ყოფილი გამომძიებელი ბაჩალიაშვილის საქმის შესაძლო გაყალბებაზე ალაპარაკდა — რა გავიგეთ
ფოტო: თამარ ბაჩალიაშვილი / ფეისბუქი
რატომ არის მნიშვნელოვანი: 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა.
- 5 დღის შემდეგ, ის გარდაცვლილი იპოვეს საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული.
- საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა 24 ივლისს კიდევ ერთი კვალიფიკაცია — თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
- 18 სექტემბერს პროკურატურამ სიკვდილის მიზეზად მედიკამენტური ინტოქსიკაცია დაასახელა.
- 17 დეკემბერს კი უწყებამ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, მან თავი მოიკლა — გამოძიება შეწყდა.
როგორ მიმდინარეობდა გამოძიება: ამ საქმეზე თავიდანვე არაერთი კითხვის ნიშანი არსებობდა. ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა, ამიტომ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი იყო ჩართული.
- ოჯახისთვის გაურკვეველი იყო, როგორ ვერ იპოვეს მანქანა 4 დღის განმავლობაში — შსს კი განმარტავდა, რომ მანქანის მოძრაობის მარშრუტი და შემთხვევის ადგილს არ ემთხვეოდა ერთმანეთს, რის გამოც მანქანა მალე ვერ მოიძებნა.
- მაშინ ოჯახის ადვოკატი ამბობდა, რომ ექსპერტიზის დასაწყებად მისულებს, ბაჩალიაშვილის ტელეფონი გახსნილი დახვდათ — მისივე განცხადებით, ლუქზე ჰქონდა ხელი მოწერილი, ამიტომ ტელეფონი არ უნდა გახსნილიყო.
- მანვე აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერს ლუქი მის გარეშე მოხსნეს.
- თავის მხრივ პროკურატურა ამბობდა, რომ გამოძიების მსვლელობისას "აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია".
- მათივე მტკიცებით, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.
- თუმცა ოჯახი და ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გამოძიებამ არაერთი კითხვა დატოვა უპასუხოდ.
რა თქვა გამომძიებელმა: ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე შაბათის ფორმულამ ჩაწერა. 2020 წლის ივლისში ის რუსთავის პოლიციის უფროს გამომძიებლად მუშაობდა და ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის შემდეგ, საქმის გამოძიება დაავალეს.
- "დღემდე ღამეებიც კი ცუდად მძინავს, სულ იმის სახე მიდგას თვალწინ, გვამი მიდგას თვალწინ. არ მინდა უბრალოდ გავიხსენო. მინდა რომ ამ საქმეზე სამართალი დადგეს. უბრალოდ, მყარი მტკიცებულება იყოს, რომ თუნდაც თავი მოიკლა, მაგრამ ნამდვილად მე არ მჯერა ეს, სხვა რა გითხრათ არ ვიცი. არ მინდა, რომ ეს ტვირთი მარტო მე ვატარო, სხვებმაც ატარონ, ვისაც ეკუთვნით", — განაცხადა მან.
- ის რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებს, მათ შორის, გვამური პროცესების დაწყებაზე და იმაზე, რომ ცხედარი მწერებით იყო დაფარული.
- "ითქვა, რომ, შესაძლოა, მანქანაში ბუზი შეფრინდა, მაგრამ მე ის მაინტერესებს, საქარე მინები აწეული იყო ყველა, რამდენი ბუზი უნდა შეფრენილიყო განა. შესაძლოა, ბუზებისგან წარმოქმნილიყო მატლები, თუმცა რამდენი? [...] მე უფრო მაგ ვერსიას ვუშვებ, რომ იყო მიწაზე", — განაცხადა მან.
- შუბითიძე ამბობს იმასაც, რომ ჰქონდათ ეჭვი, ბაჩალიაშვილი რომელიღაც ქოლცენტრში მუშაობდა. "როგორც ვიცი რაღაც ქოლცენტრი იყო [სადაც მუშაობდა]. ზუსტად დასახელება არ ვიცი", — აცხადებს ის.
ტელეფონის ეპიზოდი: შუბითიძემ თქვა, რომ თანამშრომელმა ელგუჯა აპუაშვილმა მიუტანა ბაჩალიაშვილის გამორთული ტელეფონი და ლუქი და სთხოვა დაელუქა.
- "როდესაც რაღაც ნივთი იღება კონკრეტულ ადგილზე, იქვე ილუქება ის. თუმცა მას ჰქონდა მოტანილი დაულუქავ მდგომარეობაში. ამაზე პრეტენზია რომ ვუთხარი, მითხრა, რომ შემეძლო დამერეკა ხელმძღვანელებისთვის. აღარ დავუწყე, ვისთვის უნდა დამერეკა, დავლუქე და გავატანე უკან", — ამბობს შუბითიძე.
- იხსენებს, რომ მე-2 ან მე-3 დღეს ოქმის საფუძველზე გახსნა ტელეფონი და დაათვალიერა: "გამიჩნდა ერთადერთი კითხვა, 18 ივლისის ზევით, 17-16-15 რიცხვებში არანაირი ზარები არ იყო შემოსული, არც მესიჯები. იყო საქართველოს ბანკიდან შემოსული შეტყობინება და ასეთი რაღაცა. გამიკვირდა. ასეთი გაქანების გოგოს, მითუმეტეს ასეთ სფეროში მუშაობდა, წესით უნდა ყოფილიყო წინა რიცხვების ზარებიც".
- მიუთითებს იმაზეც, რომ ტელეფონის ჩართვის შემდეგ უნდა მისულიყო შეტყობინება გამოტოვებულ ზარებზე, რაც არ მიუღია.
- "თავიდან ეჭვი იმაზე დამებადა, რომ ელგუჯა აპუაშვილს საერთოდ არ უნდა მოეტანა ეს ტელეფონი, თუნდაც გახსნილ მდგომარეობაში, მას ხელი არ მიუწვდებოდა ამაზე", — თქვა შუბითიძემ.
- ფორმულამ კითხვები დაუსვა აპუაშვილსაც, რომელიც მათი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმიდან რამდენიმე თვეში დააწინაურეს — ის ამბობს, რომ წლები გავიდა და საქმის დეტალები არ ახსოვს.
გაწერილი კითხვები: შუბითიძე ამბობს, რომ გამოძიებისას პროკურატურიდან გაეგზავნათ კითხვარის შაბლონი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ "არც მეტი, არც ნაკლები".
- "გამომძიებელი როცა ხარ და ზედამხედველი გყავს პროკურორი და გეუბნება, რომ ეს კითხვა არის, მაშინ მას აღარ გაცდები. ბევრ რამეს ვკითხავდი, რაში გამოიხატებოდა ერთი ადამიანის საქმიანობა, კონკრეტულ დეტალებს", — ამბობს ის.
- თუმცა შუბითიძის ყოფილი კოლეგა, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა, ფორმულასთან ამას არ ადასტურებს.
- ფორმულას ინფორმაციით, შუბითიძე საქმეს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ვიდრე გამოძიებას თბილისის ბიურო გადაიბარებდა.
- გარდა ამისა, როგორც გადაცემის წამყვანები ამბობენ, მან 20-წლიანი კარიერა შსს-ში ამ ინტერვიუს შემდეგ თავისივე პატაკით დაასრულა.
ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეს ინტერვიუ მტკიცებულებაა, რათა საქმე თავიდან აღიძრას.
-
რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები
გადახედვა
-
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
-
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
-
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი? რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ" ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ"
გადახედვა
-
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
გადახედვა
-
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
გადახედვა
-
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
-
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
გადახედვა
-
რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა
გადახედვა
-
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
-
ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია
-
ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
გადახედვა
-
ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს
კომენტარები