აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას 20 მლნ. აშშ დოლარისა და 5 მლნ. ევროს ობლიგაციების ემისიებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა
ფოტო: Galt&Taggart
გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, კომპანია აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების პირველი და მეორე ტრანშების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა. პროგრამის ფარგლებში, კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი აშშ დოლარისა და 5 მილიონი ევროს ობლიგაციები.
2023 წლის დეკემბერში გამოშვებული პირველი ტრანში, 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, კომპანიის ისტორიაში მესამე კორპორატიული ობლიგაციების ემისიაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წინა ემისიასთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები აშშ დოლარში გლობალურად საგრძნობლად გაიზარდა, ობლიგაციების საპროცენტო სარგებელი ისევ ფიქსირებული 8.50%-ით განისაზღვრა. აღნიშნულ ემისიაზე გადაჭარბებული მოთხოვნის გამო, 2024 წლის იანვარში მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ დამატებით, პირველად გამოუშვა და სრულად განათავსა 5 მილიონი ევროს ობლიგაციები, რომლის საპროცენტო სარგებელმაც 7.00% შეადგინა. აღნიშნული ევროს გარიგება 2024 წლის პირველი ობლიგაციების განთავსებაა. ორივე ტრანშის ობლიგაციების ვადიანობა 2 წელია და ჯამში, ორივე ემისიის შედეგად, კომპანიას 140-მდე ინვესტორი ჰყავს.
აი ჯი დეველოფმენტის დარჩენილი ტრანშების ემისია 2024 წლის განმავლობაში იგეგმება.
პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ გარიგების განხორციელებაში ჩართული მხარეები და კაპიტალის ბაზრის ძირითადი მონაწილეები. პრეს-კონფერენციაზე სპიკერები იყვნენ:
- ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი;
- მინდია საბანაძე, აი ჯი დეველოფმენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
- ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი.
სპიკერებმა და ღონისძიებაში მონაწილეებმა მიმოიხილეს გარიგებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შორისაც იყო გარიგების დანიშნულება და უპირატესობები კომპანიისთვის, გალტ & თაგარტის როლი ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში, ასევე, ინვესტორების გარიგებით თუ ზოგადად, სავალუტო ობლიგაციებით დაინტერესება და კაპიტალის ბაზრის ძირითადი ტენდენციები.
მინდია საბანაძე, აი ჯი დეველოფმენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: "კომპანია გალტ & თაგარტის დახმარებით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე უკვე მეოთხედ, ამჯერად ევროში დენომინირებულ ობლიგაციებს უშვებს. პირველად 2 წლის წინ, წარმატებით გამოვუშვით ჯამურად 30 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები არც თუ ისე მიმზიდველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო განვითარებების ფონზე. ამჯერად, ახალი 45 მლნ. აშშ დოლარის ეკვივალენტი პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს სრულად და უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში წარმატებით გამოუშვა და განათავსა 20 მლნ. აშშ დოლარის ობლიგაციები. ინვესტორთა მოთხოვნის გამო კი, 2024 წლის იანვარში, იმავე პროგრამის ფარგლებში, გამოუშვა 5 მლნ. ევროს ობლიგაციები. აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია მუდმივად მზარდი კომპანიაა, რომელიც ინვესტიციას მასშტაბურ პროექტებში ახორციელებს, რისთვისაც კაპიტალის ალტერნატიული წყაროები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, გალტ & თაგარტთან ერთად ვავითარებთ საქართველოს კაპიტალის ბაზარს ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გალტ & თაგარტს, რომელმაც უკვე ობლიგაციების ორი პროგრამის ფარგლებში შეძლო ჩვენი მიზნების განხორციელება. ასევე, მადლობა ყველა სხვა პარტნიორსა და ინვესტორს. დარწმუნებული ვართ, სამომავლო შეთავაზებებიც მსგავსი ინოვაციური ელემენტებით იქნება გამორჩეული."
ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი: "მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტი აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას ობლიგაციების განთავსების პარტნიორია და აღნიშნული უკვე მეორე ერთობლივი ობლიგაციების პროგრამაა, რომელიც თავის მხრივ, ამ ეტაპისთვის ოთხ წარმატებულ გარიგებას მოიცავს. გალტ & თაგარტი საქართველოს კაპიტალის ბაზარს სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტს — მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის სახით, რომელიც დღემდე პოპულარული და მოქნილი დაფინანსების შესაძლებლობაა ემიტენტებისთვის. ვიმედოვნებთ, მომავალში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს ინოვაციურ გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ. ასევე, აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტი ერთადერთი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რომელსაც ევროში დენომინირებული ობლიგაციები აქვს გამოშვებული."
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
კომენტარები