20 ივლისს ზუგდიდში მიუსაფარ ცხოველებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიება გაიმართება
ფოტო: Animal Project
20 ივლისს, ზუგდიდში ორგანიზაცია Animal Project-ის ღონისძიება — Feel the PAWer of love in Zugdidi გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების პრობლემების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მათ გადასაჭრელად მეტ ჩართულობას.
ფოტო: Animal Project
ღონისძიება ზუგდიდის სკეიტ პარკში, 17:00 საათიდან გაიმართება და არაერთ მხიარულ, შემეცნებით და საინტერესო აქტივობას გააერთიანებს. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს დახვდებათ:
- მეტისების არაჩვეულებრივი გამოფენა;
- Befor & After — ქუჩიდან აყვანილი ცხოველების ფოტო-გამოფენა;
- ვეტერინარის საჯარო ლექცია;
- საბავშვო კუთხე — ცხოველების სახლების მოხატვა და სხვა აქტივობები;
- საქველმოქმედო მარკეტი — ვენდორების მიერ წარდგენილი სხვადასხვა ნივთები, აქსესუარები;
- გასაჩუქებელი ლეკვების კუთხე;
- საინფორმაციო მასალები;
- სთრით ფუდი და გამაგრილებელი სასმელი;
- მუსიკა.
ფოტო: Animal Project
ფოტო: Animal Project
ფოტო: Animal Project
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი ქუჩიდან აყვანილი მეტისების გამოფენა მიზნად ისახავს ცხოველების ქუჩიდან / თავშესაფრიდან აყვანის წახალისებას, იმ სტერეოტიპების ჩამოშლას, რომელიც მეტისების შესახებ არსებობს და სილამაზის კონკურსებისა და გამოფენების გაშარჟებით საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რამდენად არასწორი და არაჯანსაღია გარეგნობაზე ორიენტირებული ღონისძიებები.
გამოფენაში მონაწილეობა მარტივია, მთავარია თქვენი კომპანიონი ქუჩიდან აყვანილი მეტისი იყოს და რეგისტრაცია წინასწარ გაიაროთ (მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია). გამოფენის გამარჯვებულებს სერტიფიკატი, მედალი და საჩუქრები გადაეცემა. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
- ყველაზე განიერი;
- ყველაზე მოკლე;
- ყველაზე პატრონს დამსგავსებული;
- ყველაზე გადარჩენილი (აქ ცხოველის პატრონმა უნდა მოჰყვეს ისტორია, თუ როგორ იპოვა თავის ოთხფეხა მეგობარი და რა ისტორია ჰქონდა მას, სანამ ახალი ოჯახის წევრი გახდებოდა);
- ყველაზე მეტისი;
- მის ზუგდიდი;
- მისტერ ზუგდიდი.
პროექტი — Animal Project ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
მეტისების არაჩვეულებრივი გამოფენის სპონსორები არიან: Tsugrumela, Tegeta, Body Shop, Tene, Veli Store, Nexgard Spectra, Giovanni Mora, Happy Dog, Geo Snacks, Enzo, Alter Socks, Ringo, თბილისის ბიბლიოთეკები, სულაკაურის წიგნის მაღაზია.
გამოფენის სპონსორები ზუგდიდიდან: Tamtini Bakery, International Business School, ავტოტესტცენტრი, Lazebi, Anaklia Resort Pratap's Signature, Garden Palace.
საქველმოქმედო ბაზრობის პარტნიორები ზუგდიდიდან: ეკო ხელნაკეთი, ხელები მშვიდობისთვის, 7R Georgia, ციცისგან, ნეოგენი.
ღონისძიების ტექნიკური მხარდამჭერები: ზუგდიდის მერია, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო.
კვებისა და სასმლის ვენდორი კი Mego Bar იქნება.
თუ ღონისძიებაზე დასწრება გინდათ, თვალი ადევნეთ Facebook გვერდს, რეგისტრაციისთვის კი შეავსეთ სპეციალური ფორმა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები