ბექა ქურხულის წიგნს პრემია "საბა" არ წარადგენს — რა ხდება
28 მარტს მწერალმა ბექა ქურხულმა ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, პრემია "საბამ" მისი წიგნი, უკრაინული დღეები, არ მიიღო:
"ახლახან დამირეკეს გამომცემლობა ინტელექტიდან და მითხრეს, ლიტერატურული პრემია 'საბას' საორგანიზაციო კომიტეტიდან თუ რავი, რა ჰქვიათ, დიდი არზა მივიღეთ, სადაც გვამცნობენ რომ ბექა ქურხულის უკრაინულ დღეებს კონკურსზე ვერ მივიღებთ, რადგან, ბექა ქურხული ცუდი ბიჭია, წარსული 90-იანი წლების გადმონაშთი, როცა რამე არ მოსწონს ან უსამართლოდ მიაჩნია, იგინება, ირტყმევინება და ჩხუბობსო.
ახლა კი სერიოზულად!...მესმის!... მართლა... ეს გადაწყვეტილება გაცილებით გასაგებია, როდესაც განაწყენებული, დამცირებული და შეურაცხყოფილი 'საბას' ორგკომიტეტი ბოიკოტს მიცხადებს და ამას სრულიად გულწრფელად, ყოველგვარი ირონიის და ცინიზმის გარეშე მოგახსენებთ!", — ვკითხულობთ მწერლის განცხადებაში.
ბექა ქურხულის თქმით, "საბასთან" დაძაბულობას უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს და ეს ყველაფერი წლევანდელი გადაწყვეტილებით არ დაწყებულა:
"ძალიან არიფულად მეჩვენება ამეებზე გამოკიდება და ჩვენი შიდა სამზარეულოს გარჩევის აქ გამოფენა, როდესაც მესამე მსოფლიო ომია უკრაინაში. სწორედ გუშინ ჩამიყარეს მეგობრებმა კიევის დაბომბვის კადრები და შიგნით კიდევ ქოცების სამარცხვინო რეჟიმთან გვაქვს საბრძოლველი და გარწმუნებთ, არც მე მითარეშია ლვოვიდან ზაპოროჟიემდე, როცა უკრაინული დღეები იწერებოდა და არ შემიშვერია თავი რუსული ჭურვებისა და რაკეტებისთვის ამ თქვენი 'საბასთვის'! აი, არც გამხსენებიხართ, მე ვიყო ყველა ფორმაციის ქართველი პოლიტიკოსი ერთად".
მწერლის თქმით, დაძაბულობის მიუხედავად, მისთვის დიდი პატივია საბას 4-გზის ნომინანტობაც და ლაურეატობაც, თუმცა ცხოვრების ამ ეტაპზე ლიტერატურულ პრემიებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს:
"საკმაოდ მაქვს ლიტერატურული ჯილდოები, საკმარისზე მეტიც, ისე რომ შემიძლია სხვებსაც გადავუნაწილო, ან მსურველებს უკანაც დავუბრუნო თავისი ფულადი პრემიიანად!"
მწერლების მხარდაჭერა ბექა ქურხულს
ბექა ქურხულის სტატუსს მალე სხვებიც გამოეხმაურნენ. მათ შორის არჩილ ქიქოძე და რეზო თაბუკაშვილი არიან, რომლებმაც "საბადან" წიგნები მოხსნეს:
"ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ ბექა თუ არ იქნება, ჩემთვისაც უინტერესოა ისეთ კონკურსში მონაწილეობა, სადაც ასეთი ძლიერი კონკურენტი არ მეყოლება (მეგობრობას რომ თავი დავანებოთ). არც ვიცი, როგორ ხდება პროცედურა, რადგან გამომცემლობა წარადგენს წიგნს და არა ავტორი, მაგრამ მივმართავ სულაკაურების გამომცემლობას, რომ მოხსნას კონკურსიდან ჩემი მექსიკური დღიური", — წერს არჩილ ქიქოძე.
"ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ — ბექა ქურხულის წიგნი, მის მიერ ოდესღაც ვიღაცის მიმართ 'ცუდად წარმოთქმული სიტყვებისთვის' მოიხსნა ამ კონკურსიდან? და ეს ჩრდილავს მწერლის ნაშრომს? მინდა 'საბამ' დიდხანს და ძლიერად იაროს მრავალი წელი... ჩემი, წელს წარსადგენი წიგნით, კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება, მეც ჩავეხსნები ამ კონკურსს...", — წერს რეზო თაბუკაშვილი.
