ჯიფსი როუზის ციხისშემდგომ ცხოვრებაზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებენ
ფოტო: Jamie McCarthy / Getty Images
გასული წლის მიწურულს ჯიფსი როუზ ბლანჩარდი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ამერიკელი ქალი, რომელიც საკუთარი დედის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, დეკემბერში ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მისი უჩვეულო ისტორია ჯერ საფუძვლად დაედო Hulu-ის 2019 წლის მინისერიალს The Act, სულ ახლახან კი გამოვიდა დოკუმენტური სერიალი ჯიფსი როუზ ბლანჩარდის აღიარებები საპატიმროში (The Prison Confessions of Gypsy Rose Blanchard).
მალევე ვიხილავთ კიდევ ერთ, ჯერჯერობით დაუსათაურებელ დოკუმენტურ სერიალს, რომელიც ამჯერად უკვე გათავისუფლებული ბლანჩარდის ცხოვრებას ასახავს.
"მიუნჰაუზენის დელეგირებული სინდრომის მსხვერპლ ჯიფსიზე დედა წლების განმავლობაში ძალადობდა, მან მთელი ცხოვრება ჯერ ერთ, მერე კი მეორე ციხეში გაატარა", — ვკითხულობთ გავრცელებულ პრესრელიზში, — "ახალი სერიალი მოგვითხრობს ჯიფსის, უკვე თავისუფალი ქალის, ცხოვრებაზე. ესაა გარდასახვის ამბავი, სადაც ჯიფსი თავისი თავის ვარსკვლავურ ვერსიასთან შეგუებას ცდილობს, ამავდროულად კი, 'ჩვეულებრივ' სამყაროში თავის ახალ პიროვნებას ქმნის: ცოლის, დის, შვილისა და, რაც მთავარია, თავისუფალი ქალის".
ბლანჩარდმა 2015 წელს თავის პარტნიორთან ერთად დაგეგმა მკვლელობა, რომელსაც, როგორც ცნობილია, წინ მძიმე ისტორია უძღოდა: ქალის დედას მიუნჰაუზენის დელეგირებული სინდრომი ჰქონდა, რის გამოც სჯეროდა და შვილსაც აჯერებდა, რომ მას სხვადასხვა დაავადება აწუხებდა, შემდეგ კი შესაბამის სიმპტომებს სამედიცინო პროცედურებით ხელოვნურად იწვევდა.
ჯიფსის თქმით, როდესაც 7 წლის იყო, დედამისი ამტკიცებდა, რომ მას კუნთოვანი დისტროფია და ლეიკემია ჰქონდა, რის გამოც შვილს თავი გადაპარსა და ეტლით გადაადგილება დააწყებინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯიფსის სიარული შეეძლო.
ჯიფსის მტკიცებით, მაშინ სჯეროდა, რომ დედის მკვლელობის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. ის ჰყვება, რომ სახლიდან გაქცევა სცადა, მაგრამ დედამ მისი დაჭერა შეძლო. იურიდიულად, ჯიფსის მეურვე დედამისი იყო და მას დამოუკიდებლად არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
///
მკვლელობის თანამონაწილეობაში დადანაშაულებულმა ჯიფსი როუზმა მისჯილი 10 წლიდან საპატიმროში 8 წელი გაატარა, მის უკვე ყოფილ პარტნიორს კი ციხეში მთელი ცხოვრების გატარება მოუწევს.
საპატიმროდან გამოსვლამდე ჯიფსიმ ინტერვიუში თქვა, რომ დედის მკვლელობას ყოველდღე ნანობს და ფიქრობს, რომ მისი მოკვლის ნაცვლად, პოლიციისთვის უნდა მიემართა.
"უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, იქნებ ბავშვობაში ნათესავებისთვის მეთქვა, რომ სინამდვილეში არაფერი მჭირდა და დედა ავად ძალით მხდიდა. თუნდაც მხოლოდ იმ მომენტში რომ დავბრუნებულიყავი, როცა ნიკთან ერთად მისი მკვლელობა დავგეგმე და ამის ნაცვლად, ყველაფრის პოლიციისთვის თქმა გადამეწყვიტა. ამაზე ფიქრი მტანჯავს", — ამბობს ჯიფსი.
ჯიფსის თქმით, უნდა, ძალადობრივ ურთიერთობაში მყოფი სხვა ადამიანები დაარწმუნოს, რომ მკვლელობა არ ჩაიდინონ და სხვა ნებისმიერი გზა იპოვონ სიტუაციიდან თავდასაღწევად.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
კომენტარები