ნახეთ: როგორ შეგიძლიათ ხმა მისცეთ საქართველოს ევროვიზია 2023-ზე
ფოტო: Sarah Louise Bennett / EBU
2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი დაიწყო — 9 მაისს ლივერპულმა მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის პირველ ნახევარფინალს უმასპინძლა და ათი ფინალისტის ვინაობაც გამოარკვია.
თუმცა, წინ არის მეორე ნახევარფინალი, რომელშიც საქართველო იღებს მონაწილეობას. წლევანდელ ევროვიზიაზე ჩვენს ქვეყანას ირუ წარადგენს, სიმღერით Echo. მომღერალი კონკურსზე 11 მაისს, თბილისის დროით საღამოს 11 საათზე, მე-11 ნომრად წარდგება მაყურებლის წინაშე. აღსანიშნავია, რომ წელს ფინალისტების გამოვლენაში მხოლოდ ტელემაყურებელი მონაწილეობს, შესაბამისად, ქართველი მონაწილის ფინალში გადასასვლელად გულშემატკივრის აქტიური მხარდაჭერაა საჭირო.
რა უნდა იცოდეთ, თუკი ევროვიზიაზე საქართველოს მხარდაჭერა გსურთ
- საქართველოდან ქართველ კონკურსანტს ხმას ვერ მისცემთ;
- ხმის მიცემა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი გამოვა და შოუს წამყვანები გამოაცხადებენ პროცესის დაწყებას;
- თუკი მეორე ნახევარფინალში მონაწილე 16 ქვეყნიდან (იხილეთ ქვემოთ) რომელიმეში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში ან უკრაინაში იმყოფებით, ხმის მიცემის დეტალური ინსტრუქციისთვის უნდა უყუროთ შესაბამისი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს; ტელეფონზე აკრიფოთ ეკრანზე გამოჩენილი ნომერი და ბოლოს — 11. ან გააგზავნოთ მოკლეტექსტური შეტყობინება — 11 — შესაბამის ნომერზე;
- თუ კონკურსზე არამონაწილე ქვეყანაში იმყოფებით, ხმის მიცემას შეძლებთ ონლაინ, ვებგვერდზე: esc.vote
- ხმის მიცემა მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება და მის დასრულებას წამყვანები გაცნობენ.
იმ შემთხვევაში, თუკი ქართველი მონაწილე ფინალში გადავა, დასკვნით შოუზე, 13 მაისს, იმავენაირად მისცემთ ხმას — ამჯერად, უკვე სხვა ნომრით, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა.
ევროვიზიის რიგით 67-ე კონკურსი გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ლივერპულში იმართება 9 მაისიდან 13 მაისამდე. 22 წლის ირუმ მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლის სტატუსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ ვოისში გამარჯვებით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იგი ასევე იყო ჯგუფ ქენდის წევრი, რომელმაც 2011 წელს ჩვენს ქვეყანას საბავშვო ევროვიზიაზე მეორე გამარჯვება მოუტანა.
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
-
რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში
-
სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა" სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა"
გადახედვა
-
აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა
გადახედვა

კომენტარები