიდევ შორს ჩანს.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები