თიბისის მხარდაჭერით ZANAGRO მწვანე ენერგიაზე გადასვლას გეგმავს
ფოტო: თიბისი ბანკი
ZANAGRO ქართული აგრარული პროფილის საწარმოო კომპლექსია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა.
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიული საშუალებების გამოყენებით მარცვლეულის — სიმინდი, ქერი, სოიო — წარმატებით მოყვანისა და რეალიზაციის შემდეგ, კომპანიამ, პირველად საქართველოში, მიწისა და კლიმატური პირობების შესწავლის შემდეგ, აბაშის რეგიონში 12 ჰა-ზე ბრინჯის საცდელი ჯიშები გააშენა და 8 ტონამდე მოსავალი აიღო.
კომპანიაში ამბობენ, რომ მიღებული შედეგები ქმნის პერსპექტივას, აღნიშნული პროდუქტის ასპროცენტიანი იმპორტი ჩანაცვლდეს შიდა წარმოებით, საქართველომ კი განახორციელოს ბრინჯის გარკვეული მოცულობის ექსპორტი. ეს იდეა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასია მსოფლიო ბაზარზე ბრინჯის 100%–იან იმპორტს ახორციელებს.
მიღებული შედეგების საფუძველზე ორგანიზაცია გეგმავს სათესი ფართობის გაზრდას, ბრინჯის ინდუსტრიული წესით დათესვას და გადამუშავებას.
მარცვლეულის მოყვანა-რეალიზაციის 5 წლიანი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად, კომპანიის დამფუძნებლებისთვის აშკარა გახდა მარცვლეულის გადამამუშავებელი ქარხნის საჭიროება, ამიტომ, 5 წლის თავზე, ZANAGRO-მ სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში საკუთარი ქარხანა ააშენა.
''2017 წელს გადავწყვიტეთ, არ შემოვფარგლულიყავით მხოლოდ მარცვლეულის მოყვანით და ბიზნესი მომსახურების მიმართულებითაც განგვევითარებინა. ავაშენეთ საწყობი და ქარხანა, რომელშიც ხდება მარცვლეულის გაშრობა-გამოცხობა. ამის გამოცდილება მანამდე დასავლეთ საქართველოში არ არსებობდა, ფერმერები ელოდნენ, როდის მიაღწევდა მცენარე საჭირო ტენიანობას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდნენ მოსავალს, ამას კი დიდი ზარალი მოჰყვებოდა ხოლმე — მარცვლეული ინესტებოდა და ზიანდებოდა. ჩვენს ქარხანაში მარცვლეული შესაბამის დანადგარში შრება, შემდეგ კი, რეალიზაციამდე, საწყობში ინახება. შესაბამისად, დანაკარგი გაცილებით ნაკლები გვაქვს, მოსავალი კი — მეტი. თავიდან ფერმერები სკეპტიკურად უყურებდნენ ამ მეთოდს, თუმცა თანდათან დარწმუნდნენ მარცვლეულის გამოშრობის საჭიროებაში და შესაბამისად, ჩვენთან შეკვეთებიც ყოველწლიურად იზრდება,'' — ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი, ლევან ჩილაჩავა.
გარდა საშრობი ქარხნისა, ZANAGRO თიბისის მხარდაჭერით მიწათმოქმედებს ტექნიკით მომსახურებას, მიწების დამუშავებასა და აგრონომით მომსახურებასაც სთავაზობს. კომპანიის სერვისის ძირითადი მომხმარებელი ადგილობრივი გლეხები და ფერმერები არიან.
თიბისის დახმარებით კი კომპანიამ 116 კვტ-ის მოცულობის მზის პანელები დაამონტაჟა, რომელსაც საკუთარი წარმოებისთვის მოიხმარს. ლევან ჩილაჩავა ამბობს, რომ ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ეკოლოგიაზე ზრუნვა და მწვანე ენერგიაზე გადასვლაა. შესაბამისად, მომავალში თიბისის მხარდაჭერით ZANAGRO მწვანე ენერგიის 500 კვტ-მდე გაზრდას და გამონაბოლქვის 28 ტონამდე შემცირებას გეგმავს.
კომპანია, ასევე, გეგმავს კომბინირებული საამქროს აშენებას, რომელშიც ZANAGRO ცხოველებისა და ფრინველების საკვებ პროდუქციას აწარმოებს.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები