ალექსანდრე ზიბზიბაძე

13 Mar. 2023, 01:17

ფრანკლინის კლუბი წელიწად-ნახევარია, რაც არსებობს. ჩვენი ძირითადი მისია და მიზნები არის საქართველოში ევროპული და კლასიკური ლიბერალური ღირებულებების გავრცელება. ამ დროში ჩვენი ძირითადი მიმართულება იყო ახალგაზრდებთან მუშაობა, გვაქვს ფრანკლინის აკადემია. აქ იღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, იდეოლოგიები, ადამიანის უფლებები, დებატები და ა.შ

ფრანკლინის კლუბი არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია და არანაირი ფორმით არ არის ჩართული აქტიურად პოლიტიკაში. არის ზეპარტიული და ჩვენი საქმიანობა უკავშირდება ახალგაზრდების განათლებას. 

პრემიერმინისტრის ბრალდებები მიმართული იყო იმ ათასობით ახალგაზრდისკენ, რომლებიც ჩვენთან მოდის, რაღაცნაირად შეაშინონ და გაუქრონ სურვილი და მოტივაცია, რომ მობრძანდნენ ფრანკლინის კლუბში და მიიღონ სხვადასხვა საკითხებზე განათლება და ცოდნა. ეს მგონია, ამ შემთხვევაში, მთავარი მიზანი. ეს რა თქმა უნდა, ჯდება ხელისუფლების ხაზში, რომელიც ცდილობს, ნებისმიერი ტიპის კერები, სადაც ადამიანები იღებენ განათლებას, ჩააქროს.

ამის შესახებ ალექსანდრე ზიბზიბაძემ, ფრანკლინის კლუბის წარმომადგენელმა ფორმულას ეთერში ისაუბრა. პრემიერმინისტრმა დღეს თქვა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ფრანკლინის კლუბის "ანარქისტები" იყვნენ, მათი რამდენიმე ფოტო ნახა და გაოგნებული დარჩა, რადგან მათ "რაღაც სატანისტების ფორმა" ეცვათ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება: "ნუ გააუფასურებთ…