ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ფოტო: Toyota Georgia
- ტოიოტამ პოპულარული მოდელის, Toyota C-HR-ის ახალი თაობა წარმოადგინა
- ახალი Toyota C-HR მთავარ ტრადიციას არ ღალატობს და ამასთან გაცილებით დახვეწილია
- სპორტულ-ელეგანტური დიზაინი, მეტი კომფორტი და მეტი პრაქტიკულობა ახალ მოდელში
ფოტო: Toyota Georgia
ტოიოტამ თავისი პოპულარული კომპაქტური ქროსოვერის, Toyota C-HR-ის ახალი, მეორე თაობა წარმოადგინა. ახალი მოდელი ტექნოლოგიური თვალსაზრისით სრულიად ახალ, ტოიოტას მარკის ბოლო მოდელების დონეზე ავიდა, ხოლო ვიზუალურად კი კიდევ უფრო მოდური და ელეგანტურიც გახდა. ახალი Toyota C-HR აგრძელებს თავის მთავარ ტრადიციას: გამოირჩევა თვალშისაცემი, ექსტრავაგანტური დიზაინით და ამავდროულად, უფრო ტევადი და პრაქტიკულიც გახდა, ტოიოტას ახალი, მეხუთე თაობის ჰიბრიდული სისტემა კი სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიურობის გარანტიაა. გარდა ამისა, ახალი მოდელი მაქსიმალურად ეკო-მეგობრულია.
Toyota C-HR-ის წინა მოდელი 2017 წლიდან იწარმოებოდა და ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ ევროპაში 700 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ამ მოდელის პოპულარობა თვალსაჩინო იყო საქართველოშიც — Toyota C-HR-ზე გამოსვლის დღიდან მზარდი მოთხოვნა იყო. ახალი, მეორე თაობის Toyota C-HR კი იმდენად გაუმჯობესებულია, რომ ტოიოტაში მისი მოყვარულებისა და მომხმარებლების რაოდენობის ზრდას ელოდებიან.
Toyota C-HR-მა ამ 6 წლის განმავლობაში ფაქტობრივად თავისი საკუთარი სეგმენტი შექმნა. შესაბამისად, მეორე თაობის მოდელზე მუშაობისას იაპონელი ინჟინრების ამოცანა ასეთი იყო: Toyota C-HR უნდა დარჩენილიყო გამომწვევ, ყველასგან განსხვავებულ ავტომობილად, მაგრამ უნდა გამხდარიყო უფრო პრაქტიკული, ტექნოლოგიური თვალსაზრისით უნდა ასულიყო ახალ, თანამედროვეობისთვის შესაბამის საფეხურზე, ხოლო მისი მართვა უნდა გამხდარიყო კიდევ უფრო სპორტული.
ახალი Toyota C-HR ვიზუალურად კიდევ უფრო მკვეთრია. ექსტერიერის დიზაინის ყველაზე თვალშისაცემი სიახლეა მისი ახალი მთავარი ფარები, 5-ნაწილიანი დღის განათებით. წინიდან ახალი Toyota C-HR სრულიად ახლებურად გამოიყურება და ტოიოტას დიზაინის ახალ სტილს გამოხატავს.
ფოტო: Toyota Georgia
კუთხოვანი და მძაფრი დიზაინით გამოირჩევა ავტომობილის პროფილიც. C-HR-ს ახლა გაცილებით მკვეთრი კანტები აქვს. შეიცვალა უკანა კარების სახელურების პოზიცია — სახელურები ახლა ქვემოთ, იმ ადგილზეა განთავსებული, სადაც ყველა ელოდება. პირველი თაობის Toyota C-HR-ზე დისკების მაქსიმალური ზომა 19 დუიმი იყო, ახლა კი მაქსიმუმი 20-დუიმიანი დისკებია. ოდნავ შემცირდა ავტომობილის სიგრძე. ახალი C-HR 4 მეტრი და 36 სანტიმეტრია. სამაგიეროდ, ავტომობილი ოდნავ უფრო განიერი გახდა, სიმაღლეში კი იგივეა — მეტრი და 56 სანტიმეტრი. უცვლელია თვლების ბაზაც: 2 მეტრი და 64 სანტიმეტრია.
ახალი Toyota C-HR-ის უკანა ნაწილს ყველაზე კარგად ეს ეპითეტი შეესაბამება: ექსპრესიული. განსაკუთრებით თვალშისაცემია უკანა განათების ახლებური განლაგება — განათების ხაზი ფორმირებულია როგორც ერთი მთლიანი ელემენტი, რომელსაც შუაში ამშვენებს წარწერა Toyota C-HR. რაც მნიშვნელოვანია, გაიზარდა საბარგულის მოცულობა.
ფოტო: Toyota Georgia
ახალი Toyota C-HR-ის ინტერიერში სრულიად თანამედროვე და მოდური გარემო დაგხვდებათ. ცენტრალური კონსოლი მთელ კოკპიტს მძღოლისკენ აძლევს მიმართულებას. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სალონში გამოყენებული მასალების ხარისხი. ავტომობილმა მიიღო უახლესი Head-up-დისპლეი — ხელსაწყოთა ჩვენებების წინა მინაზე პროეცირების სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლს, გზიდან თვალის მოწყვეტის გარეშე, მართვის პანელის ძირითადი მონაცემები მუდმივად მხედველობის არეში ჰქონდეს.
ახლა უკვე ციფრულია საზომ ხელსაწყოთა ბლოკი, რომლის ეკრანი 12,3 დუიმიანია. ამავე ზომისაა გასართობ-საინფორმაციო სისტემის ცენტრალური ეკრანიც. მეტი კომფორტის გარანტიაა Apple CarPlay და Android Auto უსადენოდ. ყურადღებას იქცევს შემცირებული ზომის სპორტული საჭე, რომელიც განსაკუთრებით GR Sport ვერსიაში გამოიყურება ეფექტურად, რადგან წარმოდგენილია პერფორირებული, დახვრეტილი ტყავით. ახალმა Toyota C-HR-მა მიიღო ტოიოტას ახალი სარკე, რომელსაც აქვს ორი რეჟიმი: ჩვეულებრივი და კამერული. ინტერიერის განათება 64 ფერისგან შედგება. ფერების ინდივიდუალიზება ან აბსოლუტურად თავისით ხდება, ან დღის დროის მიხედვით, ან სვლის რეჟიმის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ახალი C-HR-ის ინტერიერი 100 პროცენტით ვეგანურია. ახლა უკვე საგრძნობლად მეტი სივრცეა უკანა მგზავრებისთვის და უკანა სავარძელზე ხილვადობაც გაცილებით გაუმჯობესდა.
ფოტო: Toyota Georgia
ახალი Toyota C-HR, ჩვენს რეგიონში , 3 კომპლექტაციის სახით გვხვდება. საწყისი ვერსია 1,8-ლიტრიანი ბენზინის ძრავითაა წარმოდგენილი, რომელსაც 140 ცხენის ძალა აქვს. შემდეგ მოდის 2-ლიტრიანი ძრავის მქონე ვერსია 198 ცხენის ძალით (წინა ამძრავი). ეს უკანასკნელი ასევე ხელმისაწვდომია სრული ამძრავით როცა ელექტრომოტორი უკანა ღერძზეა განთავსებული და 30 კილოვატი აქვს. თუმცა სისტემური სიმძლავრე არ იცვლება და 198 ცხენის ძალა რჩება.
Toyota C-HR-მა არა მარტო შეინარჩუნა ყველაზე მთავარი რამ, რითაც გამოირჩეოდა და რის გამოც ყიდულობდნენ — ანუ მძაფრი დიზაინი, არამედ კიდევ უფრო დახვეწა და ახლა არა მარტო განსხვავებული და მასაში გამორჩეულია, არამედ ელეგანტურიც გახდა. ეს არის თანამედროვე ლაიფსტაილერი — ტოიოტას ხარისხით, ტოიოტას სანდოობით და ტოიოტას უახლესი ჰიბრიდული სისტემით, რაც ნიშნავს ახალ მოდელში მართვის მეტ სიამოვნებას, კიდევ უფრო ნაკლები საწვავის ხარჯით.
ფოტო: Toyota Georgia
ახალი C-HR ტოიოტა ცენტრი თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრი ბათუმში 2024 წლის იანვრის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
კომენტარები