კახა კალაძე

8 Jun. 2023, 16:55

გულწრფელად ვიტყვი: ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. არ იფიქროთ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებია, ეს არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას ყავს მტრები.

ჯერ რას ნიშნავს ზედაპირული შესრულება? ჩვენ ვთქვით, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება ივნისისთვის, პროცესი მიმდინარეობს. ნებისმიერი პარამეტრი ავიღოთ. უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მესმის, ამ ქვეყანაში რაც ხდება და რამხელა უბედურება ტრიალებს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი გამოდის და საუბრობს, რომ საქართველო ჩამორჩება მოლდოვას, ის არის, რბილად რომ ვთქვათ, დაცინვის ღირსი. ავიღოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი პარამეტრი და გავაკეთოთ შედარებები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით — ნახავთ, თუ როგორ წინ არის ჩვენი ქვეყანა ყველანაირი თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც ის არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ სტატუსი არ მოგვანიჭეს, ესეც, ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყო გაკეთებული — უნდოდათ, რომ ეს პოლიტიკურად ქვეყნის შიგნით გამოეყენებინათ ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ მინდა, დავარწმუნო ეს ადამიანები და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მათ არაფერი გამოუვათ იმ თვალსაზრისით, რომ მოახდინონ დაპირისპირება, რევოლუციები. არ გამოუვათ. საქართველოში დღევანდელ ხელისუფლებას ყავს ძალიან დიდი მხარდამჭერი - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ატარებს ამ ქვეყნის და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესს. 

ასე ეხმაურება მერი ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებას, რომ 12 რეკომენდაციაზე პროგრესი არასრული და ხშირად ზედაპირულია და საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ საკვანძო საკითხში უკან ჩამორჩება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული

დემენციის ზოგ რისკ-ფაქტორს ვერ შევცვლით (მაგალითად, გენეტიკას), თუმცა სხვების გაკონტროლება შეგვიძლია: იქნება ეს…