რას ამბობს გამომცემლობა "ინტელექტი"
საკითხს სოციალურ ქსელში "ინტელექტის" წარმომადგენელი ზვიად კვარაცხელიაც გამოეხმაურა. კვარაცხელიას თქმით, "საბაზე" მიყოლებით დაიჩაგრა ბექა ქურხულისა და თეონა დოლენჯაშვილის წიგნები, თუმცა თვლის, რომ "ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ტვირთი ორივე მხარეს აქვს – ავტორსაც, რომელმაც ჟიური და პრემიის დამფუძნებელი მიუღებელი ფორმით გალანძღა, და პრემიასაც – მისთვის ხურდის დაბრუნება ასე რომ გადაწყვიტა".
"საბა ქურხულამდეც გაულანძღავთ და შემდეგ პრემიაც მიუღიათ იმ ავტორებს – ნუ ჩამომათვლევინებთ, უჩემოდ იცით, ვისაც. პასუხისმგებლობის ტვირთი ჩვენც გვაქვს – გამომცემლობას, და მეც, 'საბას' ერთ-ერთ გამარჯვებულს, ამჯერად კი 'ინტელექტის' წარმომადგენელს, ვისთვისაც საამაყოა თანამედროვე მწერლობის გამოცემა და პოპულარიზაცია, ახალი ავტორების აღმოჩენა, მათზე ზრუნვა. უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტიც: ყველა ასეთ შემთხვევას საწულუკიანოს მესვეურები სხვა ინტერპრეტაციას მისცემენ თავიანთი – გათიშე და იბატონეს – პოლიტიკისთვის ახალი მასშტაბების მისაცემად. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი კომპრომისული გადაწყვეტილება მგონია. ვფიქრობ ეს წაადგება იმ დიდ საქმეს, რასაც თანამედროვე მწერლობა, გამომცემლობები და ლიტერატურული პრემია 'საბა' ერთად, ნაყოფიერი თანამშრომლობის პირობებში აკეთებენ", — ვკითხულობთ კვარაცხელიას განცხადებაში.
ზვიად კვარაცხელიამ მხარეებს შორის შერიგების ინიციატორობის სურვილიც გამოთქვა, "რადგან დაძაბულობის განმუხტვა პრემიის ღირსეულ მხარესაც წაადგება და ავტორის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნის წარმოჩენას პრემიის ლონგლისტში".
"საბას" პასუხი
ბექა ქურხულისა და ზვიად კვარაცხელიას განცხადებების საპასუხოდ "საბამ" ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც "ინტელექტისთვის" გაგზავნილი წერილიცაა გასაჯაროებული. გთავაზობთ წერილის ტექსტს:
"მოგესალმებით,
დასაწყისისთვის დიდ პატივისცემას და მადლიერებას გამოვხატავთ იმ წვლილის გამო, რომელიც თქვენს გამომცემლობას შეაქვს ქართული ლიტერატურის განვითარების პროცესში. 'საბას' არსებობის მანძილზე თქვენი გამომცემლობის არაერთი შესანიშნავი წიგნი ყოფილა ნომინანტთა თუ ლაურეატთა შორის.
აქვე გვინდა მცირე განმარტება და ინფორმაცია მოგაწოდოთ ბექა ქურხულის უკრაინულ დღიურებთან დაკავშირებით, რომელიც 2023 წლის 'საბას' პრემიაზე წარმოადგინეთ.
პირველყოვლისა, ძალიან გაგვაკვირვა წარმოდგენილ წიგნთა ნუსხაში ხსენებული ავტორის ხილვამ. ავტორმა არაერთხელ საჯაროდ, სრულიად უკადრისი ფორმით პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა ლიტერატურული პრემია 'საბას' ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს. 'ქუჩური გარჩევების' სულისკვეთებით, ლიტერატორების ღირსების შემლახველი სიტყვებითა და მუქარით, ადამიანების დედის გინებით იგი თავად გავიდა ლიტერატურული და ზოგადად ადამიანური ეთიკისა და ქცევის ჩარჩოდან, ლიტერატურული პოლემიკისა და დისკუსიების სივრციდან. 'საბასთვის', დღიდან დაარსებისა, არ არის უცხო მწვავე ლიტერატურული კრიტიკა, ჩვენ არათუ მივესალმებით, არამედ ხშირ შემთხვევაში თავად ვუწყობთ ხელს 'საბას' ირგვლივ სრულიად განსხვავებული ხედვებისა და პერსპექტივების გაჩენასა და წარმოჩენას. თუმცა არასდროს დავუშვებთ მრავალი ადამიანის მრავალწლიანი შრომითა და გარჯით მოპოვებული მონაპოვარი — ქართული ლიტერატურული პროცესი, თავისი აზრისა და ქცევის მაღალი სტანდარტით ერთი ავტორის მიერ საკუთარი კოლეგების ღირსების შემლახველ გინებამდე და ქუჩურ გარჩევებამდე დაეცეს. შესაბამისად, ლიტერატურული პრემია საბა' არ განიხილავს თქვენ მიერ წარმოდგენილი ავტორის წიგნს.
პატივისცემით,
საბა".
"საბამ" აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები დამატებითაც განმარტა:
"აქვე დავძენთ, რომ 'საბა' არის დამოუკიდებელი პლატფორმა, საკუთარი წესებითა და სტანდარტებით, მასში მონაწილეობა გულისხმობს ორმხრივ თანამშრომლობას, შესაბამისად, მინიმალური სტანდარტების დაცვასა და პატივისცემას.
ჩვენ სრულიად სამართლიანად არ ვაპირებთ ვიტვირთოთ იმ წიგნების მხატვრული შეფასება, რომელთა ავტორებიც წლების განმავლობაში პირდაპირი მნიშვნელობით დედას აგინებენ და ემუქრებიან პრემიის ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა წლებში ჟიურიში მომუშავე ადამიანებისა და პრემია 'საბას' დაცვა და, რაც მთავარია, თანმიმდევრული, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების გაფრთხილება და ჯანსაღი ლიტერატურული პროცესის შენარჩუნება."
-
ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა უამინდობის გამო გადაიდო ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა უამინდობის გამო გადაიდო
გადახედვა
-
მამების სკოლა — თეგეტელი მამების ახალი გამოცდილება მამების სკოლა — თეგეტელი მამების ახალი გამოცდილება
-
The Hill: ტეხასელი ნავთობინდუსტრიის ხელმძღვანელი "MEGOBARI აქტის" წინააღმდეგ ლობირებს The Hill: ტეხასელი ნავთობინდუსტრიის ხელმძღვანელი "MEGOBARI აქტის" წინააღმდეგ ლობირებს
გადახედვა
-
Bybit Card ქართულ ბაზარზე — კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა Bybit Card ქართულ ბაზარზე — კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
-
სასურსათო მაღაზიების ქურდობისთვის 6 პირი დააკავეს, მათ შორის 2 არასრულწლოვანია სასურსათო მაღაზიების ქურდობისთვის 6 პირი დააკავეს, მათ შორის 2 არასრულწლოვანია
გადახედვა
-
თამარ ონიანი: უკვე მალე დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის წარმოების ეტაპი და ევროსასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად თამარ ონიანი: უკვე მალე დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის წარმოების ეტაპი და ევროსასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად
გადახედვა
-
"ოცნებამ" ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა "ოცნებამ" ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა 2000 წლის არტეფაქტი გამოიკვლიეს, რომელიც ბატარეას ჰგავს მეცნიერებმა 2000 წლის არტეფაქტი გამოიკვლიეს, რომელიც ბატარეას ჰგავს
გადახედვა
-
მუხრანში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ მუხრანში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
გადახედვა
-
მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან დააკავშირეს მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ჩვილ ბავშვთა საკვები ფორმულის გამოყენებაზე გაფრთხილებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ჩვილ ბავშვთა საკვები ფორმულის გამოყენებაზე გაფრთხილებას ავრცელებს
გადახედვა
-
ფინეთის სამხედრო დაზვერვა: "რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირებულია, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა" ფინეთის სამხედრო დაზვერვა: "რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირებულია, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების კურსი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების კურსი დაემატა
-
NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის
გადახედვა
-
მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმის მინიშნებით, რომ არასწორი არჩევანის ფასი მშვიდობა იქნებოდა მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმის მინიშნებით, რომ არასწორი არჩევანის ფასი მშვიდობა იქნებოდა
გადახედვა
-
დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა
გადახედვა
-
ქვიზი: გაგიზიარებდა თუ არა ჯოუი ბოლო ფრის? ქვიზი: გაგიზიარებდა თუ არა ჯოუი ბოლო ფრის?
-
მეცნიერებმა უძველესი ხის იარაღები გამოავლინეს — 430 000 წლის წინანდელი არტეფაქტები მეცნიერებმა უძველესი ხის იარაღები გამოავლინეს — 430 000 წლის წინანდელი არტეფაქტები
გადახედვა
-
მეცნიერებათა აკადემიის სახელფასო ბიუჯეტი ₾3 მლნ-მდე გაიზარდა მეცნიერებათა აკადემიის სახელფასო ბიუჯეტი ₾3 მლნ-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ზუგდიდის სასამართლომ აქტივისტი თაკო გვილია ფეისბუქ-პოსტისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდის სასამართლომ აქტივისტი თაკო გვილია ფეისბუქ-პოსტისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები