როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები ისრაელზე თავდასხმას
ფოტო: Getty Images
7 ოქტომბერს, გამთენიისას, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო, რომელსაც არაერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, მათ შორის ევროკავშირი და აშშ, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. მოულოდნელი შეტევა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო, მის სამიზნედ კი მშვიდობიანი ადამიანებიც იქცნენ: სროლა თავდაპირველად მუსიკალურ ფესტივალზე დაიწყო, სადაც მონაწილეების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი — მძევლად აიყვანა ჰამასმა, ზოგმა კი გაქცევა მოახერხა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმას ისრაელში, სულ მცირე, 600 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა სამხედრო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ქვეყანა "ამ ომში გაიმარჯვებს". ისრაელს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიო ლიდერებმაც, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ჰამასის ისრაელზე თავდასხმას ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ.
მადონა
ფოტო: AFP / Getty Images
პოპის დედოფალმა ინსტაგრამზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა და ვრცელი განცხადება დაურთო.
"შემაძრწუნებელია, რაც ახლა ისრაელში ხდება. გულს მიკლავს, როცა ვხედავ, მთელ ოჯახებს, განსაკუთრებით ბავშვებს, როგორ მიერეკებიან, თავს ესხმიან და ხოცავენ ქუჩებში", — წერს მადონა, — "წარმოგიდგენიათ, ეს რომ თქვენს თავს ხდებოდეს? წარმოუდგენელია. კონფლიქტებს ძალადობა ვერასდროს აგვარებს. სამწუხაროდ, კაცობრიობას ეს მარტივი ჭეშმარიტება არ ესმის და არც არასდროს ესმოდა. ჩვენ ხომ სიძულვილით წალეკილ სამყაროში ვცხოვრობთ.
"მთელი გულით ვწუხვარ ისრაელის გამო. იმ ოჯახების გამო, რომლებიც გაანადგურეს. ბავშვების გამო, რომლებიც დაიღუპნენ. უდანაშაულო მსხვერპლების გამო, რომლებიც დახოცეს. ყველა მათგანის გამო, ვინც იტანჯება და დაიტანჯება ამ კონფლიქტში. ყველა თქვენგანისთვის ვლოცულობ. ვიცი, რომ ეს ჰამასის ნამოქმედარია და პალესტინაში უამრავი უდანაშაულო ადამიანია, რომელსაც ამ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა არ სურს. ეს ტრაგიკული თავდასხმა ხომ მხოლოდ მეტ ტკივილს მოუტანს ყველას. ყველამ ვილოცოთ. ისრაელისთვის. მშვიდობისთვის. მსოფლიოსთვის".
ნატალი პორტმანი
ფოტო: Getty Images
"გული მაქვს დამსხვრეული ისრაელელების გამო", — წერს ოსკაროსანი მსახიობი, — "ბავშვები, ქალები და ხანდაზმულები საკუთარი სახლებიდან გაიტაცეს და დახოცეს. შეძრწუნებული ვარ ამ ბარბაროსული ქმედებებით. გულით თანავუგრძნობ და ვლოცულობ ყველა იმ ოჯახისთვის, რომელსაც [თავდასხმა] შეეხო".
გალ გადოთი
ფოტო: Dia Dipasupil / Getty Images
Wonder Woman-ის ვარსკვლავი მიმდინარე კონფლიქტს რამდენიმე პოსტითა და "სთორით" გამოეხმაურა. გადოთმა ასევე მოუწოდა გამომწერებს, მხარი დაეჭირათ ისრაელისთვის დონაციებით.
"მე ისრაელს ვუჭერ მხარს და შენც ასე უნდა მოიქცე", — წერს გადოთი, — "მსოფლიო გულხელდაკრეფილი ვეღარ იჯდება, როცა ეს საზარელი ტერორისტული აქტები ხდება".
ჯეიმი ლი კერტისი
ფოტო: Getty Images
ოსკაროსანმა ამერიკელმა მსახიობმა ინსტაგრამზე ჯერ ისრაელის დროშის ფოტო გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი ისრაელელი მენეჯერი გაი ოსეარის პოსტი გადააზიარა და ინტერნეტში გავრცელებული კადრები დაურთო — როგორ იტაცებენ ჰამასის წევრები მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის, ხანდაზმულებს.
"ამ საზარელი ძალადობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას დიდ გამბედაობა არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, სჭირდება", — წერია პოსტში, — "ყველა მეგობარს, რომელიც ამ კვირაში სხვა რამეს პოსტავთ, გთხოვთ, ერთი დღეც მოიცადოთ, სანამ ყველაფერი ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდება. მთელ მსოფლიოში მცხოვრები ებრაელებისთვის ვითარება ნორმალური აღარასდროს იქნება. ეს ჩვენი ახალი ნორმალური ყოფაა. მედიის ყურადღება ახლა გატაცებული უდანაშაულო ქალების, ხანდაზმულების, ბავშვების, ჩვილებისა და კაცებისკენ უნდა იყოს მიპყრობილი".
ემი შუმერი
ფოტო: Jordan Strauss / Invision
რამდენიმე პოსტით გამოეხმაურა ჰამასის თავდასხმას ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ემი შუმერიც.
"სხვა მხარე არ არსებობს, ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა", — წერს შუმერი, — "მოეშვით შინ ჯდომას და იმაზე ფიქრს, როგორ მიუდგეთ საკითხს უფრო დიპლომატიურად. მათ ყველა ებრაელის დახოცვა უნდათ".
კარდაშიან-ჯენერების ოჯახი
ფოტო: Hulu
ამერიკელმა ტელევარსკვლავმა კრის ჯენერმა ინსტაგრამის "სთორებში" ისრაელის მხარდამჭერი ორგანიზაცია StandWithUs-ის ორი პოსტი გააზიარა.
"სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად საზარელი და გულის მომკვლელია", — წერს ჯენერი.
"ახლა და ყოველთვის ჩვენ ისრაელელების გვერდით ვდგავართ", — წერია მის გაზიარებულ სხვა პოსტში.
აღსანიშნავია, რომ ეს პოსტი კრისის შვილმა და ბიზნესვუმენმა კაილი ჯენერმაც გააზიარა, თუმცა, მოგვიანებით წაშალა.
კრის ჯენერმა, ქლოი და კორტნი კარდაშიანებმა ასევე გააზიარეს პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ "სრულიად გონივრული და ლოგიკურია, ისრაელის ხელისუფლების მხრიდან პალესტინელების მოპყრობას ეწინააღმდეგებოდე და, ამავდროულად, ისრაელსა და მთელ მსოფლიოში მყოფი ებრაელების დაცვას მოითხოვდე".
"ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც მშვიდობიან ადამიანებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით ესხმის თავს", — წერია პოსტში, — "გატაცებული ისრაელელების ფოტოები შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელია.
"იმის გათვალისწინებით, რომ ებრაელები ათასობით წელია, იდევნებიან, იცოდეთ, რომ თქვენს ებრაელ მეგობრებს, მაშინაც კი, თუ ისინი ისრაელში არ ცხოვრობენ, გული სტკივათ და ეშინიათ, როცა ასეთი რაღაცები ხდება და არაებრაელები ხმას არ იღებენ. მესმის, რომ ბევრ ჩვენგანს ეშინია აზრის დაფიქსირების, რადგან კრიზისი ახალშექმნილი და რთულად გასაგებია; ვშიშობთ, არასწორი რაღაც არ ვთქვათ. მაგრამ შეგვიძლია ხმა ავიმაღლოთ ტერორიზმის, უდანაშაულო ხალხის უმოწყალო ხოცვის წინააღმდეგ — და ასეც უნდა მოვიქცეთ".
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
კომენტარები