ალეკო შუღლაძე

4 Mar. 2023, 20:20

დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ: ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს კურსი საერთოდ აცდენილია ჩემს სურვილებს. ასეთ წვალებას მხოლოდ კომუნისტური წყობილების დროს განვიცდიდი — ისინი აკეთებდნენ იმას, რაც უნდოდათ (და ასევე წინა ხელისუფლებას დაეწყო ეს კოშმარული სინდრომი და რის ვაი-ვაგლახით გადაილახა, მაგრამ თურმე სად ხარ).

მე მინდა ევროპაც და მინდა აღმოსავლეთიც. ორივე მიყვარს. ხან ეს, ხან ის — მათი კულტურითა და გამოცდილებით მე ვივსები. ორივე პოლუსი მიყვარს, დიდი არჩევანის საშუალებას ვაძლევ მთავრობას... ასეთი ფართო მიმართულებები გვაქვს, ამათ კი მოსკოვში მივყავარ! არ მინდა მოსკოვი! დღეს არ მინდა! არ მინდა დღეს რუსეთი! მოწამლულია იქაურობა. არ მიყვარს ლავროვი! ბლია*! ინდოეთში ჩავიდა და იქაც დასცინეს და დაუსტვინეს. [..]

ნორმალურ სახელმწიფოს კურსი ასე რადიკალურად რატომ უნდა ეცვლებოდეს? ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტმა (პირობითად) რატომ უნდა დაისახოს მიზნად სიქთივკარში ცხოვრება. უფაში რა უნდა ვაკეთოთ?

თქვენ რანაირი ჩემი თანამემამულენი ხართ, როცა პერმი ედინბურგს და დუბლინს გირჩევნიათ? რატომ არ ვართ უფრო მეტნი ისინი, ვისაც ბერლინი გვირჩევნია ორიოლს. ვისაც მუშაობა გვინდა, დალაგებული ცხოვრება გვიყვარს და არა მღვრიე წყალში და სხვის ჯიბეებში ხელის ფათური და ბომჟობა და ყრილობები და 200 გრამ კარაქზე გაცვლილი თავისუფლება და დამპალი ჩებურეკები. გუდრონის დედა ვატირე! მოკლედ, როგორც ვხვდები, ჩემი სამშობლო მალე სურგუტი იქნება და მინდა, მანამდე მოვასწრო და ისტერიულად, თუ გნებავთ, ისტორიულადაც კი დავიწივლო: "ძირს ნახერხიანი და ნავთიანი სკოლები! ძირს 72%-იანი ქონის საპონი! ძირს დაჭრილი ფილმები! ძირს შავი პური, რომელშიც პატარა თაგუნა ვიპოვე! ძირს საბჭოთა ბატონჩიკი ნაყინი, გაყინული წყალი! ძირს ჯინსებზე და ჟუვაჩკაზე **რევა!"

ასე ეხმაურება მწერალი ალეკო შუღლაძე ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების ინიციირებულ რუსულ კანონს, რომელიც არაერთი პარტნიორი ქვეყნის შეფასებით, საქართველოს ევროპულ მომავალს ძირს უთხრის. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება: "ნუ გააუფასურებთ…