თბილისში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ჰაერში მყარი ნაწილაკების მატებაა — რას ნიშნავს ეს
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
რა მოხდა: გარემოს ეროვნული სააგენტომ განაცხადა, რომ თბილისში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ფიქსირდება ჰაერში მყარი ნაწილაკების — PM10, PM2.5 მატება. მათი თქმით, ეს უკავშირდება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას.
დეტალები: გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს, რაც, მათი თქმით, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა.
- "საქართველოს გარემოს დაცვისა და გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით", — წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.
რას ნიშნავს PM: PM (Particulate Matter) არის ჭვარტლის, კვამლის, ლითონის, ნიტრატების, სულფატების, მტვრის, წყლის, რეზინის და სხვა ნივთიერებების კომპლექსური ნარევი. ის წარმოიქმნება როგორც ადამიანის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ასევე ბუნებრივად.
ზომის მიხედვით, მყარი ნაწილაკების ორი ტიპი არსებობს, ესენია PM10 და PM2.5, რომლებიც ჰაერში არსებული, შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი, მყარი ნაწილაკებია. ისინი ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამბინძურებლებია და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
PM10 ჩასუნთქვადი/ინჰალაციური ნაწილაკებია, რომელთა დიამეტრი 10 მიკრომეტრია. მათ შეუძლიათ შეაღწიონ და ღრმად ჩარჩნენ ფილტვებში.
- საქართველოში PM10-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა არის 50 მკგ/მ3 (რაც აღნიშნავს ნაწილაკების კონცენტრაციას მიკროგრამის მიხედვით კუბურ მეტრ ჰაერის მოცულობაზე).
- ამ მონაცემის ყოველი 50 მკგ/მ³-ით ზრდა 15%-ით ზრდის ჰაერის დაბინძურებასთან
PM2.5 არის 2.5 მიკრომეტრი ნაწილაკი. მისი მცირე ზომიდან გამომდინარე, ის კიდევ უფრო საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან შეუძლია გასცდეს ფილტვის ბარიერს და მოხვდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. 2.5 მიკრონი ადამიანის თმის ღერის დიამეტრზე 30-ჯერ პატარაა.
- საქართველოში PM2.5-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა 25 მკგ/მ3 არის.
- PM2.5-ს შეუძლია ასობით ან ათასობით კილომეტრის გადალახვა, რაც გავლენას ახდენს რეგიონულ და კონტინენტურ დონეზე.
PM10 და PM2.5 წარმოქმნას ხელს უწყობს სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი.
ჰაერში PM10 და PM2.5 რკინის ნაწილაკების მომატებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფით ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.
რას ამბობს კვლევა: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მყარი ნაწილაკების (PM) მავნე ნივთიერებების გაფრქვევების დაახლოებით 82% მრეწველობისა და ენერგეტიკის (უმთავრესად სათბობი შეშის მოხმარება) დარგებზე მოდის.
"საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების კუთხით ბუნებრივ წყაროებს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი უკავიათ. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოებიდან პერიოდულად შემოჭრილი უდაბნოს მტვრის მასები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, მათ შორის, თბილისში, რუსთავში და სხვა დიდ ქალაქებში, რომლებშიც ანთროპოგენური წყაროებიდან დაბინძურების დონეც საკმაოდ მაღალია", — ვკითხულობთ კვლევაში.
2022 წლის 4 ნოემბერს კაქტუს მედიამ, სამოქალაქო მოძრაობასთან გავიგუდეთ თანამშრომლობით მოამზადა სტატია სახელწოდებით, რუსთავი - კორელაცია სასუნთქი სისტემის დაავადებებსა და ჰაერის დაბინძურებას შორის.
მათ ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანი იყო ქალაქ რუსთავში, ჰაერის ორ დამაბინძურებელს - მყარ ნაწილაკ PM10-ისა და PM2,5-ის ჰაერში კონცენტრაციის მატებასა და სასუნთქი სისტემის დაავადებების ახალი შემთხვევების მატებას შორის კორელაციის დადგენა.
კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ
- ჰაერში მაღალია მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია, პარალელურად მაღალია დაავადებების რაოდენობაც.
- ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მონაცემების მიხედვით, რომელიც რუსთავში მხოლოდ ერთ ადგილას დგას, PM10-ისა და PM 2.5-ის კონცენტრაციები თითქმის ყოველდღე აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს, საათობრივ და თვიურ ჭრილში.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება


კომენტარები