Euromoney: საქართველოს ბანკი 2023 წლის საუკეთესო ბანკია საქართველოში
ფოტო: საქართველოს ბანკი
მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
გამარჯვებულების გამოსავლენად გამოცემამ ფინანსური ინსტიტუტების მიერ 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული ინიციატივების, გაუმჯობესებული და ახალი საბანკო სერვისებისა და პროდუქტების ანალიზი ჩაატარა. დეტალური კვლევისა და ბაზარზე არსებული ბანკების მონაცემების შედარების შედეგად კი Euromoney-ს ჟიურიმ ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ბანკები გამოავლინა, რომლებიც მომხმარებელს ინოვაციურ და თანამედროვე საბანკო და ფინანსურ გადაწყვეტებს სთავაზობენ.
"საუკეთესო ბანკის ჯილდო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც 1996 წლიდან ენიჭებათ ფინანსური ინსტიტუტებს, რომლებიც საუკეთესოთა შორის სახელდებიან", — ნათქვამია Euromoney-ს განცხადებაში.
საქართველოს ბანკმა ჯილდო 2022 წელს შექმნილი პროდუქტებისა და სერვისებისთვის მიიღო, რომელთა მიზანს მომხმარებელთა ყოველდღიურობის გამარტივება, ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური განათლების ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და საბანკო ოპერაციების გაციფრულების ხელშეწყობა წარმოადგენდა. აღნიშნულ ინიციატივებს შორის იყო: საქართველოს ბანკის sCoolApp-ი, მობილბანკში ისეთი თანამედროვე საბანკო გადაწყვეტების იმპლემენტაცია, როგორიცაა: ინვესტიციები და დაზღვევის მოდული, რეალურ დროში შეთავაზებების გაგზავნა, გადახდების პროცესების გამარტივება და სხვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ყოველთვიურ მომხმარებელთა რაოდენობა 1.2 მილიონს უტოლდება, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 33.3%-იანი ზრდის შედეგია.
"საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს, შექმნას ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც მომხმარებლებს საბანკო ოპერაციების განხორციელების პროცესს გაუმარტივებს. ამასთან, დაეხმარება ახალგაზრდებს, მიიღონ ფინანსური განათლება და ჩამოიყალიბონ ეკონომიკური აზროვნება, რაც მომავალში მათი მხრიდან ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს. ჩვენი გადაწყვეტების ეფექტურობაზე მუდმივად მზარდი მომხმარებლების რაოდენობა მეტყველებს. მაგალითად, ჩვენს BOG ScoolApp-ზე 65 000-ზე მეტი მოსწავლე არის დარეგისტრირებული და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. ჩვენ მიერ განხორციელებული ინიციატივების გავლენიანი გამოცემის, Euromoney-ს მიერ აღიარება კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ, ახალი, ინოვაციური სერვისების შექმნასა და მომხმარებლებისთვის ახალი, თანამედროვე პროდუქტების შეთავაზებას", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
-
შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე
გადახედვა
-
გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის
გადახედვა
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა
-
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
-
დაიწყეთ კონსულტაციები არქეოლოგიური ფენების შესასწავლად — "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" კულტურის სამინისტროს მიმართავს დაიწყეთ კონსულტაციები არქეოლოგიური ფენების შესასწავლად — "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" კულტურის სამინისტროს მიმართავს
გადახედვა
კომენტარები