ნავალნის სასამართლო მოსმენები იანვრამდე გადაიდო, მაგრამ ისევ არავინ იცის, სად არის პატიმარი
ფოტო: Yuri Kochetkov / EPA / TASS
რა ხდება: რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ორი სასამართლო მოსმენა, რომელიც ორშაბათს იყო დაგეგმილი, იანვრამდე გადაიდო.
- ნავალნის თანამებრძოლები ამბობენ, რომ ის ადვოკატს 6 დეკემბრის შემდეგ აღარ უნახავს.
- რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მარიანა კაცაროვას თქმით, შემაშფოთებელია, რომ ნავალნის ადგილსამყოფლის შესახებ ცნობილი ამ დრომდე არ არის.
- გასულ პარასკევს, რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ამჟამად, ნავალნი, ვლადიმირის ოლქიდან ქვეყნის სხვა ნაწილში გადაჰყავთ.
- ასეთი ტრანსფერები, რომლის დროსაც სამართალდამცველებს პატიმრები გრძელ გზაზე, მატარებლით გადაჰყავთ, ხან კვირების განმავლობაში გრძელდება.
19 დეკემბერს, ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა X-ზე დაწერა, რომ უკვე 2 კვირაა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესახებ არაფერი იციან.
- ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატებმა, გასული კვირის ბოლოს, 200-ზე მეტ საპყრობილეს მიმართეს კითხვით, იმყოფებოდა თუ არა მათთან პოლიტიკოსი, თუმცა პასუხებს ამ დრომდე ელიან.
- მოსალოდნელი იყო, რომ ალექსეი ნავალნის გადაიყვანდნენ სპეციალური რეჟიმის კილონიაში, რაც რუსეთის ციხეების სისტემაში ყველაზე მკაცრ დაწესებულებად არის მიჩნეული.
ეჭვები პოლიტიკოსის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით
კაცაროვამ თქვა, რომ ნავალნის, პატიმრობის დროს, მუდმივად არასათანადოდ ეპყრობოდნენ, მას ჩამორთმეული ჰქონდა ადეკვატური სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა, რაც აზიანებდა მის ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნიდა მის სიცოცხლეს.
- ნავალნის მხარდამჭერები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოლიტიკოსის გაუჩინარებამდეც სწუხდნენ.
კონტექსტი: ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ელიტას მუდმივად აკრიტიკებდა და მათ კორუფციაში ამხელდა, 2021 წელს დააპატიმრეს.
- ის სამართალდამცველებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა. გერმანიაში პოლიტიკოსს მძიმე ინტოქტიკაციის დიაგნოზით მკურნალობდნენ. დამოუკიდებელი გამომძიებლები ამბობენ, რომ ის რუსეთის ხელისუფლებამ მოწამლა.
- სასამართლომ ნავალნი ბოლოს აგვისტოში გაასამართლა ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო და დამატებითი 19 წელი მიუსაჯა. მას უკვე მისჯილი ჰქონდა 11 წელი.
- მისი თანამებრძოლები ამბობენ, რომ ნავალნის რეგულარულად ათავსებდნენ სამარტოო საკანში, სადაც მას, სულ მცირე, 266 დღე აქვს გატარებული.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები