ირაკლი ღარიბაშვილი

19 May. 2023, 11:09

ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. დღეიდან თქვენ წინაშე სრულიად ახალი ეტაპი იწყება — ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე, რაც მთავარია — განვითარების ახალი პერსპექტივებით. წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლას. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თქვენ — ხვალინდელი საქართველოს უმთავრეს შემოქმედებს განათლების, თვითრეალიზებისა და ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეგიქმნათ. თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს

ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ენდომეტრიოზის სამკურნალო ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელმაც გამოცდის…