Porsche Taycan საუკეთესო ელექტრომობილი — პორშე ცენტრი თბილისის ახალი კამპანია
ფოტო: პორშე
ალბათ უკვე შენიშნავდით თბილისის ქუჩებსა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფერის მხატვრულ-ინფორმაციულ ბანერებს, რომლებზეც მსოფლიოში საუკეთესო ელექტრომობილი — Porsche Taycan-ია გამოსახული. კრეატიული, ინოვაციური, ესთეტიკური და ინფორმაციული კამპანია, ისეთი, როგორიც თავად მოდელია, პორშე ცენტრი თბილისის მიერ დაიგეგმა.
ბანერები, რომლებიც გლობალური კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, „პორშეს“ პირველი სრულად ელექტრიფიცირებული მოდელის, Porsche Taycan-ის, უნიკალურობას წარმოგვიდგენს. ეფექტური პრინტებით და წარწერით, Taycan-ი სხვადასხვა იდეალებთან არის გაიგივებული. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სრულად ელექტრო პორშე ტაიკანი მსოფლიოს საუკეთესო ელექტრომობილია.
ფოტო: პორშე
თამარ ხოსროშვილი, პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის მენეჯერი: "კამპანია, რომელიც ახლახან ჩავუშვით, მიმართულია პორშეს სრულად ელექტრო ტაიკანის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ. თითოეული ბანერი მარტივი და კრეატიული გზით გადმოგვცემს თუ როგორია ტაიკანი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გამორჩეულ შესაძლებლობებს. კრეატიულ პრინტ კამპანიას ამყარებს ის ვიდეო კამპანია რომელიც ასევე Porsche Taycan-ის შესახებ შევქმენით და სადაც მეტად რაციონალურად, კონკრეტული ფაქტების, მიღწევებისა და მაჩვენებლების დემონსტრირებით აღვწერეთ, ის, თუ რატომაა Porsche Taycan საუკეთესო ელექტრომობილი. როგორც წინა კამპანიის გამოცდილებამ გვაჩვენა, დაინტერესება კვლავ დიდია პორშეს ყველაზე ინოვაციური მოდელის მიმართ და ვფიქრობ, აღნიშნული კამპანია კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს ტაიკანთან დამეგობრების სურვილს."
ფოტო: პორშე
Taycan არის პორშეს პირველი, სერიული, სრულად ელექტრიფიცირებული მოდელი, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა იდეალური სპორტული ელექტრომობილი მიეღო. 2019 წელს, როდესაც პორშე ტაიკანი პირველად გამოჩნდა მსოფლიოში, ის იყო პირველი და ერთადერთი ელექტრომობილი 800-ვოლტიანი ბატარეით. ტაიკანს ერთი დამუხტვით 450 კმ-ის გავლა შეუძლია.
ფოტო: პორშე
Porsche Taycan 40-ზე მეტი ჯილდოს მფლობელი ელექტრომობილია, როგორც ყველაზე ინოვაციური მოდელი. ის ასევე გინესის მსოფლიო რეკორდსმენია — ელექტრო ძრავით ყველაზე გრძელი, უწყვეტი დრიფტის გავლაში. Taycan-მა 55 წუთის განმავლობაში 210 შემოვლა განახორციელა 200-მეტრიანი დრიფტის წრეზე და, სულ, 42 კილომეტრი დაფარა. Taycan-მა გამორჩეული სპორტული შესაძლებლობები ნიურბურგრინგის ლეგენდარულ ტრასაზეც დაამტკიცა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული სარბოლო ზოლი, რომლის სიგრძეც 20,6 კმ-ია, ტაიკანმა, სულ რაღაც, 7 წუთსა და 33 წამში დაფარა.
ოთხკარიანი სპორტული ელექტრომობილი, მართვის ისეთივე დინამიკური და ამაღელვებელი გამოცდილებით გამოირჩევა, როგორითაც პორშეს ლეგენდარული 911. სრულად ელექტრო Porsche Taycan-ის Turbo S-ს 761 ცხენის ძალა აქვს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/ს-ია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ/სთ — 2.8 წმ.
ფოტო: პორშე
Porsche Taycan აერთიანებს ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც სათანადო მეგზურობას გაგიწევთ თავგადასავლების ძიებაში: მართვის რეჟიმები, მაღალი კლირენსი, ტევადობა, სიმძლავრე და სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელი სისწრაფე, რომელიც დინამიკური აჩქარების შესაძლებლობას იძლევა.
გერმანული ბრენდის ელექტრიფიცირებული მოდელის, Porsche Taycan-ის, შეძენა პორშე ცენტრი თბილისის შოურუმშია შესაძლებელი. მომხმარებელს საშუალება აქვს, კონფიგურატორის დახმარებით თავად შექმნას თავისივე ოცნების ავტომობილი.
პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები