სელფი მობაილმა Nokia-სთან 4G ქსელის განახლებასა და 5G ქსელის დანერგვაზე მოცულობითი ხელშეკრულება გააფორმა
ფოტო: სელფი
სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, დღეს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Nokia-სთან ხელი მოაწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 4G ქსელის განახლებასა და 5G ქსელის დანერგვას ეხება. შეთანხმების მიხედვით, Nokia არსებული საბაზო სადგურების მოდერნიზებას და ასევე, ახალი საბაზო სადგურების აშენებას განახორციელებს. ახალი სადგურები უკვე მორგებულია 5G ტექნოლოგიას.
Nokia სელფის მოწყობილობებს მისი ყოვლისმომცველი 5G AirScale პორტფოლიოდან მიაწოდებს, რომელიც ენერგოეფექტური ReefShark System-on-Chip (SoC) ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გარიგება Nokia-ს უახლესი თაობის AirScale Baseband-სა და დისტანციური რადიოს ხელმძღვანელის (RRH) პროდუქტებსა და Nokia-ს ჭკვიან MantaRay ქსელის მართვის სისტემაზე წვდომას მოიცავს, რაც კომპანიას, AI ფუნქციონალის გამოყენებით, ქსელის კონსოლიდირებული ხედვით და გაუმჯობესებული მონიტორინგით უზრუნველყოფს. საქართველოში 5G ქსელის აუქციონის დასრულების შემდგომ კი Nokia ახალ 5G (3.5 GHz) საბაზო სადგურებსაც დანერგავს.
ხსენებული ფართომასშტაბიანი სამუშაოების შედეგად, სელფის მომხმარებლები ისარგებლებენ მაღალი ხარისხის კავშირგაბმულობით, მათ შორის სწრაფი ფართოზოლოვანი სერვისების სრული დაფარვითა და შესაძლებლობებით. სამუშაოების დაწყება უკვე 2023 წლის ნოემბერში იგეგმება.
"უაღრესად მოხარული ვარ გაცნობოთ, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმების თაობაზე მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Nokia-სთან. ეს გარიგება უზრუნველყოფს ქსელის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რასაც ჩვენი მომხმარებელი ასე ელოდა. დღეს გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდება დაფარვის ხარისხი, მომხმარებელს ექნება ინტერნეტის მაღალი სიჩქარე მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქსელის შესაძლებლობები მოერგება დატა ტრაფიკზე მზარდ მოთხოვნას. ეს შეთანხმება ასევე არის მზადება 5G ქსელის განვითარებისთვის. Nokia-სთან ჩვენმა მრავალწლიანმა პარტნიორობამ და კომპანიის ძლიერმა ქსელური აღჭურვილობის პორტფოლიომ, გაგვიადვილა Nokia-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გადაწყვეტილების მიღება", — განაცხადა ვასილ ბერიშვილმა, სელფი მობაილის გენერალურმა დირექტორმა.
"დღევანდელი დღე არის CBS ჯგუფის დაპირების შესრულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. მიმდინარე წლის აპრილში, ახალი ბრენდის წარდგენისას, ჩვენ აღვუთქვით სელფის 1.45 მლნ მომხმარებელს, რომ CBS-ი წელსვე განახორციელებდა ინვესტიციებს სელფის ქსელის მდგრადობის, ხარისხიანობისა და საიმედოობის გაუმჯობესების მიმართულებით. როგორც იცით, ამავე საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში, უკვე შედგა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება ქართულ ბაზარზე, რომლის შედეგადაც, სელფის სახით, ჩამოყალიბდა სრულად ქართული მობილური ოპერატორი და შეიქმნა სრულიად ახალი, ქართული ბრენდი. ახლა უკვე 5G ტექნოლოგიის სამომავლო განვითარების პერსპექტივით, CBS ჯგუფი, ქვეყანაში საუკეთესო მობილური კავშირის უზრუნველყოფისთვის, განაგრძობს მუშაობას. მინდა მადლობა ვუთხრა სელფისა და Nokia -ს გუნდებს იმ ერთობლივი წარმატებული ძალისხმევისათვის, რისი შედეგიც დღეს გაფორმებული ხელშეკრულებაა", — განაცხადა თამარ გახარიამ, CBS ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა.
"სელფი მობაილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და დიდი ხნის კლიენტია. ჩვენ ვამაყობთ, რომ შესაძლებლობა გვაქვს კიდევ უფრო გავაღრმაოთ კომპანიასთან გრძელვადიანი პარტნიორობა, როგორც მისი არსებული ქსელის პორტფოლიოს გაუმჯობესებით, ასევე 5G ქსელის დანერგვისთვის საფუძვლის ჩაყრით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პროექტის დასრულებას და იმ პოზიტიური შედეგების ნახვას, რაც მას სელფის მომხმარებლებზე ექნება", — აღნიშნა დემეტრიო რუსსომ, ნოკიის ვიცე-პრეზიდენტმა თურქეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები