სტატუსი გვაქვს. ახლა რა მოხდება?
ფოტო: europe.com
14 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
რა იქნება ამის შემდეგ
სტანდარტულად, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ევროკავშირი მასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესს იწყებს.
მოლაპარაკების პროცესი: მოლაპარაკებები დაყოფილია 35 თავად, რომლებიც 6 თემატურ ბლოკშია დაჯგუფებული: საფუძვლები; შიდა ბაზარი; კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა; მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები; რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობის პოლიტიკა; საგარეო ურთიერთობები.
- თითოეულ ბლოკზე მოლაპარაკებები იწყება ერთიანად — მას მერე, რაც ქვეყანა განსაზღვრულ მაჩვენებლებს მიაღწევს.
- თითოეულ თავზე მუშაობა წარიმართება ინდივიდუალურად, მისი პირობითი დახურვის მიზნით.
საფუძვლები: საფუძვლების შესახებ მოლაპარაკებები იხსნება პირველ რიგში და იხურება ბოლოს; ამ ბლოკში მიღწეული წინსვლა მოლაპარაკებების საერთო ტემპს განსაზღვრავს.
საფუძვლები მოიცავს მიმართულებებს:
- სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები;
- სამართალი, თავისუფლება და უსაფრთხოება;
- სახელმწიფო შესყიდვები;
- სტატისტიკა;
- ფინანსური კონტროლი.
რა არის მთავარი პროცესში? — ღირებულებები: ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების უმრავლესობას რამდენიმე ურთიერთგადამკვეთი პოლიტიკური საკითხის მოგვარება უწევს. ამაში შედის:
- კანონის უზენაესობა;
- სამოქალაქო საზოგადოება
- და გამოხატვისა და მედიის თავისუფლება.
გაწევრიანების კრიტერიუმები: გაწევრიანების კრიტერიუმები, იგივე კოპენჰაგენის კრიტერიუმები (მიემართება ევროპული საბჭოს 1993 წლის კოპენჰაგენის სამიტს, რომელზეც განისაზღვრა ეს კრიტერიუმები) ის არსებითი პირობებია, რომელიც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა გახდეს წევრი სახელმწიფო.
წევრობამდე: კანდიდატი ქვეყნის გზა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე კომპლექსურია და გაწევრიანების ვადებს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა, კანდიდატი ქვეყნის მიერ, ევროკავშირის კრიტერიუმების შესრულებაში მიღწეული პროგრესი მთავარი საზომი იქნება. წევრობის მინიჭებამდე, ევროკავშირი ზედმიწევნით აფასებს კანდიდატი ქვეყნის უნარს, შეძლებს თუ არა ის გაერთიანების პრინციპებისა და ღირებულებების დაცვას.
ბოლო ხაზი: გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ პროგრესზეა დამოკიდებული.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება

კომენტარები