პუტინის 9 მაისი: რუსული არმიის ნარჩენები ავიაციის შოუსა და უკვდავი პოლკის მსვლელობის ნაცვლად
ფოტო: RIA
რატომ არის მნიშვნელოვანი: 9 მაისი კრემლისთვის ყოველთვის ძლევამოსილების დემონსტრირების დღე იყო, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ იმიჯის გასაძლიერებლად და პროპაგანდის გასამყარებლად. სწორედ ამიტომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ღონისძიებები არა 8, არამედ 9 რიცხვში იმართებოდა.
- წელსაც წითელ მოედანზე, ტრადიციულად, საზეიმო აღლუმი უნდა გამართულიყო, თუმცა ამჯერად მხოლოდ რუსული არმიის ნარჩენების მსვლელობა ვნახეთ.
- ნარჩენების იმიტომ, რომ "მსოფლიოს მეორე არმიის" დიდ დანაკარგებს უკვე პუტინის ახლო გარემოცვაც კი აღარ მალავს, თან ტექნიკის ნაკლებობაც თვალშისაცემი იყო.
- შარშანდელის მსგავსად, ავიაციის წარმოდგენა არ ყოფილა — 2022 წელს გაუქმება ამინდს დააბრალეს, წელს კი პროპაგანდისტული მედიები მიზეზებზეც ვერ საუბრობენ და მხოლოდ ის დაწერეს, რომ შოუ არ გაიმართა.
- პუტინი და მისი გარემოცვა ე.წ. უკვდავი პოლკის მსვლელობის გარეშეც დარჩა, რომელიც ყოველ წელს კრემლის დაფინანსებით არამხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც იმართებოდა.
- მედიების ინფორმაციით, პროპაგანდისტული პოლკის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, წითელ მოედანზე ჩავლის ნაცვლად, მსვლელობა ონლაინ მოეწყოთ.
ფოტო: RIA
ფოტო: RIA
დეტალები: "საზეიმო" ღონისძიებები რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, თუმცა ყურადღების ცენტრში მოსკოვი და წითელი მოედანი იყო.
- ჟურნალისტმა არინა ბოროდინამ აღნიშნა, რომ აღლუმის გასაშუქებლად რუსულ ტელეარხებზე 40 წუთი იყო გამოყოფილი, რაც ჩვეულებრივზე ნაკლებია.
- როგორც მედუზა წერს, პროცესი 47 წუთი გაგრძელდა და წითელ მოედანზე ძირითადად საბჭოთა არმიის ტანკები Т-34 და Т-85, სარაკეტო კომპლექსი იარსი, С-400 და ისკანდერ-მ გამოიყვანეს.
- გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პუტინმა ჯერ კრემლში კოლეგებს უმასპინძლა, შემდეგ კი მოედანზე გავიდა და ვეტერანებს შეხვდა.
- აღლუმი და ჯარის ნარჩენები თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ჩაიბარა, რომელიც წელსაც ღია მანქანით გამოჩნდა მოედანზე.
- სოციალური ქსელების ცენტრში აღმოჩნდა კადრი, რომელშიც წითელ მოედანზე ეულად მომავალი ერთადერთი ტანკი ჩანს.
სტუმრები: მსოფლიოსგან იზოლირებულ პუტინს მხოლოდ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ლიდერი ესტუმრა.
- რიას ინფორმაციით, კრემლში ჩავიდნენ ყაზახეთის და სომხეთის პრემიერმინისტრები კასიმ-ჟომარტ ტოკაევი და ნიკოლ ფაშინიანი.
- ასევე, ბელარუსის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები ალექსანდრ ლუკაშენკო, სადირ ჯაფაროვი და ემომალი რაჰმონი.
პუტინის სიტყვა: რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა მილოცვით დაიწყო, როგორც მეორე მსოფლიო ომში, ასევე, ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე სამხედროების მიმართ.
- მერე აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის ჯარებიც უკრაინის მიწაზე იბრძვიან, ამტკიცებდა, თითქოს მისი ქვეყნის წინააღმდეგ ომია გაჩაღებული.
- შარშანდელის მსგავსად, წელსაც იმეორებდა მესიჯბოქსებს, რომ დასავლური ელიტები საუბრობენ თავიანთ ექსკლუზიურობაზე, პროვოცირებენ სისხლიან კონფლიქტებს და თესავენ რუსოფობიას.
- ამავდროულად ამტკიცებდა, რომ არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში რუსეთის მიმართ არამეგობრული ერები არ არსებობენ.
- ისევ იტყუებოდა, თითქოს უკრაინელი ხალხი გახდა "გადატრიალების და მის საფუძველზე ჩამოყალიბებული დასავლელი ბატონების კრიმინალური რეჟიმის მძევალი".
-
"ქვეყნის უსაფრთხოება დღეს თქვენზეა დამოკიდებული, თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ხალხის მომავალი. თქვენ ღირსეულად ასრულებთ თქვენს სამხედრო მოვალეობას, იბრძვით რუსეთისთვის. მთელი ქვეყანა შეიკრიბა ჩვენი გმირების მხარდასაჭერად. ყველა მზადაა დასახმარებლად", — თქვა პუტინმა უკრაინაში მებრძოლებზე, ოღონდ არც ის უხსენებია, რომ მობილიზაციის გამო ქვეყნიდან ათასობით ადამიანი გაექცა და არც ის, რომ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა არ აქვთ.
აღლუმის მიმდინარეობისას, ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ისევ არ მიაწოდა დაპირებული საბრძოლო მასალა მის ჯგუფს.
- არადა, სულ რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ რაც პრიგოჟინმა შოიგუს საჯაროდ, ვიდეოში აგინა, თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა, ფრონტზე მყოფებისთვის შეიარაღება მიეცათ.
- მეტიც, თავად გამოცდილმა პროპაგანდისტმა 9 მაისის აღლუმს პროპაგანდა უწოდა და გამოაცხადა, რომ ზეიმის უფლება არ აქვთ, რადგან მათ არ გაუმარჯვიათ და ეს მხოლოდ ბაბუების გამარჯვებაა.
- უკრაინულმა მედიებმა შენიშნეს, რომ აღლუმის დროს წითელ მოედანზე წითელი დროშა ფრიალებდა, მაგრამ რუსეთის დროშა მთელი პროცესი ძელზე იყო შემოხვეული.
- ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს ისიც, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სნაიპერები ჰყავდათ მობილიზებული.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება

კომენტარები