ჯოზეფ ბორელი

8 Sep. 2023, 11:11

ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის რანგში თქვენს ლამაზ ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველო არის ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ეს არის გადამწყვეტი დრო თქვენი მომავლისთვის. 

რამდენიმე კვირაში ევროკავშირმა უნდა განიხილოს მომავალი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით და პირველად, საქართველოს პროგრესის შესახებ ანგარიშს წარადგენს. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ამ მნიშვნელოვანი მომენტის დროს: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ გვინდა, მხარი დაგიჭიროთ თქვენ ამ გზაზე. თუმცა, ასევე უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადი არის სერიოზული ვალდებულება, კანდიდატის სტატუსი არ არის რაღაც, რაც ქვეყნებს ეკუთვნით. მისი მოპოვება საჭიროა სერიოზული რეფორმებით და ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებით. გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ევროკომისიის შეფასებაში წარმოდგენილი 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს და ამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად რთული სამუშაოს გაწევა არ არის იმისთვის, რომ ესიამოვნოს ბრიუსელს, რომ გააბედნიეროს ხალხი ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, არამედ გააუმჯობესოს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად. 

განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა. ის საქართველოში სამუშაო ვიზიტით 7 სექტემბერს ჩამოვიდა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს
  2. რატომ "ვერ ხედავს" ტრამპი საქართველოს კავკასიაში? — ინტერვიუ ბიძინა ლებანიძესთან
  3. თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
  4. ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს
  5. რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