შინეიდ ო'კონორის ცხოვრება ფოტოებში
ფოტო: Shutterstock
ცნობილი ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო'კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. დუბლინელმა მუსიკოსმა კარიერა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში სადებიუტო ალბომით დაიწყო და წლების განმავლობაში თავი მილიონობით ადამიანს დაამახსოვრა.
ამ სტატიაში მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპიდან მნიშვნელოვან ფოტოებს გთავაზობთ:
ო'კონორი დუბლინის ოლიმპიური სამეჯლისო დარბაზის სცენაზე, 1988 წლის 4 მარტი
ფოტო: Getty Images
მომღერლის მეორე ალბომი I Do Not Want What I Haven't Got პირველზე არანაკლებ წარმატებული გამოდგა. ალბომის ერთ-ერთი სინგლი, პრინსის დაწერილი Nothing Compares 2 U მოგვიანებით ნამდვილ ჰიტად იქცა და ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე წლის #1 მსოფლიო სინგლადაც დასახელდა. ამასთან, ო'კონორი მხოლოდ მომღერლობას არ სჯერდებოდა და მსახიობობასა და მოდელობასაც ითავსებდა.
Nothing Compares 2 U გადის დუბლინის კოლეჯ გრინში, სანამ ხალხი აშშ-ს პრეზიდენტ ობამას ჩამოსვლას ელოდება, 2011 წლის 23 მაისი
ფოტო: Kevin Lamarque/Reuters
შინეიდი 1999 წელს
ფოტო: Shutterstock
ო'კონორი ფილმ ქარიშხლიან უღელტეხილში, 1992 წელი
ფოტო: Everett Collection Inc/Alamy
მუსიკალური კარიერის პარალელურად, მომღერალი აქტივისტურ საქმიანობაშიც იყო ჩართული, რის გამოც ის, თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, ადამიანებმა მალევე შეიძულეს. ეს დამოკიდებულება ო'კონორის სკანდალურ გამოსვლას მოჰყვა, როდესაც შინეიდმა Saturday Night Live-ის დროს იმდროინდელი პაპის ფოტო დახია და ის კათოლიკურ ეკლესიაში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების დაფარვაში დაადანაშაულა. ცხრა წლის შემდეგ დანაშაული პაპმა თავადაც აღიარა.
ო'კონორი ხევს რომის პაპ იოანე პავლე II-ის სურათს სატელევიზიო შოუ Saturday Night Live-ში, 1992 წლის 3 ოქტომბერი
ფოტო: Yvonne Hemsey/Getty Images
ო’კონორის გამოსახულება დუბლინის Hard Rock Cafe-ს კედელზე წარწერით: "შინეიდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში მართალი იყავი, ჩვენ ვცდებოდით, ძალიან ვწუხვართ"
ფოტო: Niall Carson/PA
შინეიდი შვილ როიზინთან ერთად ანტირასისტულ დემონსტრაციაზე დუბლინში, 2000 წლის 13 მაისი
ფოტო: Reuters
მომღერალი საფრანგეთში, სადაც ლათინურ ეკლესიაში მღვდლად ეკურთხა და ახალი სახელი, დედა ბერნადეტა მერი ო’კონორი მიიღო
ფოტო: Michael Crabtree/PA
კარიერული წარმატების მიუხედავად, ო'კონორს რთული პირადი ცხოვრება ჰქონდა. მომღერალი იხსენებდა, რომ ბავშვობაში, მისი მშობლების დაშორების შემდეგ, დედა მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მუსიკოსი ღიად საუბრობდა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სუიციდურ ფიქრებზე. გასული წლის დასაწყისში ო'კონორს 17 წლის შვილი დაეღუპა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში მოხვდა.
ო’კონორი შვილთან ერთად დუბლინის ელექტროპიკნიკის ფესტივალზე, 2011 წელი
ფოტო: WENN Rights Ltd/Alamy
შინეიდი სახლში, 2010 წელი
ფოტო: Martin Godwin
სიცოცხლის ბოლო წლებში ო'კონორმა ისლამი მიიღო და მისი რწმენის შესახებ საჯაროდ ხშირად საუბრობდა. მიუხედავად სირთულეებისა, მუსიკოსმა სულ ცოტა ხნის წინ თავის გულშემატკივარს აცნობა, რომ 23 წლის შემდეგ ლონდონში საცხოვრებლად დაბრუნდა და ალბომზე მუშაობას ასრულებდა. ახალი ალბომის გამოშვებასთან ერთად, 2024 წლიდან ო'კონორი მსოფლიო ტურნეს დაწყებასაც გეგმავდა. სამწუხაროდ, მომღერალი გეგმების განხორციელებამდე გარდაიცვალა, თუმცა მუსიკის ინდუსტრიაზე წარუშლელი კვალი დატოვა.
ო'კონორი კანადის Vogue Theatre-ში შესრულებისას, 2020 წლის 1 თებერვალი
ფოტო: Andrew Chin/Getty Images
ამავე თემაზე:
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები