გიორგი გახარია

15 May. 2023, 15:46

ძალიან დიდი იმედგაცრუებაა საქართველოდან. რთული ასახსნელია, ჩვენი ქვეყნის მეგობრები ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება საქართველოში კითხვის ნიშანი არსებობდეს ქვეყნის საგარეო ინტერესებთან დაკავშირებით. [...]

საქართველოს მთავრობას ჰქონდა ერთადერთი მიზანი: არაფერი არ გაეკეთებინა იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. უბრალოდ, ჩარეულიყვნენ. საქართველოს დღეს ექნებოდა გარანტირებული ევროპული მომავალი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. დღეს, მას შემდეგ, როდესაც საქართველოს მთავრობამ უცხოური ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი დააანონსა, შემდგომ გულთბილად მიესალმა პუტინის გადაწყვეტილებებს. რამდენიმე დღის წინ, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის წესი შეცვალა და დარწმუნებული ვარ, ასეთ იდიოტურ ნაბიჯებს კიდევ გააგრძელებენ საქართველოს ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად და ხელოვნურად აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ოპერისა და ბალეტის თეატრთან და პირველ კლასიკურ…