STORI-ს origin story — გაიცანით 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილე სტარტაპი
ფოტო: საქართველოს ბანკი
STORI ქართული სტარტაპია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კომპანიებს კონტენტის შექმნაში, მის გამოქვეყნებასა და სამიზნე აუდიტორიამდე მიტანაში ეხმარება. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, სტარტაპი ჯერ კიდევ იქამდე იყენებდა ხელოვნურ ინტელექტს, სანამ ChatGPT პოპულარული გახდებოდა.
STORI-ის ხელოვნურ ინტელექტს აქვს შესაძლებლობა მთელი მარკეტინგის გუნდი წამებში ჩაანაცვლოს, ამისათვის მხოლოდ პლატფორმაზე დარეგისტრირება და მასზე კომპანიასთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსებაა საჭირო. STORI-ს მომხმარებლები ძირითადად უცხოური კომპანიები არიან (მათგან 40% ამერიკის შეერთებული შტატებიდან). ვებგვერდზე ბიზნესებისთვის სერვისის სამი სხვადასხვა პაკეტია ხელმისაწვდომი.
STORI წელს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის 5 ქვეყნის 10 მონაწილეს შორისაა.
აქსელერაციის პროგრამაში მიღებული გამოცდილების, საკუთარი სტარტარტაპისა და სამომავლო მიზნების შესახებ STORI-ს თანადამფუძნებელს, სანდრო ოქროპირიძეს გავესაუბრეთ.
როგორ შეიკრა თქვენი გუნდი, რა არის თქვენი Origin STORI?
როცა პოლონეთიდან ჩამოვედი, შევამჩნიე, რომ საქართველოში ინტერნეტში თითქმის არაფერი იძებნებოდა. სტატისტიკურად, 2020 წელსაც კი, საქართველოში ბიზნესების 80%-ს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ვებგვერდი. ამიტომ, დავიწყეთ did.ge-ით, რომელიც ვებგვერდების no code low code პლატფორმა იყო და ეხმარებოდა მომხმარებელს უმოკლეს დროში, მხოლოდ საწევრო გადასახადით, მარტივად შეექმნა ვებგვერდი. მუშაობისას მივხვდით, რომ ბიზნესები საწევროს იხდიდნენ, თუმცა ვებგვერდის განახლებისთვის საჭირო კონტენტს ვერ გვაწვდიდნენ. პირველ ეტაპზე, გვეგონა კონტენტის ჩვენთვის მოწოდება იყო პრობლემატური ნაწილი, თუმცა გამოგზავნის სხვადასხვა ფორმის შედგენისა და დატესტვის შემდეგ, გავაცნობიერეთ, რომ წინაღობა კონტენტის არ არსებობა იყო – ბიზნესებს უბრალოდ არ ჰქონდათ მარკეტინგისთვის საჭირო მასალა. შესაბამისად, პლატფორმის ის ნაწილი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კონტენტს აწვდიდა მომხმარებელს, კიდევ უფრო გავაძლიერეთ და მთავარ მიმართულებად ვაქციეთ.
ჩემი გამოცდილება hardware სფეროს უკავშირდება, კომპანიის თანადამფუძნებელი, ნიკა ბუაჩიძე კი კორპორატიული სფეროდან გადმოვიდა სტარტაპერობის არასტაბილურ, თუმცა ძალიან საინტერესო გარემოში. ადრეულ ეტაპზევე შემოუერთდა დამფუძნებლების გუნდს ჩვენი დიზაინერი ირინა ბურძგლაც. STORI-ს CFO, გიორგი თედიაშვილი სტარტაპების ერთ-ერთ აქსელერატორზე გავიცანით, სხვა სტარტაპის წარმომადგენელი იყო, თუმცა მალევე გადმოვიბირეთ.
რატომ უნდა აირჩიოს ბიზნესმა STORI?
ყველგან, სადაც მიმუშავია მარკეტინგის პრობლემებს წავაწყდი: შეიძლება გუნდს ძალიან მაგარ პროდუქტზე დეტალურად ემუშავა, თუმცა ის სამიზნე აუდიტორიამდე ვერ მიჰქონდა. ჩემი დაკვირვებით, software კომპანიებს მსგავსი პრობლემა აქვთ – არ აქვთ უნარები კარგად წარმოაჩინონ ის, რაზეც მუშაობენ. სწორედ ამიტომ, ის სერვისი შევქმენით, რაც თავადვე გვჭირდებოდა და წარმატებით ვიყენებთ – პლატფორმა, რომელიც ერთ ფაქტს მარკეტინგულად ისე წარმოაჩენს, როგორც კომპანიას სჭირდება. იმის გარდა, რომ STORI ძალიან ადვილად გამოსაყენებელია, ის კოლაბორაციისთვისაა შექმნილი. მას შეუძლია გუნდში არსებული კომპეტენციის დანაკლისი ამოავსოს და შეითავსოს დიზაინერის, ქოფირაითერის ან სოციალური მედიის მენეჯერის საქმე. იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ ჰყავთ ჩამოყალიბებული მარკეტინგული გუნდი, უბრალო ფაქტის დაგენერირებიდან დასრულებული პროდუქტის მიღება (მაგალითად, სოციალური მედიის პოსტის), საჭირო განსაკუთრებული უნარების გარეშე, უმნიშვნელოვანესია. გვჯერა, რომ ყველა კარგ გუნდს შეუძლია სამყაროზე ზეგავლენა თუ თავის ამბავს მოჰყვება და მის აუდიტორიას სწორად დაუკავშირდება.
რა იყო 500 Georgia-მდე და რამ გადაგაწყვეტინათ აპლიკაციის ფორმის შევსება?
500 Georgia-მდე GITA-ს 150 000 ლარიანი გრანტი მოვიგეთ, გავხდით დღის და კვირის პროდუქტი ProductHunt-ზე. ProductHunt ის პლატფორმაა, სადაც მთელი მსოფლიოდან ეშვება ახალი პროდუქტები და ტექნოლოგიები – თავის დროზე, აქ ისეთი კომპანიები ჩაეშვნენ, როგორებიცაა Canva, ChatGPT, Notion, TikTok და ა.შ. სხვათა შორის, STORI ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელმაც ProductHunt-ზე კვირის პროდუქტის სტატუსი მოიპოვა. ამავე პლატფორმაზე, მარკეტინგის კატეგორიაში, წლის საუკეთესო პროდუქტად ვართ წარდგენილი, გამარჯვებული იანვარში გამოვლინდება.
რაც შეეხება 500 Georgia-ს, მასში მონაწილეობა აქამდეც გვინდოდა, წინა ნაკადში ინტერვიუების ეტაპამდეც მივედით, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიყავით მზად აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და რჩეულებში ვერ მოვხვდით. წელს კი ნატვრა ავისრულეთ.
რას ელით 500 Georgia-სგან?
სიმართლე გითხრათ, 500-მა მოლოდინებს უკვე გადააჭარბა! ხშირად, სტარტაპზე მუშაობისას შეიძლება უმცირეს დეტალებს უკირკიტებდე, ამ დროს კი უმნიშვნელოვანესი ასპექტები გამოგრჩეს – სწორედ ამის დანახვაში დაგვეხმარნენ 500 Georgia-ს მენტორები. მათ პროდუქტის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, ბაზარზე შესვლისა და კონტაქტების დამყარების სწორი სტრატეგიები გაგვიზიარეს. შედეგად, გუნდი ისეთ დეტალებზე არ დახარჯავს რესურსს, რაც არც არის საჭირო. გასული ორი კვირა იყო ძალიან ინტენსიური, მთელი დღეები ჩართული ვიყავით პროცესში, თითქმის არც კი გვძინებია დატვირთული გრაფიკის გამო.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, GITA-ს და 500 Global-ის თანამშრომლობით, საქართველოში სტარტაპების გლობალური აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს სახელით წელს უკვე მეხუთედ ხორციელდება. 12 კვირიანი, ინტენსიური პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები საერთაშორისო დონის აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
კომენტარები