რა მოხდა გასულ კვირას? — პოპკულტურის 8 ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
ფოტო: Netflix / NBC
იცით, რას ნიშნავს ინგლისური სლენგი Rizz? ეს ოქსფორდის 2023 წლის სიტყვა გახლავთ. წელი ნელ-ნელა იწურება და ბოლო 12 თვის შეჯამების დროც მოდის. ამდენად, გასულ კვირასაც მსგავსი ამბები ჭარბობდა; მაგალითად, კიდევ ის გავიგეთ, რომელი იქნება 2024 წლის მთავარი ფერი. ეს და პოპკულტურის სხვა მნიშვნელოვანი ამბები რომ არ გამოგრჩეთ, ტრადიციულად, გასული კვირა ერთ სტატიად შეგიჯამეთ.
1. ცნობილი გახდა, რომ Hulu-ის ახალ სერიალში კიმ კარდაშიანს ვიხილავთ
ფოტო: Angela Weiss / Getty Images
Deadline-ის ინფორმაციით, ახალ სერიალში კიმ კარდაშიანს ადვოკატის როლში ვიხილავთ. სერიალის სიუჟეტის მიხედვით, კიმის პერსონაჟი განქორწინების საქმეებში ლოს-ანჯელესის ყველაზე წარმატებული ადვოკატია, რომელსაც საკუთარი იურიდიული ფირმაც აქვს. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი კი კარდაშიანის დედა, კრის ჯენერი იქნება.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
2. ქართველი მომღერალი Nini Iris ამერიკული ვოისის ნახევარფინალში გადავიდა
ფოტო: NBC
Nini Iris კონკურსის 8 საუკეთესო მონაწილეს შორის დაასახელეს, მე-9 მონაწილე კი აუტსაიდერებიდან მაყურებლის ხმების მიხედვით შეირჩა. ამერიკული The Voice-ის შემდეგ ეტაპზე ბრძოლას 9 კონკურსანტი აგრძელებს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. ბობ მარლის ცხოვრებაზე გადაღებული ფილმის ტრეილერი გამოვიდა
ფოტო: Paramount Pictures
ბობ მარლის ცხოვრების შესახებ გადაღებულ ფილმს მაყურებელი მალე იხილავს. Bob Marley: One Love — ასე ჰქვია ახალ ბიოგრაფიულ ფილმს, რომელშიც მთავარ როლს Peaky Blinders-ის მსახიობი კინგსლი ბენ-ადირი ითამაშებს. Bob Marley: One Love-ის ტრეილერი კი უკვე გამოვიდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
4. ოქსფორდის წლის სიტყვა დასახელდა
ფოტო: Alamy
ოქსფორდის 2023 წლის სიტყვად დასახელდა Rizz, რომელიც ლექსიკონით განისაზღვრება, როგორც "პეწი, მიმზიდველობა ან ეშხი". უფრო ზუსტად, ეს არის სასიყვარულო ან სექსუალური პარტნიორის მოხიბვლის უნარი. ტერმინი ინტერნეტსივრცეში გაჩნდა რამდენიმე წლის წინ და ფიქრობენ, რომ ის სიტყვა "ქარიზმის" შემოკლებული ვარიანტია.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
5. გამოვიდა ტრეილერი ნეტფლიქსის ახალი სერიალისა, სადაც მთავარ როლს სოფია ვერგარა ასრულებს
ფოტო: Netflix
ცნობილი კოლუმბიელი მსახიობი და მოდელი სოფია ვერგარა, რომელმაც სახელი კომედიებში მონაწილეობით გაითქვა, ნეტფლიქსის ახალ მინისერიალში ნარკობარონესას განასახიერებს. სერიალი Griselda ნამდვილი ნარკომოვაჭრის, "შავ ქვრივად" და "კოკაინის ნათლიად" წოდებული გრისელდა ბლანკოს ცხოვრებას ეფუძნება.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
6. ახალ ინტერვიუში ანჯელინა ჯოლიმ თავის პირად ცხოვრებაში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა
ფოტო: Getty Images
ჯოლიმ ინტერვიუში ბრედ პიტის დაშორების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ როცა განქორწინების საქმე დასრულდება, ლოს-ანჯელესის დატოვებას და საცხოვრებლად კამბოჯაში გადასვლას აპირებს. მსახიობმა პირველი შვილი, მედოქსი, სწორედ კამბოჯაში იშვილა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციაც დააარსა, რის გამოც მსახიობს 2005 წელს კამბოჯის მოქალაქეობა მიენიჭა და იქ სახლიც აქვს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
7. Pantone-მა 2024 წლის ფერი დაასახელა
ფოტო: Pantone
ამერიკულმა კომპანია Pantone-მა 2024 წლის მთავარი ფერი დაასახელა. გაიცანით Peach Fuzz, რომელიც ძალიან ახლოსაა ატმისფერთან. უფრო ზუსტად კი, როგორც კომპანია წერს, "ნაზ, ხავერდოვან ატმისფერთან".
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
8. ნეტფლიქსის რეალითი შოუ Squid Game-ის გამარჯვებულმა $4,56 მილიონი მოიგო
ფოტო: Netflix
ნეტფლიქსის რეალითი შოუ Squid Game: The Challenge-ის გამარჯვებული 55 წლის მაი ვეილენი გახდა და $4,56 მილიონი მოიგო. ნოემბერში ნეტფლიქსმა პოპულარული სერიალ Squid Game-ის მიხედვით გადაღებული რეალითი შოუ გამოუშვა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები