ალექსანდრე კრევო-ასათიანი

8 Nov. 2023, 12:21

დღეს ძალიან მნიშვნელოვან დასკვნას ველოდებით, ალბათ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზის ისტორიის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა იქნება. უკვე წლინახევრის წინ ეს შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა, სამწუხაროდ, ისეთი ხელისუფლება გვყავს საქართველოში, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა ვერ გამოიყენა, ახლა მეორე შანსი არის. კარგად ვნახეთ, რომ ამ დროის განმავლობაში არანაირი მექანიზმები ხელისუფლებამ არ გამოიყენა, თუმცა მაინც დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკომისია დაინახავს ქართველი ხალხის სურვილს, რომ იყოს ევროკავშირის წევრი. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაფერი გავაკეთეთ ამ წელიწად ნახევრის მანძილზე, რომ გვეჩვენებინა ჩვენი პარტნიორებისათვის, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. კი, შეიძლება რომ ხელისუფლება იყოს ანტიდასავლური, მაგრამ ეს ხელისუფლება უკვე წარსულის ხელისუფლებაა, მხოლოდ ათი თვე დარჩათ და ამიტომ უნდა ვიფიქროთ ყველამ მომავალზე და ეს მომავალი იქნება ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაცია.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა. დღეს, 8 ნოემბერს გამოქვეყნდება ევროკომისიის მოხსენება, რომელშიც გასცემენ რეკომენდაციას, უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  3. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანსა" და საქართველოს ეროვნულ…