ჩცდ ბრუნდება — რა ვიცით სერიალის ახალ, მე-19 სეზონზე
პოპულარული ქართული სერიალი ჩემი ცოლის დაქალები ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 7 ივლისიდან დაბრუნდება ტელეეკრანებზე. ამის შესახებ სერიალის პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ განაცხადა ფორმულას ეთერში. მართალია, ახალი სეზონის შესახებ ჯერ კიდევ მაისის თვეში შევიტყვეთ, თუმცა, ახლა თანდათან უკვე ვიგებთ სხვა დეტალებსაც მონატრებული სერიალის გაგრძელებაზე.
ფორმულას დილის გადაცემაში სტუმრობისას კი, ირაკლი საღინაძემ რამდენიმე საინტერესო ამბავიც გაგვიმხილა. როგორც სერიალის პროდიუსერი ამბობს, მაყურებელს ჩცდ-ის მე-19 სეზონში ბევრი სიურპრიზი ელოდება. ყველაფრის მოყოლა, რა თქმა უნდა, არ ივარგებდა, მაგრამ ამჯერად, ახალი სეზონის პრემიერის თარიღთან ერთად, შინაარსთან დაკავშირებული ერთი-ორი სიახლეც შევიტყვეთ.
მაშ ასე — აი, რა ვიცით ჩცდ-ის მომავალ მე-19 სეზონზე:
სტატიაში შეხვდებით სპოილერებს ჩცდ-ის წინა სეზონებიდან
სიუჟეტი მე-18 სეზონის დასასრულიდან არ გაგრძელდება
ფოტო: ჩცდ / ფორმულა კრეატივი
რადგან წინა და მომდევნო სეზონებს შორის უჩვეულოდ დიდი პაუზა გამოვიდა, ბუნებრივია, რომ ახალ სეზონში მოსალოდნელზე მეტი სიახლე დაგვხვდება. როგორც საღინაძე ამბობს, მე-19 სეზონის პირველ სერიაში ვიხილავთ, როგორ გამოდის ბაქარ ორჯონიკიძე კომიდან და ცდილობს, ამნეზიის შედეგად დავიწყებული ამბები გაიხსენოს. ბაქარის ამ მდგომარეობაში ხილვა კი გასაკვირი ნამდვილად არაა — პერსონაჟს ხომ წინა სეზონში ტაფაჩარტყმულს დავემშვიდობეთ, როცა გამუდმებული ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ცოლი ბიზნესმენს ფიზიკურად გაუსწორდა.
ბაქარი კომიდან, ელვირ სვინტრაძე კი ციხიდან გამოდის. ესეც სერიალის პროდიუსერისგან შევიტყვეთ, რომელმაც ახალ სეზონში პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაც დაგვიანონსა. თუმცა, საღინაძე იქვე ამატებს, რომ ჩცდ კვლავაც სოციალურ სატირად დარჩება და პოლიტიკის თემა სერიალში, ტრადიციულად, რეალობის ზოგადი ასახვა იქნება.
ახალი ამბების განვითარების მიუხედავად, მე-19 სეზონში ეგრეთ წოდებული ფლეშბექებით იმასაც გავიგებთ, რა ხდებოდა ბოლო ერთ წელში ამა თუ იმ პერსონაჟის ცხოვრებაში.
უკეთ განვითარდება პერსონაჟების ახალი თაობის ხაზი
ფოტო: ჩცდ / ფორმულა კრეატივი
ნოემბერში 12 წელი სრულდება, რაც ჩცდ ტელეეკრანებზე გადის. მაშინ სერიალის ყველაზე პატარა გმირი, ტასო, მხოლოდ 4 წლის იყო და ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დადიოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, რასაკვირველია, ბავშვებიც გაიზარდნენ და მათ ცხოვრებასაც უფრო მეტი ადგილი დაეთმო სიუჟეტში. სერიალში ჯეკოს და ტასოს თინეიჯერობისას ბევრ სოციალურ პრობლემასაც გაესვა ხაზი, მათ შორის, ბულინგს და სკოლის სისტემის მანკიერ მხარეებს.
თუმცა, ახლა, როცა ჯეკო უკვე ზრდასრულია, ტასოს კი — არცთუ ბევრი უკლია, პროდიუსერი ამბობს, რომ მათი ხაზი სერიალში "ერთ-ერთი წამყვანი" გახდება.
"იმის მიუხედავად, რომ მათი ამბები სერიალში ყოველთვის მძაფრად იყო წარმოჩენილი, ახლა უკვე ვიხილავთ, როგორც საზოგადოების სრულფასოვან, აქტიურ წევრებს", — ამბობს საღინაძე.
რამდენიმე გმირს ახალ სეზონში ვერ ვიხილავთ
ფოტო: ჩცდ / ფორმულა კრეატივი
კვლავაც სეზონებს შორის პაუზიდან გამომდინარე, გასაკვირი არც ისაა, რომ რამდენიმე მსახიობს პროექტის დატოვება მოუხდა. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად პროდიუსერმა გიორგი ბოჭორიშვილი (ზაზა) დაასახელა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საზღვარგარეთ იმყოფება.
თუმცა, ჩცდ-ში, რომელიც ერთ-ერთი ყველა ხანგრძლივი ქართული ტელესერიალიცაა, სხვადასხვა სეზონზე მუდმივად იცვლებოდნენ სახეები — ზოგჯერ ამას სიუჟეტი მოითხოვდა, ზოგჯერ კი ტექნიკური დეტალი გახლდათ. ამის მიუხედავად, არაერთი დაბრუნებული პერსონაჟიც გვახსოვს (მაკა, ცოტნე, თენგო).
მოკლედ, წინ ნამდვილად საინტერესო ამბები გველოდება და ისღა დაგვრჩენია, 7 ივლისამდე მოვიცადოთ.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
კომენტარები