რუსი დეპუტატი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ჩენური ახმატის საბავშვო დანაყოფი
ფოტო: Sergei Bobylev/TASS
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრს აქვს ინიციატივა, შექმნას ბავშვთა ეროვნული ასოციაცია, რომელსაც ჩეჩნური ახმატის სამხედრო ნაწილი უხელმძღვანელებს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა დიმიტრი კუზნეცოვმა ამის შესახებ ტელეგრამზე განაცხადა.
მე არ ვიცი უფრო შთამაგონებელი თანამედროვე მაგალითი, ხალხთა შორის მეგობრობისა ახალგაზრდებისთვის, ვიდრე ახმატის სპეციალური ძალებია. აქ არ არის შოუ და ოფიციალურობა, აქ მხოლოდ ძმობაა", — დაწერა კუზნეცოვმა.
მან აღნიშნა, რომ საჯარისო დანაყოფის 20%-ს ჩეჩნები შეადგენენ, ხოლო დანარჩენები ჩვენი ქვეყნის ყველაზე მრავალფეროვანი მკვიდრი ხალხის წარმომადგენლები არიან“.
კუზნეცოვმა, ასევე, გაავრცელა მისი შვილის ვიდეო, სადაც სტეპან კუზნეცოვი ამავე წინადადების შესახებ საუბრობს.
"ეს იქნებოდა საჩუქარი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სამხედრო-პატრიოტული ფორმირების შექმნა სახელწოდებით ახმატი, ყველა ეროვნების ახალგაზრდა ბიჭებისა და გოგონების ერთობლივი განათლებისთვის. ჩვენ გვინდა ვისწავლოთ, როგორ დავიცვათ ერთად ჩვენი სამშობლო, ახმატის მსგავსად”, — თქვა კუზნეცოვის შვილმა.
კუზნეცოვი ამტკიცებს, რომ წინადადება ეხება "ხალხთა მეგობრობასა და განათლებას“ და არ არის დაკავშირებული ომთან. მან მაგალითად მოიყვანა ბიჭების მიერ "ომობანას" თამაში და თქვა, რომ რუს მამებს შეუძლიათ, განათლების მაგალითი აიღონ ახალგაზრდა კავკასიელებისგან.
"ჩემი სახელით დავამატებ, რომ ღირსეული ჩეჩენი (და სხვა ჩრდილოკავკასიელი) მამაკაცების მონაწილეობა მთელი ქვეყნის ახალგაზრდა თაობის, ჩვენი საერთო შვილების განათლებაში ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია", - თქვა რუსმა დეპუტატმა.
რადიო თავისუფლების ცნობით, კუზნეცოვის განცხადება შესაძლოა უკავშირდებოდეს მსგავს ინიციატივას, რომელიც წამოაყენა კონსერვატიულმა ასოციაცია "რუსეთის მამათა კავშირმა“ დეკემბრის ბოლოს, მწერალ და ყოფილ დეპუტატ ზახარ პრილეპინთან შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა გამოთვეს ინიციატივა, "სამხედრო მოხალისეებისა და დაინტერესებული მოქალაქეების შვილებმა“ შექმნან ჯგუფი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ახმატის აკადემიის სახელწოდებით.
რუსული პროსამთავრობო ტელეგრამის არხმა Daily Storm-მა გამოაქვეყნა ვიდეო შეხვედრიდან, რომელშიც სტეპან კუზნეცოვი მიმართავს პრილეპინს.
"ჩვენ გვინდა ვისწავლოთ, როგორ დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი სამშობლო ერთად. ჩვენ გვინდა შევქმნათ მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელშიც იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა. გთხოვთ, ჩვენი ოცნება უმაღლეს მთავარსარდალს [ვლადიმერ პუტინს] გადასცეთ”, — ეუბნება ბავშვი შეხვედრაზე მწერალს.
დიმიტრი კუზნეცოვის თქმით, ახმატის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა გამოთქვა მხარდაჭერა ინიციატივაზე და განაცხადა, რომ ახმატის ახალგაზრდულ ფრთაში მონაწილეობის შემდეგ, თუნდაც ახალგაზრდები საბინაო და კომუნალურ სამსახურში მუშაობდნენ, "ისინი იქნებიან ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწეები".
გავრცელებული ინფორმაციით, ალაუდინოვი მონაწილეობდა ჩეჩენი უფლებადამცველის რუსლან კუტაევის წამებაში, რესპუბლიკაში ათობით დაკავებულის სიკვდილით დასჯასა და დაკავებული ახალგაზრდების ნათესავების ცემაში. 2014 წელს ალაუდინოვი დაამატეს აშშ-ის მაგნიტსკის სანქციების სიას იმ პირთა სიაში, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, ან მნიშვნელოვან კორუფციაში.
ახმატის დანაყოფის წევრები, ჩეჩნეთში აქტივისტების წამებაშიც არიან ბრალდებულები.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები