კობახიძემ თან ევროსკეპტიკური განცხადება გაავრცელა და თან ევროინტეგრაციის სამუშაო შეხვედრაზე მივიდა
რა ხდება: პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოში ცხოვრების დონე იზრდება.
- კობახიძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოჰყავს მაჩვენებლები, თუ როგორ მცირდება საქართველოში ეკონომიკური გამოწვევები სხვა ქვეყნების ფონზე.
რა არის ევროსკეპტიკური კობახიძის განცხადებაში: "ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარება ევროკავშირში გაწევრიანებამ დააჩქარა. რეალურად, თუ გადავხედავთ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში 2003 წელს გაწევრიანდნენ, ვნახავთ, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2003-23 წლებში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ნომინალური ეკონომიკა 4-ჯერ, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის — 3-ჯერ, ხოლო სლოვენიისა და უნგრეთის — 2-ჯერ გაიზარდა.
- თუმცა, საინტერესოა, რომ ზუსტად იმავე წლებში, იმავე მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა არა 2-ჯერ, 3-ჯერ ან 4-ჯერ, არამედ 7,5-ჯერ გაიზარდა.
- ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა", — ამბობს ის.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კობახიძის მიერ გავრცელებული ტექსტი, რომელიც პარტიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა, ევროსკეპტიკურ გზავნილს შეიცავს.
ტერმინი ევროსკეპტიციზმი გამოხატავს სკეპტიკურ, ან ნეგატიურ დამოკიდებულებას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ.
- რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველოში ევროსკეპტიციზმს აძლიერებს როგორც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, ასევე, მათ დაქვემდებარებაში მყოფი სატელევიზიო, თუ ინტერნეტრესურსები და სამთავრობო ექსპერტები.
- საგულისხმოა, რომ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერის დღევანდელი განცხადება, რომელიც ევროკომისიის პირობების შესრულებისთვის გამართული სამუშაო შეხვედრისას გავრცელდა, გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის განსაზღვრულ პირველივე ნაბიჯთან, რაც ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგოდ მიმართულ ინფორმაციასთან ბრძოლას გულისხმობს.
კონტექსტი: ირაკლი კობახიძის ეს განცხადება გავრცელდა ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელსაც კობახიძეც ესწრება.
- შეხვედრის მიზანია, გაააქტიუროს ხელისუფლებამ 2023 წლის დეკემბერში, ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასთან ერთად მიცემული პირობების რეალიზების პროცესი.
- ევროკავშირის დათქმით, სამუშაო პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და მასში სახელისუფლებო რგოლებთან ერთად, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი უნდა იყოს ჩართული.
გაიგე მეტი: 9 დათქმის პირობები და ანალიზი
რა უნდა ვიცოდეთ პარლამენტში მიმდინარე შეხვედრის შესახებ: საქართველოს პარლამენტი ამბობს, რომ შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობასთან ერთად, არასამთავრობო სექტორიც მიიწვიეს, თუმცა, გუშინ On.ge-მ გაარკვია, რომ შეხვედრაზე არ მიუწვევიათ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მუშაობას საზოგადოება კარგად იცნობს.
არასამთავრობოთა შორის, რომლებიც პარლამენტში სამუშაო შეხვედრაზე არ მიიწვიეს, არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI),
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC).
გაიგე მეტი: ვინ მიიღო პარლამენტისგან მიწვევა 9 დათქმასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე და ვინ — არა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები