მარგველაშვილი: ქართულმა დიპლომატიამ რუსულ, ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალასთან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს "ამბასადორიალი - 2017" გახსნა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის და აღნიშნა, რომ ელჩებმა საქართველოს ოკუპაციის პარალელურად წარმატებით გაართვეს თავი საერთაშორისო არენაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.
„ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი დაცულობის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დიდი შემადგენელი ნაწილია ის, რასაც თქვენ აკეთებთ ასე წარმატებით და უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები.
ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ეს არის ჩვენი დიპლომატიური საქმიანობა, ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ ეფუძნება იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ჩვენი ევროპული განვითარების გზაზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა "ამბასადორიალის" გახსნისას.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისათვის, რომლებიც არაღიარების ბრძოლას ძალიან აქტიურად აწარმოებენ ქართველ დიპლომატებთან ერთად. მარგველაშვილის თქმით, საქართველო, რეგიონში გადაწყვეტილებებისა და რეგიონში თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალული ქვეყანაა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ თანამშრომლობის სივრცის შექმნაში გამონაკლისს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია, რომლის მუდმივი მცდელობაა სირთულეები შეუქმნას საქართველოს და რომელიც აუარესებს უსაფრთხოების გარემოს ჩვენს რეგიონში.
"ამ თვალსაზრისითაც ძალიან ნათლად უნდა გავაგებინოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან ეს არ არის მხოლოდ 2008 წელს დაწყებული პროცესი, რომ ეს 90 -იანი წლებიდან დაწყებული პროცესია, როდესაც საქართველომ პირველი ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებლობის, თავისუფალი არჩევნის მიმართულებით.
შესაბამისად ნარატივი, თითქოს საქართველო რამე ეტაპზე უქმნიდა რუსეთის ფედერაციას რაიმე სირთულეს და აქედან გამომდინარე განხორციელდა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, თავიდანვე სუსტია, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე, სამწუხაროდ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ცდილობდა ჩვენი ევროპული განვითარება შეეჩერებინა.
ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ჩვენ შეგვიქმნა ოკუპაციამ, ქართულმა სახელმწიფომ აირჩია ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება: პირველი, ეს არის სტრატეგიული მოთმინება, რომელიც საბოლოოდ ჩვენ მშვიდობიანად მიგვიყვანს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ, რომ ამ სირთულეებმა რაიმენაირად შეაჩეროს საქართველოს შემდგომი განვითარება და ეს გამოიყენონ ჩვენის სახელმწიფოს განვითარების და გაძლიერების მუხრუჭად”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამბასადორიალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი,ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები