Global Finance-მა საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერისთვის შექმნილი API მენეჯერისთვის 2023 წლის ტოპ ინოვატორად დაასახელა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ისეთი პროდუქტების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიების ზრდას, ციფრული პროდუქტების განვითარებას და მათივე მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებას.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა შექმნა API მენეჯერი, რომელიც ბიზნესებს აძლევს წვდომას API სერვისების სამ ძირითად მიმართულებაზე, როგორებიცაა: ბიზნეს ინტერნეტბანკის API სერვისები, BOG ID და ღია ბანკინგი.
API პროდუქტების მეშვეობით ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარ ტექნოლოგიურ პროდუქტებში დააინტეგრირონ ისეთი საბანკო სერვისები, როგორებიცაა — საბანკო ანგარიშის და ამონაწერის ნახვა, ბალანსის შემოწმება, ამასთან, საკუთარ მომხმარებლებს გაუმარტივონ კომპანიის პლატფორმაზე ვერიფიკაციისა და ავტორიზაციის პროცესი, დაეხმარონ გადახდებისა და გადარიცხვების სხვადასხვა მარტივი გზით განხორციელებაში ისე, რომ არ დატოვონ მათი პლატფორმა.
API მენეჯერის მიზანია, რაც შეიძლება მეტად გაამარტივოს ბანკის ტექნოლოგიურ სერვისებთან ინტეგრაცია. საქართველოს ბანკმა ამ მიზნით შექმნა პლატფორმა, api.bog.ge - სადაც თავმოყრილია ყველა API სერვისი და მათი ტექნიკური დოკუმენტაცია. ამასთან, თითოეულ სერვისზე რეგისტრაცია არის შესაძლებელი სრულიად ციფრულად.
API მენეჯერის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილი ღირებულება Global Finance-ის მიერ არის აღიარებული, რის გამოც გლობალურმა გამოცემამ საქართველოს ბანკი SME-ს მიმართულებით ფინანსურ სექტორში ინოვატორების კატეგორიაში ტოპ ინოვატორად დაასახელა.
"საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბიზნესების მხარდამჭერი კომპანია აქტიურად მუშაობს ისეთი გადაწყვეტების შექმნაზე, რომელიც, ერთი მხრივ, მისცემს შესაძლებლობას ბიზნესებს, შექმნან მომხმარებელზე მორგებული სერვისები, მეორე მხრივ თავად მომხმარებლებს მისცემს წვდომას მათთვის საინტერესო საბანკო პროდუქტებზე იმ ტექნოლოგიურ პლატფორმებზე, რომელსაც იყენებენ — რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდასა და გაძლიერებას. ჩვენი ძალისხმევის ისეთი გლობალური გამოცემის მიერ აღიარება, როგორიც Global Finance-ია, ნიშნავს, რომ ჩვენი სერვისები გამორჩეულია და ქმნის ღირებულებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური ტექნოლოგების სფეროს ჩამოყალიბების პროცესში. გლობალური აღიარება კი გვაძლევს სტიმულს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შევქმნათ კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები და არ გავჩერდეთ", — აღნიშნავს გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის გუნდის ხელმძღვანელი.
2023 წლის გლობალური ინოვატორების ჯილდოს ფარგლებში, Global Finance-ის საერთაშორისო გუნდმა წელს მეთერთმეტედ შეაფასა ბანკების, ორგანიზაციების და ფინტექ კომპანიების პროდუქტები და სერვისები.
ინოვატორებად კი ის კომპანიები დასახელდნენ, რომლებიც ქმნიან ახალ, ინოვაციურ პროდუქტებსა და ინსტრუმენტებს, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები