ვოლვო ქარ საქართველო მომხმარებელს ვოლვო XC60-სა და XC90-ზე 35 000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს
ფოტო: ვოლვო
ვოლვო ქარ საქართველო შვედური პრემიუმ ბრენდის მომხმარებლებს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. ფასდაკლება ვრცელდება ვოლვოს Plug-in ჰიბრიდულ მოდელებზე, Volvo XC60-სა და XC90-ზე. მიმდინარე შეთავაზების ფარგლებში მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ 35 000 ლარამდე ფასდაკლებით.
Plug-in ჰიბრიდულ მოდელებს ხშირად უწოდებენ „ელექტრომობილს სათადარიგო გეგმით“, რადგან მათ აქვთ როგორც ელექტრო-, ისე შიგაწვის ძრავა. თუ ელექტროძრავა დასამუხტია, ავტომობილი ავტომატურად გადაირთვება შიგაწვის ძრავაზე, რაც გრძელ გზაზე მშვიდად გადაადგილებას უზრუნველყოფს.
თორნიკე იკაშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელი: "XC90 და XC60 ვოლვოს ყველაზე გაყიდვადი მოდელებია, რომლებიც აღჭურვილია უსაფრთხოებისა და მძღოლის დამხმარე თანამედროვე სისტემებით. Plug-in ჰიბრიდული ვერსიების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ სრულად დამუხტვის შემთხვევაში ელექტროძრავით 70-80 კმ-ის გავლაა შესაძლებელი. მოდელები ერთმანეთისგან ზომით განსხვავდება. XC90 ვოლვოს სამოდელო რიგში ყველაზე დიდი, შვიდადგილიანი, საოჯახო ზომის SUV-ია, XC60-ში კი - საშუალო ზომის SUV. მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ: Core, Plus და Ultimate. ისინი განსხვავდება როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის დეტალებით. კონკრეტული ავტომობილი შეირჩევა მომხმარებლის სურვილისა და საჭიროების მიხედვით".
ფოტო: ვოლვო
XC90 T8 Plug-in ჰიბრიდი ვოლვოს ერთ-ერთი ყველაზე ეკომეგობრული მოდელია, რომელიც სრულად მიჰყვება ვოლვოს კონცეფციას და თავისი შთამბეჭდავი მახასიათებლების წყალობით უფრო მეტად ზრუნავს გარემოზე. მოდელის გაძლიერებულ ძრავას 462 ცხენის ძალა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მონაცემებით ავტომობილს 0-იდან 100 კილომეტრამდე 5 წამში შეუძლია აჩქარება. შვიდადგილიანი, საოჯახო მოდელი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი.
XC60 plug-in ჰიბრიდი საშუალო ზომის SUV-ია, რომელიც, მოცულობიდან და კომფორტულობიდან გამომდინარე, საუკეთესო საოჯახო ტიპის მოდელად მიიჩნევა. მოდელი თანამედროვე, მაღალი ხარისხის აუდიომოწყობილობით, ექსპრესიული დიზაინითა და განსხვავებული ფერებით გამოირჩევა.
ფოტო: ვოლვო
XC90 და XC60, ისევე როგორც ბრენდის სხვა უახლესი მოდელები, სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი, მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინით არის შექმნილი. ორივე მოდელი აღჭურვილია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით და მძღოლის დამხმარე სისტემებით: Pilot Assit, ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება, 360-გრადუსიანი კამერა, სალონში ჰაერის საწმენდი ტექნოლოგია და სხვა. თითოეულ მოდელში ჩაშენებულია Google-ის სისტემები, რომელთა დახმარებითაც მძღოლს ცენტრალური ეკრანიდან ისეთ ციფრულ სერვისებზე აქვს წვდომა, როგორებიცაა Google Assistant, Google Maps-ის ნავიგაცია და აპლიკაციების ფართო არჩევანი Google Play-დან.
Volvo XC90 და XC60-ის შეძენა მომხმარებელს „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში შეუძლია. მოდელების 360 გრადუსით დათვალიერება და ტესტდრაივზე ჩაწერა კი კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები