აზერბაიჯანში დამოუკიდებელი გამოცემის, "აბზასმედიას" უკვე მეოთხე თანამშრომელი დააკავეს
აზერბაიჯანის პოლიციამ AbzasMedia-ს მეოთხე თანამშრომელი დააკავა, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სამართალდამცველები მათ ოფისებში შეიჭრნენ და მენეჯმენტის წევრები დააკავეს.
დღეს 25 წლის ჟურნალისტს, ნარგიზ აბსალამოვას, ჯგუფური კონტრაბანდის ბრალდებით, 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
აბზასმედიას დირექტორი ულვი ჰასანლი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი და დირექტორის მოადგილე მაჰამად კეკალოვი, ამავე ბრალდებით, გასულ კვირას დააკავეს.
აბსალამოვა კი უცხოური ვალუტის კონტრაბანდის შესახებ გამოძიების ფარგლებში, ბაქოს პოლიციის დეპარტამენტში გუშინ დაიბარეს და გუშინვე დააკავეს.
ჟურნალისტები, რომლებიც პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ შეკრებილი, ამბობენ, რომ აბსალამოვა შენობიდან პოლიციამ ხატაის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანა.
ფოტო: Khayala Aghayeva
აბსალამოვას, რომელიც მანამდე მოწმის სტატუსით, თავისივე კოლეგების წინააღმდეგ აღძრული საქმის ფარგლებში დაკითხეს, ადვოკატი თან არ ჰყავდა.
პოლიციამ გასულ კვირას დააკავა აბზასმედიას რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, ასევე, რეიდები მოაწყვეს კომპანიის ოფისებში.
ჩხრეკისას, სამართალდამცველების მტკიცებით, იპოვეს 40 ათასი ევრო. გამოცემაში ამბობენ, რომ ეს თანხა მათ ყალბი მტკიცებულების შესაქმნელად ჩაუდეს.
აბზასმედია ცნობილია ჟურნალისტური გამოძიებებით, რომელიც, მათ შორის, ალიევის ოჯახის ბიზნესგარიგებებს ეხება. ისინი, ასევე, აშუქებდნენ კორუფციის ფაქტებს, მთიანი ყარაბაღის რეკონსტრუქციის სამუშაოების დროს 2020 წელს.
აზერბაიჯანის პოლიციამ, ასევე, დააკავა "კანალ 13-ის" დამფუძნებელი, აზიზ ორუჯოვი. მას ბრალად ედება სახლის აშენება ნებართვის გარეშე.
აბსალამოვა კი უკვე მეოთხე ჟურნალისტია, რომელიც აზერბაიჯანში ბოლო 10 დღის განმავლობაში დააკავეს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები