Black Friday ავტო გალერიში — 50 000 ლარამდე ფასდაკლება ელექტრომობილებზე
ფოტო: თეგეტა
ავტოტრანსპორტის ელექტრიფიკაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. მსოფლიო ავტოინდუსტრიის ბრენდები ამ ცვლილებაზე სწრაფად რეაგირებენ და შედეგიც აშკარაა — წარმოება გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისია.
საავტომობილო ინდუსტრიაში ეს გარდატეხა მოულოდნელი არ ყოფილა. ავტოექსპერტების პროგნოზი კონკრეტულ ფაქტებს ემყარებოდა: ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს არავითარი გამონაბოლქვი. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და ძრავის გამაგრილებელი სითხე. თითქმის არ სჭირდება დრო და ფინანსები სერვისსა და ტექნიკურ მომსახურებაზე. ელექტრომობილები ნაკლებად ხმაურიანია და უფრო კომფორტული დაძვრისა და აქსელერაციის საშუალებას იძლევა.
თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ავტო გალერი სწრაფად მოერგო ტენდენციას და უკვე წლებია, რაც მომხმარებელს ელექტრომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ელექტრომობილების პოპულარიზაცია და მომხმარებლებში მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
ამ მიზნის გათვალისწინებით, ავტო გალერის მომხმარებლები ელექტრომობილებზე განსაკუთრებული შეთავაზებებით ხშირად სარგებლობენ. გამონაკლისი არც Black Friday-ა, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად შერჩეულ ელექტრომობილებზე 50 000 ლარამდე ფასდაკლება იმოქმედებს.
ფოტო: თეგეტა
შეთავაზება ეხება სწორედ იმ მოდელებს, რომლებზეც მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა მაღალია და განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. საუბარია 20-ამდე ბრენდის მოდელზე, მათ შორის არის Tesla Model 3, Polestar 2 და Polestar 2 Performance, Honda NS1, Toyota Corolla Hybrid და სხვები.
ლევან თაღიაშვილი, ავტო გალერის მარკეტინგის ხელმძღვანელი: "ავტო გალერი მომხმარებელს შავ პარასკევს განსაკუთრებულ აქციებს ყოველ წელს სთავაზობდა. თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებულია — წელს გადავწყვიტეთ, გამორჩეულად დასამახსოვრებელი კვირეული მოგვეწყო. შევარჩიეთ 20-ამდე ავტომობილი, რომლებზეც 50 000 ლარამდე ფასდაკლება გავრცელდება. ავტომოყვარულებს საშუალებას ვაძლევთ, ამ ფასდაკლებებით არა მხოლოდ ერთი დღით, არამედ ერთი კვირის განმავლობაში ისარგებლონ. ავტომობილის შეძენა მარტივი გადაწყვეტილება არ არის, ამიტომ მომხმარებელს მოსაფიქრებლად ხანგრძლივ დროს ვაძლევთ მათივე კომფორტისთვის",
ავტო გალერის სპეციალური შეთავაზება 20-იდან 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. თანამედროვე ელექტრომობილების შერჩევა კომპანიის შოურუმშია შესაძლებელი, სურვილის შემთხვევაში კი მომხმარებლები ტესტდრაივით სარგებლობასაც შეძლებენ.
შავი პარასკევის ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლებათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. მნიშვნელობა არ აქვს, თანხა სრულად გადაირიცხება თუ საბანკო განვადების გზით. უპრეცედენტო აქცია ავტო გალერის ყველა მომხმარებელზეა გათვლილი.
-----
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილებიც შემოჰყავს. 2020 წლიდან ავტო გალერი NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
-
EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს
გადახედვა
კომენტარები