რას ამბობენ დაპირისპირებული მხარეები და საერთაშორისო თანამეგობრობა მთიანი ყარაბაღის დაბომბვაზე
ფოტო: Armenpress
რატომ არის მნიშვნელოვანი: აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს მძიმე არტილერიით ბომბავს.
- ბაქო ამტკიცებს, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაციაა, რომლის სამიზნე არ არის სამოქალაქო დასახლებები ან ინფრასტრუქტურა და მხოლოდ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებს ესვრიან.
- თუმცა ყარაბაღის ოფიციალური პირების განცხადებით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლები.
- ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზე — ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია; 11 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 8 ბავშვია.
- დეკემბრის შემდეგ მთიანი ყარაბაღი ბლოკადაში იყო, რადგან აზერბაიჯანმა სომხეთთან დამაკავშირებელი გზა, ლაჩინის დერეფანი ჩაკეტა — რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი, მედიკამენტების მწვავე დეფიციტი იყო.
რას ამბობენ მხარეები: აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ სამმხრივი დეკლარაციის დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების მათი ტერიტორიებიდან გასაყვანად, ასევე, აზერბაიჯანის კონსტიტუციური სისტემის აღსადგენად, რეგიონში ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყეს.
-
გარდა ამისა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთადერთი გზა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეთნიკური სომეხი ჯარების სრული გაყვანა და სტეფანაკერტში მთავრობის დაშლაა.
- სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ოფიციალურ შეტყობინებებსა და მედიაში კვლავ ჩნდება ყალბი მტკიცება იმის შესახებ, თითქოს მთიან ყარაბაღში სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დანაყოფები, სამხედრო ტექნიკა და პერსონალია.
- პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, ეს არის აზერბაიჯანის მცდელობა, სომხეთი სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს.
- მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ სროლას სხვადასხვა იარაღიდან კონტაქტის ხაზზე და პოზიციური წინსვლის მცდელობები აქვთ.
შეფასებები: სტეფანაკერტი მოუწოდებს საერთაშორისო აქტორებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა შეაჩერონ აგრესია.
- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი წერს, რომ სამწუხაროა ცნობები ნაღმების აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელების დაღუპვის შესახებ, თუმცა, მიმდინარე სამხედრო ქმედება მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას.
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოუწოდა აზერბაიჯანს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ, რათა დაუშვას "ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის".
- ეუთოს მოვალეობის შემსრულებელი ბუიარ ოსმანი დღეს ნიუ-იორკში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.
- თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ როგორც ყოველთვის, მათ გვერდით არიან.
- ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის ოფიციალური პოზიცია არ გაჟღერებულა.
რუსეთი, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის კონლიქტში მომლაპარაკებელი მხარე იყო, მოუწოდებს მათ შეწყვიტონ სისხლისღვრა ყარაბაღში და დაუბრუნდნენ დიპლომატიურ გზას.
- აზერბაიჯანმა პირველივე განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობას წინასწარ აცნობეს.
- "უცნაური და დამაბნეველი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ოფიციალურად აცნობა რუსეთის ფედერაციას ამ ოპერაციების დაწყების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არის აზერბაიჯანის ვერსია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსი პარტნიორებისგან ამ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მაინც არ მიგვიღია", — განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
- რუსეთის საგარეოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მათ სამშვიდობოებს ანტიტერორისტულ ოპერაციაზე რამდენიმე წუთით ადრე აცნობეს.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები