რა ეტაპზეა ხელოვნური კუნძულის — ამბასადორი ბათუმი აილენდის მშენებლობა?
ფოტო: ამბასადორი ბათუმი
ამბასადორი ბათუმი აილენდი რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია. ის ბათუმის ზღვისპირა სივრცეში, ბარცხანასა და თამარის დასახლებების სანაპიროს აკვატორიაში, ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პრეზენტაციის დღიდან კომპანიის მიერ განხორციელებული პირდაპირი დანახარჯი შეადგენს 22 მილიონ ლარს, რის შესახებაც სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს აუდიტის ოფიციალური დასკვნა უკვე წარედგინა.
ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებადობასთან დაკავშირებით 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევა უკვე ჩატარებულია. გამართულია ინფრასტრუქტურა, შესყიდულია შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა და მოწყობილია 4 ჰექტრამდე ფართობის ხელოვნური მიწის ნაკვეთი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბერსა და 2024 წლის იანვარში ბათუმში დიდ შტორმებს მიწის ნაკვეთის მდგრადობაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია, რაც ადასტურებს იმას, რომ კვალიფიცირებული სპეციალისტების მიერ კუნძულის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ზედმიწევნით ზუსტად შეირჩა.
კომპანიამ საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უკვე დაასრულა.
პროექტის ეკონომიკურ ნაწილზე იმუშავეს კოლიერსის ლონდონისა და თბილისის ოფისებმა და, როგორც კვლევის დასკვნაშია აღნიშნული, კუნძული ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში ისტორიულ წვლილს შეიტანს. პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება დაახლოებით 7000 ადამიანი, სახელმწიფო ბიუჯეტი კი გადასახადების სახით ყოველწლიურად დაახლოებით 64 მილიონი აშშ დოლარით შეივსება.
კუნძულის ტექნიკურ პროექტირებასა და განხორციელებადობაზე იმუშავა თურქულმა საერთაშორისო კომპანია YUKSEL PROJE-მა, რომელსაც განხორციელებული აქვს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში და, რაც მთავარია, მათი დაპროექტებულია სხვადასხვა რთული საინჟინრო ნაგებობა შავ ზღვაში, მაგალითად ორდუ გირესუნის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სრულად წყალზეა აშენებული.
ფოტო: ამბასადორი
ფოტო: ამბასადორი
ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ბათუმში ხელოვნური კუნძული ექსპლუატაციისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება. მისი დაგეგმარებისას გათვალისწინებულია 8-ბალიანი სეისმურობა და გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული წყლის მატების ტენდენციები.
რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ამ ანგარიშზე იმუშავა ამბასადორი ბათუმი აილენდის კონტრაქტორმა ქართულმა კომპანია გამა კონსალტინგმა. გზშ-ს ფარგლებში კომპანიის მიერ განხორციელდა ზღვის ფსკერის დეტალური შესწავლა-გადაღება. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ადგილი არ წარმოადგენს დელფინების მარშრუტის ხაზს, ხოლო ლულისქვეშა არეალი არ გამოირჩევა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, რისი მიზეზიც ე.წ. ბეენზეს უბანში არსებული, ჩაღვრილი ნავთობით დაბინძურებული პლაჟია, რომლის მიმდებარედაც უსიამოვნო სუნიც იყო.
ამბასადორი ბათუმი აილენდის მშენებლობის პროცესში სრულად იფარება დაბინძურებული უბნები. კუნძულის ნაპირდამცავ ჯებირებში გამოყენებული ბუნებრივი ქვა კი საუკეთესო საშუალებაა წყალმცენარეებისა და მოლუსკების გაჩენისთვის, რაც ასევე თევზისთვის წარმოადგენს საკვებს და გამრავლების საშუალებას.
გზშ-ს დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შედეგები აღდგენადია 5-დან 10 წლამდე პერიოდში. შესაბამისად, მისი განხორციელება გარემოსთვის არსებითი ზიანის გამომწვევი არ იქნება. დასკვნაში, ასევე მითითებულია, რომ ბარცხანის ამჟამინდელი პლაჟის სიგრძე დაახლოებით 1.2 კმ-ია, კუნძულის განვითარების შედეგად კი შეიქმნება დაახლოებით 3.6 კმ სიგრძის საჯარო წვდომის ზღვისპირა სივრცე სასეირნო პრომენადებით, ველო ბილიკებით, ზღვისპირა ბულვარით, ხელოვნური პლაჟით, სათევზაო ზონებით, სპორტული მოედნებით და ა.შ.
კომპანიამ ორი ნახევარკუნძულისა და კუნძულის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა მთლიანად დაასრულა. ამჟამად მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოში. ბათუმის კუნძულის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა ცნობილმა ბრიტანულმა კომპანია ARUOP GROUP-მა. გენგეგმის შესაბამისად, კუნძულის 84 ჰექტარი ფართობიდან 49% უკავია საჯარო ინფრასტრუქტურას და საჯარო სივრცეებს, ხოლო 51% დათმობილია დეველოპმენტისთვის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დეველოპმენტისთვის განკუთვნილი მიწის დაახლოებით ნახევარი მოდის შიდა გამწვანებულ ტერიტორიებსა და საჯარო სივრცეებზე.
მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ კუნძულზე გათვალისწინებულია 7 ჰექტრამდე ფართობის საჯარო წვდომის სასეირნო ტყე-პარკის მოწყობა. ეკომეგობრული გარემოს შესაქმნელად, ბათუმის კუნძულზე შეზღუდული იქნება ავტომანქანებით მოძრაობა. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ველოსიპედებითა და ელექტროძრავიანი ორთვალებით.
თავად კუნძულზე გათვალისწინებულია სასტუმროების, აპარტამენტების, ვილების, იახტკლუბის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებების, სავაჭრო ცენტრების, ხელოვნური პლაჟებისა და სხვა უამრავი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც დამახასიათებელია მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მომავლის ქალაქებისთვის.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება

კომენტარები