ივანიშვილი "ძირგამომთხრელების რეიტინგში" — რა არგუმენტები აქვს Politico-ს
ფოტო: Politico
რა ხდება: გამოცემა პოლიტიკოს სია, თუ ვინ არიან ყველაზე გავლენიანი ადამიანები ევროპაში, უკვე ცნობილია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პოლიტიკო სიას ყოველწლიურად აქვეყნებს და რეიტინგს სამ კატეგორიად ჰყოფს — შემსრულებლები, დამრღვევები (ძირგამომთხრელები) და მეოცნებეები.
- სიაში შემავალი ყველა ადამიანი განსხვავებული ტიპის ძალაუფლებას ფლობს.
- თუ ვინ გახდებიან, ამ კატეგორიების მიხედვით, ყველაზე გავლენიანი პირები, დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
რა კატეგორიაში მოხვდა ბიძინა ივანიშვილი: დამრღვევების.
პოლიტიკო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ოლიგარქად მოიხსენიებს.
- წერს, რომ თუ ივანიშვილს დავუჯერებთ, პოლიტიკა დატოვა და შავ ზღვაზე, დენდროლოგიურ პარკთან ახლოს უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს, "თუმცა ყველამ იცის, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი (რომლის ქონება, დაახლოებით, ქვეყნის მშპ-ს მესამედია), მის მიერვე დაარსებული მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" სადავეებს ხელიდან არ უშვებს, მისი მიზანია, საქართველო ევროკავშირის მოსაცდელი ოთახიდან გამოიყვანოს და კრემლის კლანჭებში მოაქციოს", — წერია მასალაში.
- გამოცემა აღნიშნავს, რომ "სიღარიბეში დაბადებული" ივანიშვილი უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა, 1990-იან წლებში უდიდესი ქონება დააგროვა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და "ქართული ოცნება" დააარსა.
ივანიშვილის შესახებ აღნიშნულია ისიც, რომ გასულ წელს, საქართველომ უარი თქვა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ, მოხსნა პირდაპირი ფრენების აკრძალვა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობის გამო, იმპიჩმენტიც კი წამოიწყო.
- "ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილი დიდწილად არის პასუხისმგებელი საქართველოს პრო-მოსკოვურ პოზიციაზე, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი კრემლის ძალების მიერ, ქვეყანა გადაიქცა სანქციების დამრღვევი პარალელური ექსპორტის ჰაბად რუსეთისთვის", — წერს გამოცემა.
პოლიტიკოს მიხედვით, თბილისი უკან იხევს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიის პრინციპების მიმართულებით — "სწორედ იმ მომენტში, როდესაც ბრიუსელი განიხილავს გაწევრიანების განაცხადს".
- "ქართველების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას და სურთ, ქვეყანა დასავლეთის მიმართულებით წავიდეს. მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა 2022 წლის ივნისში წარადგინა 12 რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს ბლოკში შესასვლელად, თბილისს აქვს მკაფიო გზა 2024 წელს, თუ მას სურს წინსვლა გაწევრიანების მოლაპარაკებებში. საკითხავია, დაუშვებს თუ არა ამას ივანიშვილი", — წერს პოლიტიკო.
დამრღვევების კატეგორიაში დასახელდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანიც.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები