500 Georgia-ს მეხუთე ნაკადისთვის სტარტაპების რეგისტრაცია დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს დემო დღის ღონისძიებაზე სტარტაპების მეხუთე ნაკადისთვის რეგისტრაცია გახსნილად გამოცხადდა.
დღეიდან ქართველ და უცხოელ სტარტაპერებს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შეტანა უკვე შეუძლიათ. ამისთვის, საკმარისია გადახვიდეთ ბმულზე - https://500.co/accelerators/500-georgia/apply, ან ქვემოთ ნაჩვენები QR კოდი დაასკანეროთ:
დემო დღის ღონისძიებაზე საზოგადოების წინაშე 12 კომპანიის წარმომადგენელი უკვე წარდგა. მათ ინვესტორებს თავიანთი პროდუქტები, უპირატესობები და შეთავაზებები გააცნეს. ესენია მეოთხე ნაკადის 12 სტარტაპი 7 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან: Arena Games, Bilimber, DataMind, Dealpad, Deskntea, Emonomy, Fortu Wealth, Glorri, Murmur, OneApp, Squares, და Uteach.
აქვე გეტყვით, რომ 500 Georgia აქსელერაციის რეგიონული საინვესტიციო პროგრამაა, რომელიც სილიკონ ველიზე დაფუძნებული 500 Global-ის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა.
მისი განხორციელებით 500 Global მიზნად ისახავს, საერთაშორისო ცოდნისა და რესურსის გამოყენებით სტარტაპებს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს. უფრო ზუსტად, კაპიტალით უზრუნველყოს ისინი, ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე გაფართოებაში და, საერთო ჯამში, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა გააძლიეროს.
პროგრამაში მონაწილეობა სტარტაპებს საშუალებას აძლევს, მენტორებისა და ინვესტორების ფართო აუდიტორიას მისწვდნენ, ამ გზით კი საკუთარი პოტენციალი მაქსიმუმამდე გაზარდონ. ასევე, უცხოური ბაზრები შეისწავლონ და საკუთარ კომერციულ შესაძლებლობებში უკეთ გაერკვნენ.
რაც შეეხება 500 Global-ს, იგი ე.წ. ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც 2.7-მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციებს დებს სტარტაპებში, რომელთაც პოტენციალი აქვთ, სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიები გახდნენ; თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და მთავრობებს ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნაში ეხმარება, რომელშიც სტარტაპები სწრაფად შეძლებენ განვითარებას.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა

კომენტარები